
ორშაბათს, 19 აპრილს NASA წარადგენს განცხადებას ახალ სუპერკომპიუტერზე, რომლებიც დაეხმარება მეცნიერებს დედამიწაზე მიმდინარე დიდი მაშტაბის ინფორმაციის ანალიზსა და მოდელირებაში.
NASA Earth Exchange (ან NEX) სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომს გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლურ კომპიუტერს — სისტემით Pleiades. სუპერკომპიუტერი, რომელიც დამონტაჟებულია ნასას კვლევით ცენტრ ეიმსში (Ames), გააჩნია 544 ტერაფლოპი (ტერაფლოპი — ტრილიონი ოპერაცია წამში) სიჩქარე. მიმდინარე რეიტინგში Тор500 სისტემა იკავებს მეექვსე ადგილს.
სუპერკომპიუტერზე მუშაობას მეცნიერები შეძლებენ სპეციალური პორტალის NEX Collaborative Portal-ის მეშვეობით. რესურსი უზრუნველყოფს დარეგისტრირებულ პირთა კოლექტიურ მუშაობას, ინფორმაციის გაცვლას და სხვ.
რამდენადაც საუბარია მძლავრი გამომთვლელი სისტემის რესურსებზე, NASA Earth Exchange-ის პლადფორმის მწარმოებლებს მოუწიათ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა. გამოყენებულია დაცვის საიმედო სისტემა. სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის დანიშნულიქნება სხვადასხვა კატეგორიის მუშაობის უფლება.

გამოყენებულია InformationWeek-ის მასალები.

12 GFlops
weria top500ze 😀
მეშინია გული არ გამიჩერდეს ამ კომპს რომ ვხედავ ))))
მაგარია აშკარად 🙂