Sony-მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინა

E3–ის ჩვენებაზე, კომპანია Sony-მ NGP–ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მოწყობილობის შესაძლებლობები და მონაცემები საკმაოდ მძლავრი და საინტერესოა. მოკლედ, მოდით ერთად ვნახოთ თუ რა შეუძლია Sony NGP–ს: ცენრტალური პროცესორი: ARM Cortex-A9–ის 4 ბირთვიანი პროცესორი გრაფიკული პროცესორი: SGX543MP4+, OpenGL 2.0–ის მხარდაჭერით დისპლეი: 5–დიუმიანი მულტითაჩ OLED-დისპლეი, 960 × 544, TrueColor ზომები: დაახლოებით 182 x 83,55 x 18,6 მმ ღილაკები/გადამრთველები: ღილაკი PS, ჩამრთველ–გამომრთველი ღილაკი, […]
Might & Magic: Heroes VI-ის ბეტა–რელიზი ივნისის ბოლოს შედგება

Might & Magic: Heroes VI–ის ღია ბეტა ტესტირება 28 ივნისს დაიწყება, გვპირდება ფრანგული გამომცემლობა Ubisoft. სტრატეგიით გართობას, სხვებზე ადრე, ისინი შეძლებენ, რომლებიც თამაშის წინასწარ შეკვეთას მისცემენ. რა თქმა უნდა, «ბეტაზე» წვდომას სხვებიც აიცულებლად მიიღებენ, მაგრამ აი როდის? — უცნობია. თქვენ მოგიწევთ სამი ერთმომხმარებლიანი მისიის, ქსელური ბრძოლების ერთი რუკისა და რამდენიმე გმირის დატესტვა. სრულფასოვანი რელიზი 8 სექტემბერს შედგება […]
Uncharted 3: Drake’s Deception-ის ღია ბეტა–ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება

Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა. გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება. ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის […]
ხვალ Hunted: The Demon’s Forge–ის რელიზი შედგება

ხვალ, 31 მაისს, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება როლური თამაში Hunted: The Demon’s Forge. ევროპული პრემიერა 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი. პროექტი, რომელიც სტუდია inXile–ში შეიქმნა, PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. შეგახსენებთმ, რომ inXile დაარსებულია ბრაიან ფარგოს მიერ, რომელიც ადრე Interplay–ში მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის ისეთი კლასიკები, როგორებიც არის Fallout, თუ Bard’s Tale. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ახალი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას […]
Electronic Arts-მა ორი Facebook-თამაში დააანონსა

სოციალურ ქსელ Facebook–ში «სიმპსონები» გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. ცნობილი გახდა, რომ EA ამ ქსელისთვის ერთდროულად ორ თამაშს შექმნის. პირველ პროექტს სამშენებლო სიმულატორი SimCity წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ფლეშ–თამაში, რომელიც მულტ–სერიალის, The Simpsons–ის მოტივებზე არის შექმნილი; გავბედავ გაუწყოთ, რომ ორივე თამაში, სტუდია Playfish–ში იქმნება, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ЕА–ს საკუთრება გახდა. აი რა არის ცნობილი პირველ […]
Gaijin Entertainment ავია–სიმულატორზე, Birds of Steel–ზე მუშაობს

რუსული სტუდია, Gaijin Entertainment კონსოლურ ავია–სიმულატორს, Birds of Steel–ს ამუშავებს. ცნობილი გახდა, რომ Gaijin–მა და Konami–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის PS3 და Xbox 360 ვერსიების შექმნის შესახებ. რელიზი 2012 წლის პირველ კვარტალში შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სითბური ჭურვები, მახის სიჩქარე (1225 კმ/სთ), დახვეწილი აეროდინამიკა და მსგავსი «კომფორტი» არ ექნება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშე ნამდვილად არ მოიწყენს. მოკლედ, თამაში «ყველაზე ცნობილ და სასტიკ საჰაერო […]
Hellgate-ის დახურული ბეტა–ტესტირება ივნისში დაიწყება

მიმდინარე წლის დასრულებამდე, შესაძლოა, ონლაინ RPG თამაშის, Hellgate–ის «ტრიუმფალური დაბრუნება» ვიხილოთ. პროექტის ორიგინალი, Hellgate: London, შეგახსენებთ Flagship Studios–ის და Namco Bandai–ს პროდუქტს წარმოადგენს, რომლის რელიზი 2007 წლის 31 ოქტომბერს შედგა. თუმცა თამაში არ აღმოჩნდა მომგებიანი, როს გამოც 2009 წლის იანვარში ყველა სათამაშო სერვერი გაითიშა. საწყის ეტაპზე მოსალოდნელია თამაშის დახურული ბეტა–ტესტირება, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაეწეროს და 3–დან 5 ივნისამდე […]
ცნობილია Dungeons & Dragons: Daggerdale–ის რელიზის ზუსტი თარიღი

სტუდია Bedlam Games–მა დაასრულა RPG თამაშის, Dungeons & Dragons: Daggerdale–ის ყველა ვერსიაზე მუშაობა, იუწყება გამომცემლობა Atari. PC-სა და Xbox 360–ზე თამაში ხვალ, 25 მაისს გამოჩნდება, ხოლო PS3–ზე — 31 მაისს. მოქმედება Forgotten Realms–ის გამოგონილ ქალაქში ვითარდება, რომელიც Dungeons & Dragons–ის წესების შესაბამისად არის შექმნილი. მოკლედ, არც ეცადოთ მოდუნებას ან ტაქტიკურ ბრძოლას: ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივია ექშენ–RPG, სადაც საჭიროა რაც შეიძლება რითმულად და სწრაფად […]
Dungeon Siege III-ის დემო ვერსია შემდეგ კვირას გამოვა

როლური თამაშის, Dungeon Siege III–ის მწარმოებლები იუწყებიან, რომ პროექტის გაცნობას მის რელიზამდე შევძლებთ. გასაგებია, რომ საუბარია მის დემოვერსიაზე. Obsidian Entertainment დემოს გამოშვებას ყველა პლატფორმაზე აპირებს, თუმცა არა ერთდროულად. გამომცემოლობა Square Enix–ში აცხადებენ, რომ კონსოლ Xbox 360–ის მფლობელები დემოვერსიის ჩამოტვირთვას 31 მაისიდან შეძლებენ, ხოლო PS3–სა და PC-ის — 7 ივნისიდან. რაც შეეხება თამაშის სრული ვერსიის რელიზს: 17 ივნისი — ევროპა, 21 — ა.შ.შ და […]
«აკელა» Trainz Simulator 12–ს გამოუშვებს

ძალაინ საინტერესო თამაში იმათთვის, ვინც დაინტერესებულია სარკინიგზო ქსელის მუშაობის პრინციპით: «აკელამ» Trainz Simulator 12 დააანონსა. პროექტის ლოკალიზაცია, რომლის დამუშავებაზე ავსტრალიური სტუდია Auran ზრუნავს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება დასავლურ რელიზს, მასზე პასუხს N3V Games აგებს. ალბათ, თამაშის სახელწოდებიდანაც მიხვდებით, რომ ჩვენ მოგვიწევს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია: ლოკომოტივები, ათასობით სარკინიგზო ობიექტი და შენობა–ნაგებობები, რეალურად არსებული […]
