ადრე ამ ადგილებში ალტაირი დაცოცავდა…

ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა ექშენი Assassin’s Creed: Revelations.

მთელი კვირის განმავლობაში გამომცემლები Assassin’s Creed–ის ახალი ნაწილის არსებობის შესახებ აშკარად მიანიშნებდნენ და ვიდეო–რგოლიც კი წარადგინეს. და ბოლო, როგორც იქნა, ოფიციალური ანონსიც შედგა. პროექტი Ubisoft Montreal–ის მიერ მუშავდება და PS3–ზე, Xbox 360–სა და PC-ზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა.

Revelations არისტოკრატ–ასასინის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს თავგადასავლის უკანასკნელ ნაწილს წარმოადგენს. მთავარი გმირი საკუთარი წინაპრის, ალტაირის კვალს მიჰყვება, რომელიც თქვენთვის Assassin’s Creed–ის წინა სერიებიდან კარგად არის ცნობილი. თქვენ მოგიწევთ კონსტანტინოპოლში გამგზავრება, სადაც ტამპლიერთა სწრაფად მზარდი არმია მთლიან რეგიონს დესტაბილიზაციით ემუქრება. ახალი სისხლისღვრა — დროის საკითხია.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=KM5Pjv0RQPI

წყარო: Eurogamer

4 Responses

  1. ara ra iseti magari traileri iyo yvelaferi gavige tamashi ragat minda :D:D:D

  2. ხო, მადლობა Ub–ის ასეთი ამომწურავი თრეილერისთვის 🙂 იმედია მალე გამოჩნდება ნორმალური ვიდეო–რგოლი 😉

  3. გოგა ამბობს:

    auuuu dzaaaaan magaria ubralod is texavs ro amis meti agar gamova:((((( :O :O

  4. ara ra magari treileria tavic gavige da boloc goga eg aris ecios bolo tamashi gana su assasinebis istoria 😀

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.