Huawei-მ სმარტფონების გაყიდვებით Apple-ს გადაასწრო

დამოუკიდებველი კვლევითი ორგანიზაციის Counterpoint-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანია Huawei-მ სმარტფონების მწარმოებლებს შორის გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. 2017 წლის ივნისის და ივლისის შედეგების მიხედვით, კომპანია Huawei-მ Apple-ს გადაუსწრო და ერთი ნაბიჯით ბაზრის ლიდერს Samsung-ს მიუახლოვდა. ივნისში და ივლისში რეალიზებული სმარტფონების რაოდენობით პირველ ადგლიზე კომპანია Samsung გავიდა. პირველი ადგილის დაკავებაში თავისი როლი ითამაშა ფლაგმანურმა აპარატებმა Galaxy S8 და Galaxy S8+, ხოლო […]
მარკ ცუკერბერგმა მიმდინარე წელს ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა

უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook – ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Forbes – ის ყველაზე მდიდარი IT – ბიზნესმენების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მან ერთ წელიწადში Microsoft – ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა, ეს უკანასკნელი სიის სათავეში დგას. ამ ინფომაციას გვამცნობს forbes.com. გასულ წელს ცუკერბერგი ამერიკელ IT – ბიზნესმენებს შორის ფინანსური მდგომარეობით მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადში მან სხვა […]
BitCoin-ის ქსელი უფრო წარმადია ვიდრე მსოფლიოს ყველა სუპერკომპიუტერი
სანამ კონკრეტულად თემაზე გადავალ მინდა მოკლედ ავხსნა თუ რა არის ბიტკოინი. Bitcoin წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს. ის არ არსებობს, როგორც ქაღალდის ფული ან მონეტები, არის მხოლოდ ვირტუალური კრიპტო-ვალუტა. მიუხედავად მისი “არარეალურობისა” Bitcoin ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები საკმაო რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.
2012 წლის ჩავარდნები ღრუბლოვანი სერვისების მუშაობაში
IWGCR-ის (International Working Group on Cloud Computing Resiliency) ანგარიშის მიხედვით, ყოველი წლის განმავლობაში ღრუბლოვანი სერვისები მიუწვდომელია საშუალოდ 7.5 საათის განმავლობაში. კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად არიან დამოკიდ
Apple კონკურენტუნარიანი გარემოს მოსპობას და საკუთარი ისტორიული მოგების შენარჩუნების მიზნით, მომხმარებლის არჩევანშე შეზღუდვას ცდილობს

კომპანია Apple-მა დაასახელა თანხის ის ოდენობა, რომლის მიღება მას Samsung-სგან სურს. ვაშლების იმპერიის მტკიცებით, სამხრეთ კორეელების სმარტფონებში და პლანშეტებში თითქოს დაკოპირებულია iPhone-ს და iPad-ის დიზაინისა და ფუნქციონალის ელემენტები. Apple-ის აზრით, სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ სამსუნგმა შეძლო კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის სათავეში მოქცევა. რა თქმა უნდა Samsung ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აწარმოებს უნიკალურ პროდუქტს, კონკურენციის ხარისხის გაზრდის მიზნით. […]
HP-მ, სამომხმარებლო კომპიუტერული მოწყობილობების ბაზარზე, ლიდერობა დაიბრუნა

Canalys-ის სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას, სამაგიდო კომპიუტერების, ნოუთბუქების, ნეთბუქების და პლანშეტების რეალიზაციის შესახებ. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბოლო სამი თვის მანძილზე, 107 მილიონი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მოწყობილობა გაიყიდა, რაც 21%-ით აღემატება, პირველი კვარტლის გაყიდვებს. პორტატულ კომპიუტერებზე მოთხოვნა, 11%-ით არის გაზრდილი, პერსონალურ კომპიუტერების გაყიდვებმა, 8%-ით იმატა. მომხმარებელთა ინტერესმა ნეთბუქებისადმი, 34%-ით იკლო. სამომხმარებლო კომპიუტერული მოწყობილობების სეგმენტში, ყველაზე […]
Samsung — ლიდერი ფიჭური აპარატების ბაზარზე

ფიჭურ აპარატებზე მაღალი მოთხოვნის გამო, Samsung–ის ფინანსური მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება. 2012 წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა $40,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2011 წლის იმავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით 22%–ით მეტია. გარდა ამისა, თითქმის 81%–ით გაიზარდა სუფთა მოგება და რეკორდულ მაჩვენებელს, $4,5 მლრდ–ს მიაღწია. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ 93,5 მლნ სმარტფონის და ტელეფონის რეალიზება მოახერხა, შედეგად უმსხვილესი ფინური მწარმოებელი, Nokia, 83 მლნ გაყიდული […]
Microsoft, Skype-ის ვებ ვერსიას გამოუშვებს

კორპორაცია Micrososft, პროექტ Skype for Browsers–ის შესაქმნელად, ახალ თანამშრომლებს ეძებს. შესაბამისად გამოქვეყნდა ოთხამდე ოფიციალური განცხადება, რომელიც ახალი კადრების შერჩევას ითვალისწინებს. ვაკანსიის მოკლე აღწერა შემდეგნაირად ჟღერს: რედმონდულ კომპანიას ესაჭიროება პროგრამისტები, რომლებიც ფლობენ HTML5–ის პროგრამულ ენას. ახალ თანამშრომლები იმუშავებენ Microsoft-ის ოფისებში — ლონდონსა (ინგლისი) და პრაღაში (ჩეხეთი). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-ს დაგეგმილი აქვს, Skype-ის ვებ ვერსიის გამოშვება. პროგრამული კლიენტის, […]
როგორც ჩანს, Nokia მობილური აპარატების ბაზარზე ლიდერობა დათმო

ფინური კომპანია Nokia უკვე აღარ გახლავთ მსოფლიოს უდიდესი მოთამაშე, მობილური აპარატების ბაზარზე. 14 წლის მანძილზე, კომპანიამ პირველად დათმო მოწინავე პოზიცია, რითაც პირველობა სამხრეთკორეულ მწარმოებელ Samsung-ს დაუთმო. წინასწარი შეფასებით, 2012 წლის პირველ კვარტალში, Nokia, 83 მილიონი მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდა. ამავდროულად Samsung-ის გაყიდვებმა 88 მილიონი ერთეული შეადგინა. 1998 წელს, Nokia გახდა მობილური აპარატების უმსხვილესი მწარმოებელი, […]
2014 წლისთვის სმარტფონების გაყიდვების ბაზრის მოცულობა, 1მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს

IDC-ს გამოთვლებით, 2011 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 491,4 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, რაც 61,3%-ით მეტია 2010 წელთან შედარებით, როდესაც ბაზრის მოცულობა შეფასებული იყო 304,7 მილიონი ერთეულით. Credit Suisse-ს ანალიტიკოსების აზრით, 2012 წელს, 687,9 მილიონი სმარტფონი გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბაზრის მოცულობა მილიარდს გადააჭარბებს და 1,05 მილიარდს მიაღწევს. 2011 წლისთვის, სმარტფონების გაყიდვების უმსხვილესი რეგიონი აშშ გახდა, საერთო გაყიდვების […]
