სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]
Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა

Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games–ის Wii-რელიზი მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება, იუწყება გამომცემლობა SEGA. გასაგებია, რომ პრექტი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მიაძღვნა, თუმცა მარიო და სონიკი ოლიმპიურ დისციპლინებში შეჯიბრებას უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებენ: ევროპაში თამაში 18 ნოემბერს, ხოლო ამერიკაში 15 ნოემბერს გამოვა. ასევე დამუშავების პროცესშია ვერსია კონსოლ Nintendo 3DS–სთვის, მაგრამ ის 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება. ორივე […]
RPG თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება

როლური თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning, რომელიც ჟანრის აღიარებული ოსტატებისგან იქმნება, 2012 წლის თებერვალში გამოვა, განაცხადა პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ტოდ მაკფერლეიმ (Todd McFarlane). ComicCon 2011–ის ჩვენებაზე მაკფერლეიმ განაცხადა, რომ სტუდია 38 Studios და Big Huge Games თამაშის გამოშვებას «მომავალი წლის თებერვლისთვის გეგმავენ, თუ რა თქმა უნდა კომპანია Electronic Arts–მა საკუთარი კორექტირების შეტანა არ მოინდომა». EA–მ ამ განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: «ჩვენ პირობა დავდეთ, რომ რელიზი […]
Battlefield 3-ის ალფა–ტესტირებაში მონაწილეობას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ

Battlefield 3–ის, როგორც ბეტა–, ასევე ალფტა–ტესტირებაში მონაწილეობის უფლებას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ, გულშემატკივრების აქტიური მოთხოვნის შემდეგ, განაცხადა სტუდია DICE–მა. შეგახსენებთ, რომ დეველოპერების თქმით, ვინც შეიძენს თამაშ Medal of Honor: Limited Edition–ს (MoH) ტესტირებაზე წვდომას ყველაზე ადრე მიიღებს. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ «ალფაში» მონაწილეთა რაოდენობა შეძღუდულია, გაუმართლებთ მხოლოდ იმათ ვისაც აირჩევენ დეველოპერები. თუ გნებავთ სცადოთ ბედი, ამისათვის აუცილებელია სტუდიის სიახლეთა ბმულში […]
Google Plus-ის მომხმარებლების სტატისტიკა!

კომპანია Find People on Plus-მა მოამზადა, სტატისტიკა 947996 აქაუნთზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან, Google-ის ახალ სოციალურ ქსელში. Google Plus-ის მომხმარებლების რუკა. გთავაზობთ, მომხმარებლების, უფრო კონკრეტულ სტატისტიკას სქესის, პროფესიის და ქალაქების მიხედვით. სტატისტიკა სქესის მიხედვით: სტატისტიკა პროფესიის მიხედვით: სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით: და ასევე, საინტერესო დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი მამაკაცი და ქალბატონი არიან ერთმანეთის გაცნობის ძიებაში: წყარო: findpeopleonplus.com
FIFA Manager 12: პირველი დეტალები

გამომცემლობა Electronic Arts–მა ინტერნეტში თამაშ FIFA Manager 12–ის პირველი დეტალები გამოაქვეყნა. პროექტი, რომელიც სტუდია Bright Future–ში იქმნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მხოლოდ PC-ზე გამოვა. FIFA Manager — ეს არის სპორტული ეკონომიკის სიმულატორის სერია, რომელიც მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება. თამაში ჩვენგან არ ითხოვს დახვეწილ პასებს, სწრაფ სირბილს და გატანილ გოლებს. მთავარია — ფულის სწორად დათვლა და ჩვენი გუნდის წარმატებაზე ზრუნვა. როგორც იუწყებიან, მეთორმეტე […]
ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს. ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება. გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს, […]
ორ დღეში სტარტს იღებს Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა. პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან […]
30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა […]
ქსელური შუთერი, Team Fortress 2 უფასო გახდა

კომპანია Valve–მა ქსელური შუთერი, Team Fortress 2 უფასო გახადა. ამიერიდან ვისაც კი სურვილი აქვს შეუძლია უფასოდ ჩამოტვითოს თამაში, ამისთვის საჭიროა უბრალოდ Steam–ში დარეგისტრირება. გასული კვირას Valve–მა გახსნა Steam–ის სპეციალური განყოფილება უფასო თამაშებისთვის, თუმცა მანდ მხოლოდ MMO–თამაშებს თუ შეხვდებოდით. შემდეგ დეველოპერებმა განაცხადეს, რომ დიდი სიამოვნებით გამოუშვებდნენ რაიმე კარგს ყველასთვის და აი შედეგიც. იმათთვის, ვისაც არ სმენია Team Fortress 2–ის შესახებ, აგიხსნით: […]