საინტერესოა, რომ “ახალი მსოფლიო რუკა”, რეალურისგან განსხვავებით, შეძლებს იამაყოს განაწილების პროპორციულობით. თუ დღესდღეობით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოდ ითვლება მონაკო, რომლის 1 კვ კმ -ზე როგორღაც ეტევა 16 923 ადამიანი, ხოლო ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე დაფიქსირებულია მონღოლეთში (1,7 ადამიანი 1კვ. კმ), “მსოფლიოს ახალი განლაგების” შემთხვევაში მაჩვენებელი მიუახლოვდება დღესდღეობით საშუალოს 13 ადამიანი 1კვ. კმ-ზე.
ზოგიერთი ქვეყანა “ჩაიწევს” სულ რამოდენიმე ნაბიჯით: თურქეთი — ირანის ადგილას, ჰონდურასი — ნიკარაგუაში, ხოლო ნეპალი — მიანმუში. ბევრს უფრო დიდი გადაადგილება ელოდება. ავსტრალიელები გადავლენ ესპანეთის ტერიტორიაზე (არაუშავს, იქ კლიმატი მსგავსია, ასე რომ სწრაფად ადაპტირდებიან), შვეიცარელებს მოუწევთ ბანგლადეშის ჯუნგლების შეგუება, ხოლო სითბოს მოყვარულ ვიეტნამელებს…აი ირონიაც, მოუწევთ გრენლანდიაში დასახლება. 🙂
გამოყენებულია Big Think-ის მასალები.


es sainteresoa 🙂
მართლა საინტერესოა…. 🙂
საცოდავი ვიეტნამელები 😀 . გრენლანდიაში გაუჭირდებათ აშკარად. ისე მადლობა კომენტარისათვის.