15 წლის განმავლობაში, პირველად, IBM–ის კაპიტალიზაციამ Microsoft–ს გაასწრო

IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო). გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო. გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა. ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის […]
Windows 8

Windows 8–ის, სხვადასხვა ტიპის, ექსპერიმენტალური ინტერფეისი. ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორი იქნება Microsoft–ის ახალი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ OS-ზე ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, სხვადასხვა ინტერნეტ–რესურსებიდან თავი მოვუყარე რამდენიმე დეტალს, რომელიც Windows 8-ს ეხება. მოკლედ: ვებ–წყაროებმა, უკვე, დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება დამუშავების პროცესში მყოფ ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობებზე. როგორც იუწყებიან, Windows 8–ში ინტეგრირებული იქნება დოკუმენტების PDF […]
Microsoft, როგორც ჩანს, Nokia–ს შეიძენს

Nokia–ს ხელმძღვანელი, სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Microsoft–ის ფოტო). თუ ანალიტიკოს ელდარ მურტაზინის განცხადებას ვენდობით, Nokia და Microsoft, ერთ კვირაში, ბიზნესის ნაწილობრივ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ბატონი მურტაზინი იუწყება, რომ საუბარია «მაიკროსოფტის» მიერ Nokia–ს ტელეფონების ქვეგანყოფილების შეძენაზე. «ჯერჯერობით ამ მოლაპარაკების რეზულტატები საჯარო არ იქნება, თუმცა შეთანხმება, შესაძლოა, 2011 წლის ბოლომდე დაიხუროს: ორივე კომპანია ძალიან […]
Microsoft — «ბრძოლას გადარჩენისათვის»

Microsoft ისევ აგრძელებს «ბრძოლას გადარჩენისათვის» და ამჯერად ის აპირებს კომპანია Google–ის შევიწროებას ჩინეთის საძიებო სისტემის ბაზარზე. ჩინეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია (Google Translate), რომ Microsoft ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემა Baidu–სთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც Bing–ის სარეკლამო პარტნიორი გახდება, ხოლო თავად Bing ჩინელი მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების ინგლისურ ენაზე გაცემას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft–მა Research in Motion–თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად Bing Blackberry–ის სმარტფონებში […]
Pioneer WWS-DT101: 52-დიუმიანი სენსორული მედიამაგიდა

კომპანია Pioneer-მა წარმოადგინა მულტიმედიური კომპიუტერული მაგიდის Microsoft Surface-ის საკუთარი ვერსია. სიახლემ მიიღო WWS-DT101-ის ჩვენება, მისი დიაგონალი არის 52 დიუმი და აქვს Full HD (1920×1080 პიქსელი) გარჩევადობა. ასევე აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა: მაგიდას შეუძლია ამოიცნოს ერთდროულად 10 წერტილის შეხება, რაც საშუალებას იძლევა, სენსორულ ზედაპირზე ერთდროულად ისარგებლოს რამოდენიმე მომხმარებელმა. WWS-DT101-ის ბაზაში დევს Intel Core i7 პროცესორის კომპიუტერი, 64-ბიტი Windows 7 ოპერაციული სისტემის და დამატებით დაპატენტებული პროგრამული […]
Microsoft-მა Skype გადაყლაპა :-)

კომპანია მაიკროსოფტმა შეიძინა კომპანია Skype 8,5 მილიარდ დოლარად. ყველაზე დიდი გარიგებაა ბილ გეითსის კომპანიის 36-წლიან ისტორიაში. ამ თანხასთან მიმართებაში Skype-ის დავალიენება (544 $ მილიონი დოლარი) თითქმის უმნიშვნელოა. ჭორების თუ დავუჯერებთ, სხვა და სხვა პრეტენდენტები Cisco, Facebook, Google იგივე გარიგებაში თითქმის ორჯერ ნაკლებ თანხას იხდიდნენ. რაში იხდის მაიკროსოფტი ამხელა თანხას? 170 მილიონ ჩვენნაის მომხმარებელში, რომლებიც ერთხელ […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]
Dell: სათამაშო ნოუთბუქი Alienware M14x

კომპანია Dell-მა წარმოადგინა პორტატული კომპიუტერი Alienware M14x. სათამაშო ნოუთბუქს გააჩნია Intel-ის Core i7-ის სერიის პროცესორი, მოდელი 2820QM ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; შესაძლებელია მყარი დისკის დაყენება მოცულობით 750 გბ-მდე. 14-დიუმიან დისპლეის აქვს 1366×768 ან 1600×900 პიქსელი გარჩევადობა მოდიფიკაციის შესაბამისად. ვიდეოსისტემა ბაზირდება GeForce GT 555M-ის დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებელბზე 1,5 ან 3 გბ მეხსიერებით. გათვალისწინებულია D-Sub, […]
Toshiba-მ წარმოადგინა ინოვაციური ნოუთბუქი 3D-კონტენტის მხარდაჭერით

ივლისის მიწურულს, კორპორაცია Toshiba იწყებს პორტატული კომპიუტერის Dynabook Qosmio T851/D8CR-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. სიახლე გახდა მსოფლიოში პირველი ნოუთბუქი, რომელზეც შესაძლებელია 3D-გამოსახულების ყურება სპეციალური სათვალეების გარეშე 2D-სურათთან ერთად ( სხვადასხვა ფანჯარაში). ლეპტოპის სხვა განსაკუთრებულობა — ჩაშენებული მიკროპროცესორი SpursEngine, რომელიც არის ოთხ ბირთვიან Synergistic Processing Element-ის (SPE) ბაზაზე . ეს ჩიპი უზრუნველყოფს რეალურ დროში ორგანზომილებიანი გამოსახულების გარდაქმნას […]
