მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 48 მლნ ერთეულს მიაღწიოს

შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო). ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ. Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება. ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ […]

Apple-ის მისტიური ანონსი!

ძალიან უცნაურია, მაგრამ რა უნდა წარმოადგინოს “ვაშლოვანმა კომპანიამ”?  რატომ არ დაგვავიწყდება ხვალინდელი დღე? ხვალ 19 საათზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფირმვერის განახლებები, ჩემი აზრით ეს რაღაც გლობალური უნდა იყოს, რევოლუციური. იქნებ ახალი i-გაჯეტი? იქნებ ახალი სერვისების ღრუბელი? რა თქმა უნდა ამას ხვალ აუცილებლად გავიგებთ !

iTunes 10.1 – AirPlay და iOS 4.2

გამოვიდა iTunes 10.1 განახლება, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი iOS 4.2 ოპ. სისტემის მხარდაჭერითვის. გათვალისწინებულია AirPlay სერვისი AppleTV-თვის და ახალი iOS-ის ფუნქციონალური მხარდაჭერა iPhone 3G, 3GS და iPgone 4-თვის.

Skype 5.0 beta – Mac OS X

გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია Mac OS X პლატფორმისათვის, ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და იყენებს სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ დაურეკოთ, გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი  სტატუსის მიუხედავად. მას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია – რა თქმა […]

Motorola iPad-ის, iPhone-ისა და iPod touch-ის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს

სტივ ჯობსის პასუხი იქნება ასიმეტრიული? კომპანია Motorola-მ სარჩელი შეიტანა Apple-ის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს დებს დაპატენტებული ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში. Motorola აცხადებს, რომ Apple-მა დაარღვია სულ 18 პატენტი; საუბარია WCDMA და Wi-Fi ქსელებში ინფორმაციის უკაბელო გადაცემის საშუალებებზე, ანტენის დიზაინზე, რამდენიმე მოწყობილობას შორის ინფორმაციის სინქრონიზაციის მეთოდზე, გეოლოკაციის სერვისებზე, ელექტრონული წერილის უკაბელო გაცვლაზე და სხვ. მოსარჩლე ამტკიცებს, რომ ჩამოთვლილი […]

შეფასებულია ახალი Apple TV-ის თვითღირებულება

კომპანია iSuppli-მ შეაფასა  ახალი Apple TV-ს წარმოების ღირებულება, რომელიც წარმოდგენილი იყო დაახლოებით ერთი თვის წინ. iSuppli-ის მონაცემებით Apple TV-ის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი  არის პროცესორი Apple A4 და ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემა მოცულობით 8 გბ. რომელთა ღირებულება არის $16,55 და $14. $7,65 ღირს უკაბელო კავშირის კონტროლერი. მბეჭდავი პლატა თანმხლები კომპონენტებით შეფასებულია $6,74. ინტერფეისული მოდულების ღირებულება შეადგენს $2,6, ხოლო დისტანციური მართვის პულტის და ორმეტრიანი […]

შემდეგი თაობის iPad შესაძლოა გამოვიდეს 2011 წლის მეორე კვარტალში

Goldman Sachs-ის ანალიტკოსების აზრით, კომპანია Apple-მა შესაძლოა გამოუშვას თავისი პლანშეტური კომპიუტერის iPad-ის ახალი ვერსია შემდეგი წლის მეორე კვარტალში. შემდეგი თაობის iPad, როგორც ორგინალი მოდელი, აღჭურვილი იქნება 9,7-დიუმიანი სენსორული დისპელით. მოწყობილობა იქნება უფრო თხელი და მსუბუქი ვიდრე მისი წინამორბედი. Goldman Sachs-ში ვარაუდობენ, რომ ახალი iPad-ის დამზადებისას გამოსწორებული იქნება ზოგიერთი ხარვეზი. კონკრეტულად საუბარია ჩაშენებულ კამერაზე და USB-პორტზე. […]

Sony RDP-X50iP: მუსიკალური დოკი Apple-ის პროდუქტრებისათვის

კომპანია Sony-იმ გამოაცხადა მუსიკალური დოკი RDP-X50iP-ის გამოსვლის შესახებ, რომელიც განკუთვნილია Apple-ის ჯიბის მოწყობილობებისათვის. სიახლე ერგება შემდეგ სმარტფონებს: iPhone 3G, iPhone 3GS და თანამედროვე მულტიმედიურ ფლეიერებს iPod. iPhone 4 თან თავსებადობაზე არაფერია ცნობილი. მოწყობილობას აქვს ორი 76 მილიმეტრიანი დინამიკი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც შეადგენს 40 ვატს. ამის გარდა, Sony RDP-X50iP აქვს აუდიობუდე, რომლის მეშვეობითაც მას შეიძლება მიუერთდეს ნებისმიერი […]

Apple – შემოდგომის ვაშლები !

მოგესალმებით  ძვირფასო hi-tech.ge-ს  მკითხველებო და გილოცავთ შემოდგომის დადგომას ! როგორც იქნა დასრულდა ცხელი ზაფხული და შვებულებაში გატარებული შესანიშნავი დროც 🙂 თუმცა ყველაფერი წინაა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში ძალიან უხვი და ბარაქიანი შემოდგომა გველოდება. ამ მოკლე შესავლის შემდეგ მინდა გახაროთ რომ Apple-მა შეპირებული შემოდგომის “ღონისძიება” უკვე მოაწყო სექტემბრის პირველში, სადაც წარმოადგინა ახალი პროდუქტები და ძველი პროდუქტების განახლება […]

Apple-მა დაკარგა iPhone-ისა და iPod-ის მწარმოებელი

მარკ პეიპერმასტერი. კომპანია Apple-მა დაკარგა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Devices Hardware Engineering მიმართულების ხელმძღვანელი მარკ პეიპერმასტერი (Mark Papermaster), იუწყება გაზეთი «ნიუ-იორკ თაიმსი». პეიპერმასტერი Apple-ში გადავიდა 2008 წელს IBM-დან. ახალ თანამდებობაზე ის ხელმძღვანელობდა iPhone-სა და iPod-ის წარმოებას. დამკვირვებლების თქმით პეიპერმასტერის წასვლის მიზეზი იყო iPhone 4-ის მიღების პრობლემა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კომენტარს თავს არიდებს. Apple-ის სპიკერმა სტივ დაულინგმა (Steve Dowling) […]