Samsung: TV-პანელი «ულტრამაღალი გარჩევადობით»

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა, შემდეგი თაობის TV-პანელი, რომელიც აღჭურვილია «ულტრამაღალი გარჩევადობის მოწყობილობით» (Ultra Definition). სიახლეს, აქვს 70-დიუმიანი დიაგონალი წერტილოვანი გარჩევადობით 3840×2160, რომელიც ბევრად აღემატება თანამედროვე Full HD ფორმატის ტელევიზორებს და მონიტორებს ( 1920×1080 წერტილი). TV-პანელი შესრულებულია OS-TFT ტექნოლოგიით (Oxide Semiconductor TFT ). ეკრანის განახლების სიხშირე შეადგენს 240 ჰც-ს. პანელს შეუძლია მოცულობითი გამოსახულების ჩვენება, რისთვისაც საჭირაო სპეციალური სათვალის გამოყენება. სიახლის, […]

Samsung ამზადებს ფლაგმანურ «გუგლფონს» Stealth V

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია კომპანია Samsung-ის ფლაგმანურ კომუნიკატორზე Stealth V-ზე (SCH-i510). სმარტფონი მიიღებს დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi (IEEE 802.11n)-ს და DLNA ტექნოლოგიის მხარდაჭერას. დაუდასტურებელი მონაცემებით, აპარატს ექნება პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2-გცჰ, ასევე აღსანიშნავია, რომ სმარტფონს შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს დამუშავება (1080p-მდე). პროგრამულ პლატფორმად არჩეულია Google Android-ის 2.2 ან 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემა. […]

Google Nexus S!

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია ახალ Android სმარტფონზე, რომელიც გაიყიდება Google-ის სავაჭრო მარკით. როგორც მოსალოდნელი იყო სიახლის მწარმოებელი კომპანია იქნება Samsung, ხოლო ახალი ”რობოტის” სახელი – «Nexus S». გამოყენებულია engadget-ის მასალები.

Samsung Continuum: ფლაგმანური Android-სმარტფონი ორი ეკრანით

კომპანია Samsung-მა დააანონსა გუგლფონი SCH-I440 Continuum, რომლის შესახებაც ინფორმაცია გამოჩნდა ოქტომბრის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ სიახლეს გააჩნია ორი სენსორული დისპლეი, რომლებიც შესრულებულია Super AMOLED ტექნილოგიით; ზედა მატრიცის წერტილოვანი გარჩევადობა შეადგენს 480×800, ხოლო ქვედა –– 400×96. ეკრანების დიაგონალი –– 3,4 და 1,8 დიუმი შესაბამისად. დამატებითი დისპლეი განკუთვნილია დროის, საათის, ამინდის და ასევე სოციალურ სერვისებში (Facebook, Twitter და ა.შ.) განახლებების […]

Samsung Orion ორ ბირთვიანი ARM Cortex-A9 ჩიპი

ჩვენთვის უცნობია დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციები მაგრამ უკვე ცნობილია რომ მასში არის ორ ბირთვიანი 1 გჰც ARM Cortex-A9 CPU და ოთხ ბირთვიანი  Mail 400 გრაფიკული პროცესორი. ასევე ცნობილია რომ აღნიშნული ჩიპი შესაძლოა შემდეგი თაობის Galaxy TAB-ისა და მომავალი ფლაგმანური სმარტფონის საფუძველი გახდეს.

Samsung ამზადებს ახალ Super AMOLED-ეკრანს პლანშეტებისთვის

FPD International 2010-ის გამოფენაზე, რომლიც ჩატარდება იაპონიაში 10-დან 12 ნოემბრამდე, კომპანია Samsung წარმოადგენს ახალ სენსორულ დისპლეის პლანშეტური კომპიუტერებისთვის. საუბარია 7 დიუმიანი დიგოანლის მატრიცაზე, წერტილოვანი გარჩევადობით 1200×600, რომლეიც შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით. Samsung აპირებს ესეთი დისპლეების გამოყენებას 2011 წლის მეორე ნახევრიდან. სავარაუდოდ, Galaxy Tab მოდელის მემკვიდრე მიიღებს Super AMOLED-ეკრანს. ხოლო ეხლა პლანშეტური კომპიუტერები აღჭურვილია Super TFT მატრიცებით, […]

Apple სმარტფონებისა და მობილურების უმსხვილეს მწარმოებლებს შორის რიგით მეოთხეა

სტივ ჯობსი WWDC-ის კონფერენციაზე. კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლში, მობილურების მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების სტატისტიკა. ივლისიდან სექტემბრამდე მწარმოებლებმა მოახერხეს 340,5 მლნ ტელეფონისა და სმარტფონის რეალიზება. ეს მაჩვენებელი 14,6%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა 297,1 მლნ ერთეულს. ფინური ვენდორი Nokia მობილური აპარატების უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. კომპანიამ გაყიდვების რაოდენობა 1,8%-ით, 32,4%-მდე გაზარდა […]

Google-ს, HTC-ს, Motorola-სა და Samsung-ს ბრალი ედებათ პატენტის დარღვევაში

კომპანია Gemalto-ს სათავო ოფისი. კომპანია Gemalto-მ, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში (ჰოლანდია) მდებარეობს, Google-ის, HTC-ის, Motorola-სა და Samsung-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კომპანია ამტკიცებს, რომ მოპასუხეები არაკანონიერად იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც JavaCard-თან არის დაკავშირებული და რომელიც შეზღუდული აპარატული რესურსების მქონე მოწყობილობებში მცირე Java-პროგრამების დაყენებისა და გაშვების საშუალებას იძლევა. საბედნიეროდ JavaCard სიმ-ბარათებში ფართოდ გამოიყენება. Gemalto-ის აზრით, დაპატენტებული ტექნოლოგია გამოიყენება როგორც OS Android-ში, ასევე მის ბაზაზე […]

სმარტფონი Samsung Galaxy S2 გამოვა 2011 წელს

კომუნიკატორ Galaxy S2-ს ექნება პროცესორი ტაქატური სიხშირით 2 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ასევე ფლეშ-მოდული 4 და 32 გბ. Galaxy S2-ის სენსორული დისპლეის დიაგონალი არის 4,3 დიუმი, ხოლო მისი გაფართოვება შეადგენს 1280×720 პიქსელს. ჭორების მიხედვით, სმარტფონი მიიღებს 8-მეგაპიქსელიან კამერას Full HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (802.11b/g/n) კონტროლერებს, GPS მიმღებს, გიროსკოპს, აქსელერატორს, microSD-სლოტს […]

Android 3.0: პლანშეტების ნიმუშები დეკემბრიდან გამოჩნდება

არის ხმები იმის შესახებ, რომ Samsung  Galaxy Tab, Android 3.0-ით გამოვა . პირველი პლანშეტური კომპიუტერების საინჟინრო ნიმუშები, რომლებიც არის Google Android-ის მესამე ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, გამოჩნდება მიმდინარე წლის დეკემბერში. აქამდე არსებული ინფორმაციით Android 3.0-ს უნდა მიეღო გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და გაფართოვებული ფუნქციონალი. პლატფორმასთან სამუშაოდ საჭირო იქნება აპარატული უზრუნველყოფა მინიმუმ 512 მბ RAM-ით , გიგაჰერცული პროცესორით […]