სარბოლო ექშენის, Driver: San Francisco–ს რელიზი სექტემბერში შედგება

თამაში Driver: San Francisco მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Ubisoft. მაინცდამაინც ზუსტი თარიღი არ არის, მაგრამ მუდმივ გადატანას ჯობია: თავიდან პროექტის რელიზი 2010 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ გამოცხადდა, რომ თამაში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე გამოვიდოდა… როგორც იუწყებიან, სიახლე ერთდროულად ყველა პლატფორმაზე გამოვა, ესენია: PC, «მაკი», PS3, Xbox 360 და Wii. Ubisoft Reflections–ის მიერ დამუშავებული თამაში, […]

Nintendo–ს ახალი თაობის კონსოლები, შესაძლოა, ივნისში გამოჩნდეს

ვებ–წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nintendo–მ, შესაძლოა, E3 2011–ის (7–9 ივნისი, ლოს–ანჯელესი, ა.შ.შ) ჩვენებაზე ახალ სათამაშო კონსოლს წარმოადგენს, რომელიც Wii–ს ჩაანაცვლებს. როგორც ცნობილი გახდა, სიახლის მწარმოებლობა გაუტოლდება ან შესაძლოა გაასწოროს კიდევაც კონსოლ Xbox 360–სა და PlayStation 3–ს. გავრცელებული ჭორის თანახმად, მომავალ Nintendo-კონსოლს ექნება 1080р–ს (1920×1080 პიქსელი) მხარდაჭერა და მიიღებს HDMI–ს ციფრულ ინტერფეისს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლეს ექნება 3D–კონტენტის მხარდაჭერა. Nintendo–ს […]

Uncharted 3: Drake’s Deception-ის ბეტა ვერსია ზაფხულში გამოვა

Uncharted 3: Drake’s Deception–ის მულტიფლეერული ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა, იუწყბეა გამომცემლობა Sony Computer Entertainment. თამაშის დასრულებული ვერსია ა.შ.შ–სა და კანადაში 1 ნოემბერს, ხოლო ევროპაში 4 ნოემბერს გამოჩნდება. თუმცა, მანამდე ნებისმიერი მსურველი შეძლებს PSN ქსელიდან მისი ბეტა–ვერსიის გადმოწერას. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ვინც შეიძენს თამაშ InFamous 2–ს ან გახდება PSN Plus–ის ფასიანი წევრი სიახლეზე წვდომას 28 ივნისიდა მიიღებს, სხვა […]

ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზარი «მინუსშია».

Pokemon Black & White — მარტის ყველაზე პოპულარული თამაში. NPD Group–ის ანალიტიკოსებმა ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზრის მარტის მონაცემები გამოაქვეყნეს. გასულ თვეში, ა.შ.შ–ში, კონსოლებზე, შესაბამის აქსესუარებსა და თამაშებზე $1,47 მლრდ დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როც ბაზრის მოცულობა $1,53 მლრდ–ს შეადგენდა. თუ კომპიუტერულ თამაშებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ გაყიდვების მოცულობა $1,58–დან $1,53–მდე შემცირდა. მიუხედავად გაყიდვების საერთო მაჩვენებლის […]

Guitar Hero III: Legends of Rock — ყველაზე წარმატებული პროექტი ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი  გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში […]

PS3-ექშენის, inFamous 2–ის ბეტა–ვერსია აპრილში გამოვა

გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება. PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, […]

MotorStorm: Apocalypse-ის ევრორელიზი იაპონიაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო

16 მარტისთვის დაგეგმილი, MotorStorm: Apocalypse–ის ევრო და იაპონური ვერსიის რელიზი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა განაცხადა, რომ პროექტის რელიზის გადადების მიზეზი თამაშის სიუჟეტისა და იაპონიაში, მძლავრი მიწისძვრისგან გამოწვეული ტრაგედიის მსგავსება გახდა. «მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში თამაში უკვე ხელმისაწვდომია, ჩვენ ვწყვეტთ პროდუქტის შემდგომ მიწოდებას, ხოლო ყველა სარეკლამო მასალა განადგურდება», — იუწყება გამომცემლობა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტიდან, თამაში […]

შუთერი Homefront დასაბეჭდად გაიგზავნა

პირველი სახის შუთერის Homefront–ის დაგეგმილ დროზე გამოსვლას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლის: «თამაში დასაბეჭდად გაიგზავნა», — იუწყება გამომცემლობა THQ. «Homefront ჩვენი ყველაზე წარმატებული პროექტი უნდა გახდეს, რადგან Kaos–ის დეველოპერებმა სამი წელიწადი დახარჯეს იმისთვის, რომ დაძაბული ერთმომხმრებლიანი კამპანია და მულტიფლეიერი რეჟიმი შეექმნათ», — აცხადებს გამომცემლობა. პროექტი PS3–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა (გადატანაზე Digital Extremes–მა იზრუნა) და OnLive–ის სერვისისთვის გამოვა. 15–ში Homefront ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, 17–ში — ავსტრალიაში, […]

ვირტუალურ სამყაროში ნამდვილი მანქანით

ავსტრალიაში ნამდვილი ავტომობილი და 3D–გრაფიკა შეუხამეს ერთმანეთს ისე, რომ მომხმარებელს ქალაქში ან ავტოსტრადაზე მოძრაობის ილუზია ექმნება. რატომ? ეხლავე გავიგებთ. ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG Systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალირ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა. სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევენ. სურათი […]

Paradox Interactive-მა, ახალი სტრატეგია, Sengoku დააანონსა

შვედურმა კომპანია Paradox Interactive–მა წარმოადგინა ახალი, გლობალურ–ისტორიული სტრატეგია — Sengoku. პროექტის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია იაპონურ, სენგოკუს პერიოდთან, რომელიც XV–დან XVII–მდე გრძელდებოდა და ცნობილია როგორც «მეომარი სამეფოების პერიოდი». იმ დროისათვის იაპონია ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, დაყოფილი იყო მრავალ პროვინციად, რომლებსაც «უფრო ძლიერი» სამურაები მართავდნენ. მოთამაშე სათავეში ჩაუდგება ერთ–ერთ ასეთ კლანს. თუმცა თამაში ასე არ იწყება. თავიდან უნდა მოვიპოვოთ ლიდერობა, ხოლო შემდეგ გამოუცხადოთ ომი […]