Ghost Recon: Future Soldier-ის რელიზი ერთი წლით გადაიდო

ტაქტიკური შუთერის, Tom Clancy's Ghost Recon: Future Soldier–ის (PC, PS3, Wii, DS, PSP და Xbox 360) რელიზი ისევ გადაიდო, აცხადებს Ubisoft.
დამუშავება, რომელზეც «უბის» პარიზული განყოფილება ზრუნავს, საკმაოდ პრობლემატურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის რელიზი 2012 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი, Ubisoft–ის განცხადებით, მისი რელიზი 2013 წლის პირველ კვარტლამდე გადაიდო.
თუმცა, Ub–ის აღმასრულებელი დირექტორი, ივ გილმო «გვაჯერებს», რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს: «უბრალოდ დაგეგმილ დროს გამოდის მრავალი კონკურენტუნარიანი პროდუქტი, მაგალითად როგორიც არის Call of Duty: Modern Warfare 3 ან ჩვენი ექშენი Assassin's Creed: Revelations».
Future Soldier–ის სიუჟეტი მოსკოვში ვითარდება. ქურდებისა და თაღლითების პარტია კრემლში დაბანაკდება და იქიდან დაიწყებეს ომს მეზობელ ქვეყნებთან...
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=mfmP0etpqmw
წყარო: Eurogamer
