Motorola ა.შ.შ-ში Xbox 360-ის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს

ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისია (ITC) Motorola-ს მიერ Microsoft-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გადახედვას დათანხმდა. საუბარია სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის მიერ არაკანონიერად გამოყენებულ მთელ რიგ დაპატენტებულ ტექნოლოგიებზე. კონკრეტილად: მონაცემების უკაბელო გადაცემა და ვიდეო მასალების დეკოდირება. «მოტოროლა» მარეგულირებლებისგან ძიების ჩატარებასა და შეერთებულ შტატებში «მაიკროსოფტის» კანონდამრღვევი პროდუქციის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს. საკუთარ გადაწყვეტილებას ITC მიმდინარე წლის დასაწყისში დააფიქსირებს. წყარო: Fudzilla
iPhone 4 — 2010 წლის ყველზე გაყიდვადი eBay-პროდუქტი

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული. მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა […]
Sony ა.შ.შ-ში LG-ის ტელეფონების იმპორტის აკრძალვას ითხოვს

კორპორაცია Sony-მ ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) გაუგზავნა სარჩელი LG Electronics-ის წინააღმდეგ. ტელეფონების სამხრეთ კორეულ მწარმოებელს Sony-ს ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებაში ედება ბრალი. საჩივარი სულ რვა პატენტს ეხება: მობილური ტელეფონების მართვის საშუალებები, ნომრების სიის გამოსახულება, სიგნალის გადაცემა და სხვ. Sony-ს მიაჩნია, რომ LG ამ ტექნოლოგიებს Lotus Elite-ში, Neon-ში, Remarq-ში, Rumor 2-ში, Xenon-ში და სხვა მოწყობილობებში იყენებს არაკანონიერად. […]
სტივ ჯობსი — «წლის მამაკაცი» გაზეთ Financial Times-ის ვერსიით

სტივ ჯობსი თავის ქმნილებასთან ერთად. (2010 წლის იანვარი, სან-ფრანცისკო; Newscom-ის ფოტო). გასულ კვირას Time-მა განსაზღვრა «წლის მამაკაცი»: ეს ტიტული, «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო», Facebook-ის დამფუძნებელს, 26 წლის მარკ ცუკერბერგს ერგო. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ გაზეთს, Financial Times-ს სულ სხვა შეხედულება აქვს: «წლის მამაკაცის» როლი ყველაზე მეტად, Apple-ის დამაარსებელს, სტივ […]
Android-ისა და iOS-ის საბაზრო წილები 2012 წელს გათანაბრდება

სტივ ჯობსი და მისი ქმნილება (2010 წლის იანვარი; პოლ საკუმის ფოტო, ასოშიეთედ პრესი). Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით, Apple iOS-ისა და Google Android-ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილი 2012 წელს თითქმის გათანაბრდება. მიმდინარე წელს, წინასწარი შეფასებებით, 14,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება მთელს მსოფლიოში. აქედან, დაახლოებით 90%-ს Apple iPad-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია იკავებს. iPad-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის Samsung Galaxy Tab-ის […]
Yahoo! რამდენიმე ვებ-სერვისს ხურავს

Yahoo!-ს აღმასრულებელი დირექტორი კაროლ ბარტცი (Getty Images-ის ფოტო). ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Yahoo!, უახლოეს მომავალში, მთელ რიგ «არაეფექტურ» და «არაძირითად» ონლაინ სერვისებს დახურავს. ცნობილი გახდა, რომ ოდესღაც პოპულარული საძიებო სისტემა AltaVista შეწყვეტს არსებობას, რომელიც ჯერ კიდევ Google-ის გამოჩენამდე არსებობდა (1995 წელი). ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2005 წელს, დაუსახელებელ ფასად ნაყიდი სერვისის Delicious-ის არსებობის საკითხი. გარდა […]
World of Warcraft: Cataclysm — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების, Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა… … და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა. პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. […]
მობილურმა თამაშმა, Angry Birds-მა $50 მლნ გამოიმუშავა

კაზუალური თამაშის, Angry Birds-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $50 მლნ-ს გადააჭარბა. ჯერჯერობით თამაში მხოლოდ მობილური მოწყობილობების (iOS, Android, Symbian^3) მფლობელთათვის არის ხელმისაწვდომი; დეველოპერები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალშ თამაში გამოვა PC-თვის, «მაკინტოშისთვის», ყველა კონსოლისთვისა და სოციალურ ქსელ Facebook-თვის. სტუდია Rovio-ს თამაში ბაზარზე 2009 წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში Angry Birds-მა შეძლო iOS-პლატფორმის ყველაზე პოპულარული თამაშების სიაში […]
Microsoft: «დიახ, ჩვენ ვცადეთ Facebook-ის შესყიდვა»

ჟურნალ Wired-ის (2010 წლის მაისი) გარეკანი: მამა და შვილი? (Gubatron-ის ფოტო) Microsoft-ის კორპორატიული სტრატეგიის დეპარტამენტისა და შესყიდვების მმართველმა ფრიც ლანმანმა დაადასტურა, რომ იტ-გიგანტი, $15 მლრდ-ის სანაცვლოდ, ახალგაზრდა სოციალური ქსელის შთანთქმას აპირებდა. ტეპ-მენეჯერმა ეს განცხადება LeWeb-2010-ის კონფერენციაზე (8-9 დეკემბერი, პარიზი, საფრანგეთი) ღონისძიების დამფუძნებელთან ლუკ ლემერთან გააკეთა, რომელმაც შეამჩნია, რომ Facebook იმეორებს Microsoft-ის განვითარების გზას. თუმცა, თავიდან ეს […]
2011 წელს HTC 60 მლნ სმარტფონს გამოუშვებს

HTC-ის გენერალური დირექტორი პიტერ ჩოუ Mobile Asia Congress 2010-ის ჩვენებაზე (2010 წლის 17 ნოემბერი; textlad-ის ფოტო). მომავალ წელს HTC 60 მლნ სმარტფონის რეალიზებას აპირებს, იუწყება DigiTimes. ინფორმაცია, HTC-ის კოლოსალური გეგმების შესახებ, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი აპარატების მომავალ მიმწოდებლებთან ჩაატარა პრეზენტაცია. ღონისძიებას, სადაც დასახელდა ეს ციფრი, 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ხოლო აქედან ნახევარი […]
