ბიზნესი

Toshiba-მ და Fujitsu-მ მობილურის მწარმოებელი განყოფილებები გააერთიანეს

იაპონური კორპორაციებმა Fujitsu-მ და Toshiba-მ განაცხადეს ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად ორივე კომპანია გააერთიანებს მობილური აპარატების მწარმოებელ განყოფილებებს.

დღეს «ტოშიბამ» მობილურების ბიზნესი გადასცა გაერთიანებულ კომპანიას, რომელსაც ეწოდება Fujitsu Toshiba Mobile Communications Limited, ხოლო მეორე კონცესიონერმა, Fujitsu-მ, დაასრულა აქციების შესყიდვა. ახალი ბიზნესის მმართველი იქნება Fujitsu, რადგან მას ეკუთვნის საკონტროლო პაკეტი 80,1%. ერთობლივი საწარმოს საერთო კაპიტალი შეადგენს 450 მლნ იაპონურ იენს, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა 350 ადამიანს აღწევს.

18,7%-ით Fujitsu Toshiba Mobile Communications Ltd. სრულიად შესაძლებელია გახდეს მობილურების მწარმოებელი  მეორე უმსხვილესი  კომპანია იაპონურ ბაზარზე.

წყარო Fujitsu.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2010 ·არქივის შესახებ