ხვალ, 31 მაისს, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება როლური თამაში Hunted: The Demon’s Forge. ევროპული პრემიერა 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

პროექტი, რომელიც სტუდია inXile–ში შეიქმნა, PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. შეგახსენებთმ, რომ inXile დაარსებულია ბრაიან ფარგოს მიერ, რომელიც ადრე Interplay–ში მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის ისეთი კლასიკები, როგორებიც არის Fallout, თუ Bard’s Tale. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ახალი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. პროექტის გამოსვლაზე კი Bethesda Softworks–ზრუნავს.

თამაშში მონაწილეობს ორი მთავარი გმირი — მოისარი ილარა და მოფარიკავე კადდოკი. ჩვენ მოგვიწევს განადგურებულ სამყაროში მოგზაურობა: შავი ძალები რაღაცას გეგმავენ, მიწისქვეშეთიდან მოჩვენებები ამოდიან, იკარგება ხალხი… იმისთვის, რომ გავერკვეთ ამ ყველაფერში აუცილებელია კელა მურში გამგზავრება…

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=EtgYtxf8VrU

წყარო: Gamespot

2 Responses

  1. vtamashob ukve martla dzalian momecona vrceli tamashia animacia da dekoraciebi martla dzalian lamazia bevri tavgadasavali gelit da sainteresi siujeti ogon isa rom patara bagi aqvs magal grafikaze tu daayenebt shavi rgaceebi chndeba amitom mediumze daayenet

  2. დიდი მადოლობა beqa ამ ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის 🙂 და თუ თამაშობ მაინტერესებს, ამ გმირებს ცალცალკე ირჩევ მისიების შესაბამისად ავტომატურად ირჩევა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.