ჯეიმს კამერონი მუშაობს Mars Rover-ის ახალ 3D ვიდეო კამერაზე

ოსკაროსანი რეჟისორი, ჯეიმს კამერონი ეხმარება NASA-ს ახალი მაღალი-გარჩევადობსი 3D კამერის შექმნაში მათი ახალი მარსის მკვლევარისთვის, რომელიც 2011 წელს გაფრინდება. “ავატარის” და სხვა სამეც-ფანტასტიკის რეჟისორი თვლის რომ საზოგადოება უკეთესად შეიმეცნებს მისიას თუ გამოყენებული იქნება 3D გადაღების შესაძლებლობები. ბიუჯეტის გადაჭარბება გახდა საჭირო იმისათვის რომ უკვე გამზადებული როვერისათვის დაემონტაჟებინათ 3D კამერა, რომელიც არის 34 მილიმეტრიანი ფიქსირებული ფოკუსური მანძილით. […]

მწეველობა გენეტიკურია

ერთდროულად სამმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოწევის დანებების სირთულე გამოწვეულია გენებით. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა, შეისწავლეს 74 053 ადამიანის ფენოტიპი, აღმოაჩინეს მეთხუთმეტე ქრომოსომაში სამი ნაწილი, ყოველდღიურად მიღებული სიგარეტის რაოდენობის შესაბამისად.  ისინი იმყოფებიან დნმ-ის იმ რაიონში, რომელიც მოიცავს გენის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ნიკოტინის დამოკიდებილებასა და ფილტვების კიბოზე. მეორე გამოკვლევამაც, რომელიც ტარდებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ზუსტად […]

განხორციელდა უპილოტო სამხედრო შატლის გაფრენა

ფლორიდაში (აშშ) განხორციელდა უპილოტო სამხედრო შატლის X-37B პირველი გაფრენა, რომელიც განკუთვნილია საიდუმლო სამხედრო დავალებების შესასრულებლად. ავტომატურმა საფრენმა აპარატმა სტარტი აიღო კანავერალის კონცხიდან რაკეტა «ატლას-5»-ზე წუხელ ადგილობრივი დროით 19:52-ზე. გაფრენა წარმატებით განხორციელდა. მინიატურული შატლის სიგრძეა 8,9 მ, ფრთების სიგანე — 4,5 მ. კოსმოსური აპარატი რამდენჯერმე დაიხვეწა დამუშავების რამდენიმე წლის განმავლობაში. ამერიკელმა სამხედროებმა შემოგვთავაზეს ბუნდოვანი ახსნა შატლის სამხედრო გამოყენების შესახებ: […]

აღმოჩენილია ეგზოპლანეტა, რომელიც მეთანს არ გამოყოფს

დაკვირვებამ ეგზოპლანეტა GJ 436b-ზე კოსმოსური ტელესკოპის «სპიცერის»დახმარებით, ამერიკელ ასტრონომებს საშუალება მისცა შეეფასებინათ მისი ატმოსფეროს შემადგენლობა, როგორც აღმოჩნდა აპარატი არ ჩამორჩება თანამედროვე მოდელებს (საუბარია სპიცერზე). GJ 436b დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 33 სინათლის წლით და იმყოფება ლომის თანავარსკვლავედში. ეგზოპლანეტის დიამეტრი უტოლდება ნეპტუნის დიამეტრს, ხოლო მასით ოდნავ აღემატება მას. იგი ბრუნავს პატარა რადიუსის ორბიტაზე და ერთი სრულ ბრუნვას წითელი ჯუჯა Gliese 436-ის […]

NASA-ს სუპერკომპიუტერი Pleiades ხელმისაწვდომი გახდება მეცნიერებისთვის

ორშაბათს, 19 აპრილს NASA წარადგენს განცხადებას ახალ სუპერკომპიუტერზე, რომლებიც დაეხმარება მეცნიერებს დედამიწაზე მიმდინარე დიდი მაშტაბის ინფორმაციის ანალიზსა და მოდელირებაში. NASA Earth Exchange (ან NEX) სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომს გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლურ კომპიუტერს — სისტემით Pleiades. სუპერკომპიუტერი, რომელიც დამონტაჟებულია ნასას კვლევით ცენტრ ეიმსში (Ames), გააჩნია 544 ტერაფლოპი (ტერაფლოპი — ტრილიონი ოპერაცია წამში) სიჩქარე. მიმდინარე რეიტინგში Тор500 სისტემა […]

მზის ენერგიაზე მომუშავე აეროპლანმა შეასრულა პირველი გაფრენა

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse-მა შეასრულა თავისი პირველი გაფრენა. აპარატი, რომელმაც უნდა შეძლოს დედამიწის გარშემო ფრენა, მიწიდან აფრინდა წარმოუდგენლად დაბალი სიჩქარით (მხოლოდ 45 კმ/სთ) და ნახევარი კილომეტრის სიმაღლეზე იფრინა 90 წუთი. «ზეცას აქამდე არ უნახავს ასეთი ტიპის აეროპლანი — განიერი, მსუბუქი და ენერგოეფექტური», — დაიტრაბახა პროექტის ხელმძღვანელმა ბერტრან პიკარდმა (bertrand piccard). საცდელი გაფრენები მიმდინარეობდა ჯერკიდევ […]

Siemens აპირებს უმსხვილესი ქარის ელექტროსადგურის აშენებას დიდბრიტანეთში

გერმანული ინდუსტრიული გიგანტი Siemens აბანდებს 80 მლნ ევროს დიდიბრიტანეთის სანაპიროებზე ახალი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. კომპანია ეძებს შესაფერის ადგილს აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. იანვარში ბრიტანეთის მთავრობამ გასცა რამდენიმე ლიცენზია ელექტროსადგურების მაშტაბურად გაფართოებზე. ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ 2020 წლისთვის პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის 25%-ით მომარაგებას. ახალ ელექტროსადგურში დასაქმდება 700 ადამიანი დღესდღეობით დიდიბრიტანეთი არის მსოფლიო ლიდერი ზღვის ქარის […]

დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა დაიწყო მუშაობა 7 ტერავოლტზე

30 მარტს, 10 საათზე თბილისის დროით დიდ ადრონულ კოლაიდერში პირველად დაიწყეს ექსპერიმენტები პროტონების ჭავლებთან რომელთა სამუშაო ენერგია შეჯახებისას 7 ტერავოლტს შეადგენს (ჭავლზე 3.5 ტევ.) ასეთი ენერგიით პროტონების შეჯახებამ შეიძლება დაამტკიცოს ჰიგსის ბოზონის არსებობა. ამ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნას ბოლო დროის სამეცნიერო შრომების უმრავლესობა, რაც თავისთავად ძანლაინ მშნივნელოვანია ფიზიკის მომავალი განვითარებისათვის. პირდაპირ ეთერში […]

მფრინავი სასტუმრო Aircruise

ცოტა ხნის წინ ლონდონის დიზაინის ბიურომ Seymourpowell–მა წარმოადგინა კონცეფცია გიგანტური და ვერტიკალური მფრინავი ხომალდის, რომელსაც შეუძლია კრეისერის სიჩქარით გადაადგილება  (100–150 კმ/სთ).ასეთი აღჭურვილობით ლონდონიდან ნიუ–იორკამდე მგზავრობას 37 საათი ჭირდება,ლოს ანჟელესიდან შანხაიმდე 90. ენერგიის მიმწოდებელი არის წყლის საწვავი ელემენტები, რაც გამორიცხავს ნახშიროჟანგის გადმოფრქვევას ატმოსფეროში სისტემის მუშაობის პროცესში და ასევე უზრუნველყოფს სასტუმროს მცირე რაოდენობის სასმელი წყლით. დამატებით ენერგიას […]