GamesHardware

E3 2011: Sony-იმ, დაასახელა მეორე თაობის სათამაშო კონსოლის ღირებულება

დღეს, ლოს-ანჯელესში (აშშ) E3-ის (Electronic Entertainment Expo) გამოფენაზე, კორპორაცია Sony-იმ წარმოადგინა, ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation Vita.

Vita, აქამდე ცნობილი იყო, როგორც Next Generation Portable (NGP). გასულ კვირას დაანონსებული მოწყობილობა აღჭურვილია:

  • ცენრტალური პროცესორი: ARM Cortex-A9–ის 4 ბირთვიანი პროცესორი
  • გრაფიკული პროცესორი: SGX543MP4+, OpenGL 2.0–ის მხარდაჭერით
  • დისპლეი: 5–დიუმიანი მულტითაჩ OLED-დისპლეი, 960 × 544, TrueColor
  • ზომები: დაახლოებით 182 x 83,55 x 18,6 მმ
  • ღილაკები/გადამრთველები: ღილაკი PS, ჩამრთველ–გამომრთველი ღილაკი, მიმართულების ღილაკები (მაღლა/დაბლა/მარჯვნივ/მარცხნივ), სამოქმედო ღილაკები (სამკუთხედი/წრე/ჯვარი/ოთხკუთხედი), გვერდითა ღილაკები (მარჯვენა/მარცხენა), ორი მინი–ჯოისტიკი, Start და Select ღილაკები, ხმის დამარეგულირებელი ღილაკები(±)
  • კომუნიკაცია: IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, Bluetooth 2.1 + EDR, 3G
  • დამატებით: GPS, ელექტრონული კომპასი, სტერეოდინამიკი, მიკროფონი, წინა და უკანა კამერა, უკანა მულტითაჩ პანელი

PlayStation Vita-ს გაყიდვები დაიწყება, 2012 წლის დასაწყისში, საახალწლო დღესასწაულებზე. «უმცროსი ვერისა», აღჭურვილია Wi-Fi ადაპტერით და მისი ღირუბულება იქნება $250, ხოლო მოდიფიაკცია Wi-Fi მოდულით და 3G-ით საჭიროებს 50 დოლარის დამატებას.

PlayStation Vita-თვის ერთერთი პირველი თამაში იქნება, სათავგადასავლო ექშენი Uncharted: Golden Abyss.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=At8Ql4o8N2M&

გამოყენებულია USA Today-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2011 ·არქივის შესახებ