Games

E3 2011: Ubisoft-მა The Adventures of TinTin: The Game დააანონსა

ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა კარგი და ცუდი ინფორმაცია გვაუწყა. მოდი ცუდით დავიწყოთ.

Beyond Good & Evil 2 (BG&E2) არსებულ პლატფორმაზე არასდროს არ გამოვა. სულ გვიმტკიცებდნენ, რომ თამაში ეს ესაა გამოვა, თუმცა საბოლოოდ ყველა ინფორმაცია PR-სიცრუე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიშელ ანსელი ახალ პლატფორმას ელოდება, ანუ BG&E2–ს შეიძლება რამდენიმე წლით დავემშვიდობოთ.

«ჩვენი მთავარი პრიორიტეტი — არკადა Rayman Origins–ის შექმნა, — განაცხადა ანსელმა. — BG&E2-ის დამუშავება ძალიან შორს წავიდა, ამიტომ პროექტს ჩვენ არ დავხურავდთ. თუმცა ის მხოლოდ NextGen-კონსოლებზე გამოვა».

ახლა დავივიწყოთ ანსელის არეული აზრები და გადავიდეთ სათავგადასავლო ექშენზე — The Adventures of Tintin: The Game, რომელიც სტუდია Ubisoft Montpellier–ის მერ მუშავდება. თამაში CG–ფილმის, «ტინტინის თავგადასავალი: მარტორქის საიდუმლოს» მოტივებზე იქმნება, რომლის რეჟისორი სტივენ სპილბერგი (Steven Spielberg) გახლავთ. ხოლო თავად სურათი, იქმნება ბელგიური კომიქსის, «ტინტინის თავგადასავლის» მიხედვით, რომელიც პირველად 1929 წელს გამოჩნდა.

თამაშში გაერთიანებულა 3D–რბოლები, ქვესტები და ექშენი. პროექტი გამოვა PS3–ზე, Xbox 360–ზე, Wii–ზე, DS–სა და PC–ზე კინოპრემიერის დროს, რომელიც 23 დკემბერს შედგება.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://youtu.be/_My5Y3_3fNo

წყარო: Eurogamer

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2011 ·არქივის შესახებ