Nokia კარგავს პოზიციებს მობილური ტელეფონების ბაზარზე

კომპანია Nokia–მა გასული წლის მეოთხე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელა სამი თვის განმავლობაში €12,65 მლრდ მიიღო, რაც 2009 წლის უკანასკნელ მეოთხედთან შედარებით 6%–ით მეტია, თუმცა სუფთა მოგება 21%–ით შემცირდა — €948–დან €745 მლნ–მდე. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით Nokia–მ ბაზარზე 123,7–მლნ «ყურმილი» გაიტანა. ეს მაჩვენებელი, კვარტალური გამოთვლებით, 12%–ით მეტია, თუმცა წლიური გამოთვლებით 3%–ით […]

AMD დაუბრუნდა მოგებას

Intel-ის შემდეგ, მიკროპროცესორების წარმოების მოცულობით რიგით მეორე კომპანიმ, AMD-მ 2010 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებით დაასრულა. ოქტომბრიდან დეკემბრამდე AMD-მ $1,65 მლრდ გამოიმუშავა — იმდენივე რამდენიც ერთი წლის წინ. სუფთა მოგებამ $357 მლნ შეადგინა, ანუ 50 ცენტი აქციაზე. შედარებისთვის: 2010 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ $118 მლნ დაკარგა. ამასთან, 2009 წლის უკანასკნელ კვარტალში მოგება გაცილებით მეტი იყო — $1,18 მლრდ ($1,52 […]

HTC-მა სმარტფონების გაყიდვების მოცულობა გააორმაგა

კომუნიკატორების ტაივანურმა მწარმოებელმა, HTC-მა 2010 წლის მეოთხე მეოთხედის შემოსავლისა და სუფთა მოგების სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიამ 24,6 მლნ ფიჭური აპარატის რეალიზება მოახერხა. ეს მაჩვენებელი 111%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 11,7 მლნ ერთეული გაიყიდა. სმარტფონების მოთხოვნის ზრდის ფონზე, HTC-ის კვარტალური მოგება OS Google Android-ის პროდუქციიდან 160%-ით, ანუ $500 მლნ-მდე გაიზარდა. კოლოსალურად […]

შესაძლოა Lenovo და NEC გაერთიანდნენ

როგორც უამრავი ვებ-წყარო იტყობინება, ჩინურმა Lenovo-მ და იაპონური-მა NEC-მა შესაძლოა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. საუბარია კომპიუტერების ერთობლივ წარმოებაზე. სავარაუდოდ კომპანია Lenovo NEC-ის ქვეგანყოფილების, Personal Products-ის საკონტროლო პაკეტს შეიძენს. თუმცა, პარტნიორობის სხვა გზებიც არსებობს. PC-ბიზნესის გაერთიანება Lenovo-ს იაპონიასა და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის გატანის გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მისცემს. დღეისათვის, IDC-ის მონაცემებით, ჩინური ვენდორი კომპიუტერების წარმოების მოცულობით, მსოფლიო მაშტაბით, რიგით მეოთხე ადგილზეა […]

ჯანმრთელობის გაუარესების გამო სტივ ჯობსი დროებით ტოვებს საკუთარ პოსტს

კომპანია Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისევ ტოვებს საკუთარ პოსტს. შესაბამისი ინფორმაცია ახლახანს გამოაქვეყნა კომპანიის ოფიციალურმა საიტმა. «ჩემი თხოვნით, დირექტორთა საბჭომ შვებულების უფლება მომცა, რათა ყურადღება მივაქციო ჩემს ჯანმრთელობას, — ნათქვამია ჯობსის წერილში. — თუმცა მე ვაგრძელებ გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებას და მონაწილეობას მივიღებ კომპანიის ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში». ჯობსის სამედიცინო შვებულების მიზეზო […]

Intel-ის ფინანსური მაჩვენებელი რეკორდს ამყარებს

კორპორაცია Intel-მა გასული წლის უკანასკნელი მეოთხედის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა. «ინტელის» გენარალური დირექტორის, პოლ ოტელინის თქმით, 2010 წელი საუკეთესო პერიოდი იყო კომპანიის ისტორიაში. შემოსავალმა, სუფთა და ოპერაციულმა მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ კვარტალში Intel-ის შემოსავალმა $11,5 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 8%-ით მეტია. სუფთა მოგება 48%-ით გაიზარდა, $3,4 მლრდ-მდე (59 ცენტი ერთი ფასიანი […]

კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა ახალ რეკორდს ამყარებს

კომპანია IDC-იმ პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მეოთხე კვარტლისა და მთლიანი, 2010 წლის მდგომარეობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, წინა კვარტალში, დესკტოპების, ნოუთბუქების, ნეტბუქებისა და პლანშეტების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა — დაახლოებით 92,1 მლნ. ეს მაჩვენებელი 2,7%-ით მეტია 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით. მიწოდების მოცულობით Hewlett-Packard ლიდერობს — 18 მლნ რეალიზებული PC და ბაზრის 19,5%. ერთი წლით ადრე კომპანია […]

MySpace შტატების ნახევარს ანთავისუფლებს

კორპორაცია News აგრძელებს უბედური (Facebook-ის ფონზე, რა თქმა უნდა) სოციალური ქსელის MySpace-ის რეორგანიზაციას, რომლის ფინანსური მაჩვენებლები «იდეალურისგან» ძალიან შორს არის. News Corp-მა MySpace 2005 წელს შეიძინა: იმ დროისთვის პოპულარულ რესურსში რუპერტ მურდოკმა $580 მლნ გადაიხადა. დღეისათვის MySpace Facebook-თან შედარებით მხოლოდ ფერმკრთალი აჩრდილია: ცუკერბერგის სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა, თვიური გამოთვლებით, MySpace-ს ორ ნახევარჯერ აღემატება (60 მლნ 150 მლნ-ის წინააღმდეგ). […]

Microsoft: 60 დღეში 8 მლნ Kinect გაიყიდა

6 იანვარს, CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარი, ლას-ვეგასი. ნევადა, აშშ.) Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა ოფიციალურ გამოსვლაში განაცხადა, რომ Kinect-ის ბაზარზე გამოჩენიდან (2010 წლის ნოემბერი) სამოც დღეში კორპორაციამ, მთელს მსოფლიოში, 8 მლნ მოწყობილობის რეალიზება შეძლო. ბალმერმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის სულ 50 მლნ Xbox 360 არის გაყიდული, აქედან 30 მლნ (ყოველ ორ წამში ერთი ახალი […]

მობილურების მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების წილმა 20 პროცენტს მიაღწია

ანალიტიკოსებმა გასული წლის მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასეს. მათი გამოთვლებით, 2010 წელს, სულ 1,35-დან 1,45 მლრდ-მდე მობილური ტელეფონი გაიყიდა. ამათგან «ჭკვიანი ტელეფონების» წილი 270-280 მლნ ერთეულს შეადგენს, ანუ აპარატების ყოველ მეხუთე მყიდველი სმარტფონის მფლობელი გახდა. 2011 წელს, როგორც მოსალოდნელია, ტელეფონების ბაზრის მოცულობა 1,45–1,55 მლრდ-ს მიაღწევს, აქიდან კომუნიკატორების წილი 400 მლნ-ს გადააჭარბებს (25%). […]