E3 2011: Darksiders II Wii U-ზე გამოვა

ექშენ–პროექტი, Darksiders II Nintendo–ს უახლეს კონსოლზე, Wii U–ზე გამოვა, იუწყება გამომცემლობა THQ. თამაში, რომელიც სტუდია Vigil Games–ში იქმნება, მზის შუქს 2012 წელს იხილავს; U-რელიზი PS3, Xbox 360 და PC ვერსიების გამოსვლასთან ერთად შედგება. რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მოქმედება Darksiders–ის ორიგინალის ისტორიის პარალელურად ვითარდება. პირველ ნაწილში ჩვენ ვიყავით აპოკალიფსის მხედარი, ომი. მეორე ნაწილში მოგვიწევს სიკვდილის როლოს მორგება. მოკლედ, ჩვენს გმირს მოუწევს ჭეშმარიტი დამნაშავის […]

E3 2011: Ubisoft-მა The Adventures of TinTin: The Game დააანონსა

ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა კარგი და ცუდი ინფორმაცია გვაუწყა. მოდი ცუდით დავიწყოთ. Beyond Good & Evil 2 (BG&E2) არსებულ პლატფორმაზე არასდროს არ გამოვა. სულ გვიმტკიცებდნენ, რომ თამაში ეს ესაა გამოვა, თუმცა საბოლოოდ ყველა ინფორმაცია PR-სიცრუე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიშელ ანსელი ახალ პლატფორმას ელოდება, ანუ BG&E2–ს შეიძლება რამდენიმე წლით დავემშვიდობოთ. «ჩვენი მთავარი პრიორიტეტი — არკადა Rayman Origins–ის შექმნა, — განაცხადა ანსელმა. […]

E3 2011: Insomniac მუშაობს კოოპერატიულ შუთერზე, OverStrike–ზე

სტუდია Insomniac Games–მა წარმოადგინა თავისი ახალი პროექტი — ექშენი OverStrike. გასულ კვირას დეველოპერები აცხადებდნენ, რომ მუშავდება სრულიად ახალი თამაში, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს უკვე გამოსულ პროექტებთა. გუშინ ჩვენ გავიგეთ, რომ OverStrike — ეს არის ოთხ მოთამაშეზე გათვლილი კოოპერატიული შუთერი. პროექტი წარმოადგენს ახლო მომავალს, სადაც რომელიღაც საიდუმლო ორგაიზაცია, გადატრიალებითა და კანონის დაუმორჩილებლობით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს. მოთამაშეს მოუწევს ერთ–ერთი […]

E3 2011: Mass Effect 3 2012 წლის 6 მარტს გამოვა

როლური ექშენი, Mass Effect 3, რომელიც სტუდია BioWare–ში იქმნება, 2012 წლის 6 მარტს გამოვა. რა თქმა უნდა სასიამოვნოა გამოსვლის ზუსტი თარიღის ცოდნა, მაგრამ მთავარი სიახლე სულ სხვაა: BioWare–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი მუზიკამ (Ray Muzyka) განაცხადა, რომ კონსოლ Xbox 360–სთვის გამოსულ ვერსიას Kinect–ის მხარდაჭერა ექნება. არაფერი არ გეჩვენებათ, საუბარია მოწყობილობაზე რომელიც აანალიზებს თქვენს სხეულს, იმეორებს თქვენს მოძრაობას და ამ ყველაფერს გამოსახავს ეკრანზე. […]

Armored Core V–ის დასავლური რელიზი 2012 წელს შედგება

ექშენ–თამაში, უზარმაზარი საბრძოლო რობოტების მონაწილეობით, Armored Core V იაპონიაში 20 ოქტომბერს გამოვა. პროექტი, PS3–სა და Xbox 360–სთვის, სტუდია From Software–ში (ტოკიო) მუშავდება. იაპონიაში მის გამოსვლაზე თავად From იზრუნებს, ხოლო დასავლურ რელიზზე პასუხს Namco Bandai აგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ამ წელს ვერაფრით გაგვახარებს: «ლოკალიზაცია იმაზე მეტ დროს მოითხოვს, რამდენიც გვსურს, ამიტომ სხვა დანარჩენ რეგიონს 2012 წლამდე მოუწევს ლოდინი», — […]

Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება 7 ივნისს გამოვა

ჩვენი მთავარი მტერი Resurrection-ში. Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება, Resurrection, მომავალ კვირას გამოვა. მრავალჯერ  გადადებული რელიზი (ჯერ კიდევ 2010 წლიდან) 7 ივნისს Xbox Live-ის კონსოლურ ქსელში, ხოლო 8 ივნისს PSN-ში შედგება. სტუდია MercurySteam და Kojima Productions «დამუშავების დროს წარმოქმნილი ხარვეზების» გამოსწორებისთვის $10-ს ითხოვენ. პროექტის გამოსვლაზე გამომცემლობა Konami ზრუნავს. ექშენის ორიგინალი ვამპირების აურაცხელ ლაშქარზე, დემონებეზე და მსგავს ურჩხულებზე მოგვითხრობს, რომელთა დამარცხება და განადგურება ჩვენი […]

Tomb Raider-ის სრულიად ახალი ნაწილი 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა Square Enix, 2012 წლის შემოდგომისთვის, სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider–ის გამოშვებას გეგმავს. ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დეველოპერებმა სტუდია Crystal Dynamics–ს ანდეს, რომელიც თამაშს PC–სთვის, PS3–სთვის და Xbox 360–სთვის დაამუშავებენ. «ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ ლარას, უნიკალური ბიოგრაფიით!» — პირობას დებს Crystal–ის ხელმძღვანელი, დარელ გალაჰერი (Darrell Gallagher). სწავლის დამთავრებისთანავე, 21 წლის ლარა იაპონიის სანაპიროს ერთ–ერთი კუნძულისკენ მიემართება, სადაც ის დაკარგული რელიქვიებისა და არტეფაქტების ძიებას გეგმავს. […]

ცნობილია Dungeons & Dragons: Daggerdale–ის რელიზის ზუსტი თარიღი

სტუდია Bedlam Games–მა დაასრულა RPG თამაშის, Dungeons & Dragons: Daggerdale–ის ყველა ვერსიაზე მუშაობა, იუწყება გამომცემლობა Atari. PC-სა და Xbox 360–ზე თამაში ხვალ, 25 მაისს გამოჩნდება, ხოლო PS3–ზე — 31 მაისს. მოქმედება Forgotten Realms–ის გამოგონილ ქალაქში ვითარდება, რომელიც Dungeons & Dragons–ის წესების შესაბამისად არის შექმნილი. მოკლედ, არც ეცადოთ მოდუნებას ან ტაქტიკურ ბრძოლას: ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივია ექშენ–RPG, სადაც საჭიროა რაც შეიძლება რითმულად და სწრაფად […]

ექშენ–RPG Dark Souls ოქტომბერში გამოჩნდება

როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა. თამაშის სიუჟეტი […]

Ace Combat: Assault Horizon 14 ოქტომბერს გამოვა

საავიაციო ექშენ–არკადა Ace Combat: Assault Horizon მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. Namco–ს შიდა სტუდიის, Project Aces–ის მიერ დამუშავებული თამაში, მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. დეველოპერები «სრულფასოვან ერთმომხმარებლიან კამპანიასა» და ზოგიერთ მულტიფლეიერულ რეჟიმს გვთავაზობენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც თამაშის წინა სერიებში, აქცენტი მასიურ საჰაერო ბრძოლებზეა გაკეთებული, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. […]