კომპანია  Origin PC დაკავებულია ექსკლუზიური სათამაშო მოწყობილობების შექმნით. როგორც წესი ისინი აწყობენ პერსონალურ კომპიუტერებს, მაგრამ კომპანიის მიერ გამოშვებული ახალი მოწყობილობა, ამ საზღვრებით არ შემოიფარგლება კომპიუტერი, რომლის სახელიცაა Big O წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერის და Xbox 360-ის ჰიბრიდს.

აპარატის “გარეგნობა” იმ კომპიუტერების ასოციაციას იწვევს რომლებიც ფანტასტიკურ ფილმებში გვაქვს ნანახი. გამვირვალე გვერდითა ხუფის შიგნით ჩანს გადახლართული მავთულები რომლებიც თხევადი სითხით გრილდება, ასევე ჩანს მასიური რადიატორები.

კომპიუტერის მონაცემები ასეთია:

პროცესორი – Intel Core i7 930.

ტაქტური სიხშირე – 4 გჰც.

ოპერატიული მეხსიერება – Corsair Dominator 1600 გჰც 6გბ მოცულობით.

ვიდეოკარტა – NVIDIA GTX480 ორი ცალი.

კვების ბლოკი – 1500 ვტ სიმძლავრით.

ვინჩესტერი – WD Caviar 2 ტერაბიტი.

ასევე Blu-ray და Xbox 360 slim კონსოლი.

თითქმის ყველა ელემენტს აქვს თხევადი გაგრილება.

აღსანიშნავია ასევე, რომ ეს კონფიგურაცია საბაზისოა; სურვილისამებრ მისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია.

სიახლის ფასი შეადგენს $7669.

One Response

  1. შთამბეჭდავი მოწყობილობა შთამბეჭდავი ფასით… 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.