ინტერნეტ–მაღაზია Amazon–მა გაზარდა კვარტალური მოგება

კომპანია Amazon–მა მეორე კვარტალში ფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა უჩვენა. მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე უმსხვილესმა იმტერნეტ–მაღაზიამ გამოიმუშავა $6,6 მლრდ, რაც 41%–ით მეტია წინა რეზულტატთან შედარებით. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების მაჩვენებელმა იმატა 46%–ით და მიაღწია $3,6 მლრდ–ს; $3 მლრდ შემოსავალი საერთაშორისო ბაზარზე რეალიზირებული პროდუქციიდან — 35%–ით მეტი, ვიდრე 2009 წლის მეორე კვარტალში. Amazon–ის სუფთა მოგება გაიზარდა 45%–ით — $207 მლნ, ანუ ერთი […]

კომპიუტერებით მსოფლიო მომარაგება მეოთხედით გაიზარდა

კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლში მსოფლიო ბაზარზე პერსონალური კომპიუტერების მონაცემები. სამი თვის განმავლობაში გაიყიდა დაახლოებით 81,5 მლნ სამაგიდო კომპიუტერი, ნოუთბუქი და ნეტბუქი. ეს მონაცემები 22,4%–ით (66,7 მლნ) მეტია 2009 წლის მეორე კვარტლის რეზულტატთან შედარებით. 14,8 მლნ გაყიდული პერსონალური კომპიუტერით ლიდერობს უმსხვილეს მწარმოებლი Hewlett-Packard, რაც 12,2%–ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით. HP–ის საბაზრო წილი შეადგენს ზუსტად 18,1%. […]

Google–ის კვარტალური მოგება გაიზარდა

Google–ის დამაარსებლები ლარი პეიჯი (მარცხნივ) და სერგეი ბრინი (მარჯვნივ). გომპანია Google-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში. სამი თვის განმავლობაში საძებარმა მონსტრმა მიიღო $6,82 მლრდ შემოსავალი, რაც 24%–ით აღემატება 2009 წლის  მეოთხე კვარტლის შემოსავალს — $5,52 მლრდ. Google–ის სუფთა მოგებაც გაიზარდა ზუსტად 24%–ით. თუ გასულ წელს კომპანიამ გამოიმუშავა $1,48 მლრდ, დღეს ეს მაჩვენებელი არის […]

MediaTek გაწევრიანდა ორგანიზაციაში OHA

ტაივანური კომპანია MediaTek გაწევრიანდა ორგანიზაციაში Open Headset Alliance (OHA), რომელიც აწარმოებს ოპერაციულ სისტემა Android–ს. MediaTek არის იაფფასიანი «სისტემური ჩიპების» უმსხვილესი მწარმოებელი, რომელზეც აგებულია მილიონობით ტელეფონი. მისი ძირითადი ბაზარი ჩინეთია. ასევე MediaTek–ის პროდუქცია გამოიყენება Philips–ის მობილურ აპარატებში და კომუნიკატორ Gigabyte GSmart G1205–ში. როგორც ჩანს, მალე ბაზარზე — როგორც ჩინურ, ასევე მსოფლიო — გამოჩნდება დიდი რაოდენობით «გუგლფონი», რომელიც […]

HTC-მა კვარტალური მოგება გაზარდა 33%–ით

გასულ წელთან შედარებით, მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებელიმა HTC–მა, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მოგება გაზარდა 33%–ით. ეს მაჩვენებელი შეადგენს, დაახლოებით, 8,64 მლრდ ტაივანურ დოლარს (268 მლნ ამერიკული დოლარი), ხოლო ერთი წლის წინ — დაახლოებით 6,5 მლრდ დოლარი. სამწუხაროდ სხვა ფინანსურ ინფორმაციას კომპანია ჯერ არ აქვეყნებს. აღსანიშნავია, ასევე, ერთი საინტერესო ფაქტი: ორი წლის წინ ამ ფირმის არსებობის […]

Hewlett-Packard დარჩა მსოფლიოში უმსხვილეს PC-ის მწარმოებელ კომპანიად

მიმდინარე წლის, პირველი კვარტლის, პორტატული კომპიუტერების საბაზრო წილის სტატისტიკა. კომპანია iSuppli–მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზარზე პორტატული კომპიუტერების რაოდენობის, სტატისტიკა. სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოში, გაიყიდა 48,7 მლნ ნოუთბუქი და ნეტბუქი. ეს რაოდენობა 5,4%–ით ნაკლებია გასული წლის ბოლო ოთხი თვის მაჩვენებელთან შედარებით (51,5 მლნ ერთეული). პორტატული კომპიუტერების უმსხვილეს მწარმოებალად რჩება Hewlett-Packard, რომლის საბაზრო წილი […]

Apple–ს, Google–სა და Microsoft–ს ბრალი ედებათ პროდუქციის არაკანონიერ დაპატენტებაში

საინტერესოა რა პასუხს გასცემს NTP Incorporated–ის პრეტენზიებს Microsoft–ის პრეზიდენტი სტივ ბალმერი? ამერიკულმა ფირმამ NTP Incorporated–მა უჩივლა ექვს მსოფლიოში ცნობილ კომპანიას; NTP მათ უჩივის საკუთარი პროდუქციის უკანონო დაპატენტებაში. როგორც ცნობილია Apple, Google, HTC, LG, Microsoft და Motorola უკანონოდ იყენებენ, საკუთარ პროდუქციაში, უკაბელო ინტერნეტის გამოყენებით ელექტრნული წერილის მიღების ტექნოლოგიას. ლაპარაკია არა მხოლოდ პროგრამულ პროდუქტზე, არამედ აპარატულ ტექნოლოგიაზე. მოსარჩლე ითხოვს კომპენსაციის სახით თანხას და ლიცენზიის […]

100 ათასი “წვრილმანი” Android Market–ში

გრაფიკი მეტყველებს ყველაფერზე. AndroLib.com–ის მონაცემებით, Android Market–ში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 90 000 პროგრამა თუ თამაში Android პლადფორმისათვის და შესაძლებელია ამ თვის ბოლომდე ეს ციფრო გაიზარდოს ექვსნიშნა მაჩვენებლით. ერთი წლის წინ იყო სულ რაღაც 10 ათასი. წყარო androidguys.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი მსოფლიოში უდიდეს სოციალურ ქსელზე facebook–ზე

მინდა HI-TECH მომხმარებლებს შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მსოფლიოში უდიდეს სოციალურ ქსელზე facebook–ზე. მაშ ასე, დღეს facebook — ეს არის: — 400 მილიონი აქტიური მომხმარებელი; — 60 მილიონი ახალი სტატუსი ყოველ დღე; — 3 მლრდ ატვირთული ფოტომასალა ყოველ თვე; — მომხმარებელთა 50% ავტორიზაციას აკეთებს ყოველ დღე; — 55 წუთი — მომხმარებლის საიტზე ყოფნის საშუალო დრო; — მომხმარებელთა 70% […]