ევროკომისიამ WhatsApp -სა და Facebook -ს გაერთიანების ნება დართო

სოციალური ქსელი Facebook-ის სურვილს ეყიდა WhatsApp ევროკომისიამ თანხმობა მისცა, მიუხედავად ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიების პროტესტისა, ამერიკელი კომპანიების შემაშფოთებლად მზარდი კონკურენციის გამო. ამის შესახებ AFP რეგულატორის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გვატყობინებს. ევროკომისიის თქმით Facebook და WhatsApp არ არიან ახლო კონკურენტები, ასე რომ 9 მილიარდიანი გარიგების დადების შემდეგ მომხმარებელს ფართო არჩევანი ექნება ალტერნატიული საურთიერთობო საშუალებების თვალსაზრისით. რას წერს Wall Street Journal : ევროკავშირში შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა […]
Facebook-ს რეალური სახელების პოლიტიკის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოც. ქსელმა Facebook – მა რეალური სახელების გამოყენების პოლიტიკის გამო სახალხოდ მოიხადა ბოდიში, სწორედ ამ პოლიტიკის გამო ლგბტ საზოგადოების გამოჩენილმა წევრებმა საკუთარი Facebook- ის ანგარიშზე წვდომა დაკარგეს. კომპანიის ტოპ – მენეჯერმა კრის კოკსმა საჯარო ბოდიშის წერილი Facebook -ის სახელით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გასული ორი კვირის განმავლობაში ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა თავიანთი Facebook – ის […]
Google – მა საძიებო შედეგებიდან პირატული ბმულების სიის ბოლოში გადანაცვლება დაიწყო

Google საძიებო სისტემაში ახალ ინსტრუმენტებს ცდის , რომელთა მიზანიც პირატული კონტენტის შეზღუდვაა. ამის შესახებ კომპანიის ბლოგზე Google -ის საავტორო უფლებების უმცროსი კონსულტანტი კეტრინ ოიამა იტყობინება. ერთ-ერთი ახალი ალგორითმი უზრუნველყოფს შემდეგს : Google – ში გამოჩნდება სპეციალური ბმული ლეგალური მუსიკალური და ვიდეო სერვისებისთვის, ძებნის დასაწყისში წარმოდგენილი იქნება ბმულები, რომლებშიც შემდეგი სიტყვებია ნახსენები : ”გადმოწერა”, ”უფასო”, ”ყურება”. ამას გარდა საძიებო ველში მუსიკოსის სახელის ჩაწერის შეთხვევაში გამოჩნდება პანელი […]
მარკ ცუკერბერგმა მიმდინარე წელს ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა

უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook – ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Forbes – ის ყველაზე მდიდარი IT – ბიზნესმენების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მან ერთ წელიწადში Microsoft – ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა, ეს უკანასკნელი სიის სათავეში დგას. ამ ინფომაციას გვამცნობს forbes.com. გასულ წელს ცუკერბერგი ამერიკელ IT – ბიზნესმენებს შორის ფინანსური მდგომარეობით მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადში მან სხვა […]