Disgo Tablet 6000: კიდევ ერთი «გუგლპლანშეტი»

კომპანია Disgo-მ დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Tablet 6000, რომელსაც აქვს Google Android 2.1-ის ოპერაციული სისტემა.

სიახლეს გააჩნია 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი WVGA გარჩევადობით (800×480 წერტილი); გარე მონიტორზე ან ტელევიზორზე გამოსახულების გადმოსაცემად გათვალისწინებულია HDMI ინტერფეისი. ოპერატიული მეხსიერბის მოცულობა -- 256 მბ; ასევე არის 2 გბ-ანი ფლეშ-მოდული (MicroSD ბარათების საშუალებით, შესაძლებელია მოცულობის გაზრდა  32 გბ-მდე).

პლანშეტს აქვს ინტეგრირებული უკაბელო კავშირის Wi-Fi კონტროლერი IEEE 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით, 0,5-ვატიანი დინამიკები, ორი USB პორტი და ბუდე ყურსასმენის შესაერთებლად.

მოწყობილობის სისქე შეადგენს 14,6 მმ, ხოლო აკუმულატორული ელემენტის მოცულობა -- 1 500 მა/სთ.

ახალი პლანშეტი გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო მისი ღირებულება იქნება 290 დოლარი.

გამოყენებულია Disgo-ს მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2010 ·არქივის შესახებ