Apple: iPad 2

Apple-მა წარმოადგინა შემდეგი თაობის პლანშეტი iPad 2 რით განსხვავდება iPad 1-საგან: – ახალი დიზაინი. ის 33%-ით თხელია და მისი სისქე 8.8 მილიმეტრს შეადგენს – უფრო თხელი ვიდრე iPhone 4. ის 10%-ით მსუბუქია წინამორბედზე. ახალი პლანშეტი ორ ფერშია წარმოდგენილი – თეთრი და შავი. გაყიდვაში პირველაი თეთი მოდელები იქნება მხოლოდ. აღინიშნება წარმადობის საგრძნობი მომატება A5 ჩიპის წყალობით, […]
შესაძლოა Apple პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდეს

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში (საუბარია წლებზე) Apple–ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება სამჯერ გაიზრდება. უკანასკნელი მონაცემებით, Apple–ის აქციების ღირებულებამ თითქმის $358–ს მიაღწია, თუმცა ექსპერტების აზრით ეს მაჩვენებელი პიკისგან ჯერ კიდევ შორს არის. შემდგომ ზრდას კომპანიის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით iPad–პლანშეტი და კომუნიკატორი iPhone. გასულ კვარტალში Apple–ის ფინანსურმა მონაცემებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: შემოსავალი — $20,34 მლრდ […]
სმარტფონების კვარტალური გაყიდვების მოცულობამ 100 მლნ ერთეულს მიაღწია

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა. Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში […]
ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია. ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს. Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, […]
Untether iOS 4.2.1

გამოვიდა “არაჩაბმული ჯეილბრეიქის” ანუ ციხიდან სრული გაქცევის ექსპლოიტი შემდეგი iOS 4.2.1 მოწყობილობებისათვის iPhone 3G iPhone 3GS с ნებისმიერი ჩამთვირთი სექტორით iPhone 4 iPod Touch 2G iPod Touch 3G iPod Touch 4G iPad რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების მფლობელებს ვისაც გსურთ დააყენოთ პროგრამები ყიდვის გარეშე ანუ სანამ იყიდით დაატესტიროთ 🙂 ასევე სისტემაში ჩხიკინ-ფართის მოყვარულებს, უბრალოდ […]
Google Android სწრაფი ტემპებით იძენს პოპულარობას პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში […]
Microsoft-მა Windows Phone 7–ის ორ მილიონზე მეტი ასლის გაყიდვა შეძლო

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა. კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone […]
ჯანმრთელობის გაუარესების გამო სტივ ჯობსი დროებით ტოვებს საკუთარ პოსტს

კომპანია Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისევ ტოვებს საკუთარ პოსტს. შესაბამისი ინფორმაცია ახლახანს გამოაქვეყნა კომპანიის ოფიციალურმა საიტმა. «ჩემი თხოვნით, დირექტორთა საბჭომ შვებულების უფლება მომცა, რათა ყურადღება მივაქციო ჩემს ჯანმრთელობას, — ნათქვამია ჯობსის წერილში. — თუმცა მე ვაგრძელებ გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებას და მონაწილეობას მივიღებ კომპანიის ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში». ჯობსის სამედიცინო შვებულების მიზეზო […]
iPhone 4 — 2010 წლის ყველზე გაყიდვადი eBay-პროდუქტი

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული. მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა […]
ახალი MacBook Pro და iMac

შემდეგი წლის პირველ ნახევარში კომპანია Apple გამოუშვებს მისი პროდუქტების განახლებულ ვერსიებს გამოუშვებს. კონკრეტულად: MacBook Pro და iMac-ის ახალ მოდელებს. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზი მინიმუმ ოთხი მოდელით იქნება წარმოდგენილი. iMac მხოლოდ დიდი ზომის დისფლეებით იქნება შეცვლილი. (ახლა მონობლოკები მხოლოდ 21,5 და 27 დიუმის ზომებში გამოდის) მოსალოდნელია რომ ახალ მოდელებში იქნება Intel Sandy […]
