როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს.

ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება.

გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს, როგორც მოსალოდნელია, 38,5%–ით Android ლიდერობას არავის დაუთმობს, ხოლო 2012 წელს მობილური OS-ის ბაზრის ნახევარზე მეტს დაიკავებს.

შეერთებულ შტატებში, სმარტფონების ყველაზე გავრცელებულ OS-ების დავაში, «ანდროიდი» უკვე გავიდა პირველ ადგილზე: იქ ამ ოპერაციული სისტემის წილი 36%–ს აჭარბებს.

წყარო: Computerworld

One Response

  1. შენ გაიხარე გიო! ეს რა კაი ნიუსი დადე 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.