კორპორაცია Microsoft – მა მოამზადა პაჩების ახალი კრებული თავისი პროგრამებული პროდუქტებისათვის, რომლეიც გამოვა 8 ინვისს .

ცნობილია რომ სულ ნაპოვნია 34 სუსტი წერტილი. “ხვრელები” ნაპოვნია ოპერაციული სისტემა Windows -ის ყველა ვერსიაში ( მათ შორის Windows 7 -ში). ასევე Microsoft Office – ში,ბრაუზერ   Internet Explorer – ში და ასევე პლატპორმა Windows SharePoint Services -ში .

Microsoft – ს გეგმაში აქვს გამოუშვას 10 უსაფრთხოების ბიულეტენი: სამი მათგანი შეიცავს განსაკუთრებულად საშიშ სუსტ წერტილებს, ხოლო დანარჩენმა “ხვრელებმა” კი მიიღეს “მნიშვნლეოვანი” – ის სტატუსი. გამოვლენილი შეცდომების უმეტესობა შეიძლება გამოყენებული იქნას ბოროტმოქმედების მიერ კომპიუტერში შეღწევის მიზნით.

სხვა პაჩებთან ერთად ასევე გამოვა Internet Explorer – ის ე.წ დასაცავი პაჩი. ამ ბრაუზერის პრობლემა დაკავშირებულია VBScript – კოდის და  Windows – ის დამხმარე ფაილის (.hlp) – ის დამუშავებასთან .

როგორც წესი , პაჩებთან ერთად გამოვა Malicious Software Removal Tool – ის განახლებული ვერსია, გავრცელებული მავნე პროგრამების გასანეიტრალებლად. პაჩების გადმოწერა შესაძლებელი იქნება Windows Update – ისა და  Microsoft Update – ის მეშვეობით, ასევე Windows – ში ჩამონტაჟებული განახლების საშუალებების მეშვეობით.

გამოყენებულია Microsoft – ის მასალები .

One Response

  1. zulu_uchiha ამბობს:

    :S რა შემაშფოთებელი ინფორმაციაა, ამიტომ არ ვიყენებ explorers, Firefox Rules!!!!!!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.