სმარტფონების კვარტალური გაყიდვების მოცულობამ 100 მლნ ერთეულს მიაღწია

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა. Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში […]
ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია. ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს. Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, […]
Sony Ericsson Xperia Play

ამ დრომდე, Sony Ericsson-ის სათამაშო კონსოლის შესახებ ინფორმაცია არსებობდა მხოლოდ ჭორის დონეზე. ოფიციალური ანონსი შედგება 13 თებერვალს Mobile Word Congress-ის გამოფენაზე ბარსელონაში (ესპანეთი).თუმცა, უკვე გამოჩნდა Xperia Play-ის სარეკლამო რგოლი, ხოლო ოფიციალური ინფორმაცია მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ ცნობილი გახდება, Mobile Word Congress-ის დასრულებისთანავე. httpvhd://www.youtube.com/watch?v=M4lxuoGgbxs გამოყნებულია Sony Ericsson-ის და Engadget-ის მასალები.
Google Android სწრაფი ტემპებით იძენს პოპულარობას პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში […]
Android Market უკვე სამუშაო მაგიდაზე !

Android Market პროგრამების ონლაინ მაღაზიასთან წვდომა უკვე ნებისმიერი ბრაუზერიდანაა შესაძლებელი. სპეციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებლია პროგრამების კატალოგის დათვალიერება და მოწონებული პროგრამებისა და ვიჯეტების მობილურ მოწყობილობებზე გაგზავნა. პროგრამები დაყოფილია სხვა და სხვა კატეგორიებად და მომხმარებელს შეუძლია პროგრამების შეფასება და ერთმანეთთან გაცვლა Twitter-ის საშუალებით. საკუთარი ანგარიშის მართვის პანელში კი შესაძლებელია უკვე ნაყიდი პროგრამების სიის დათვალიერება. Google აცხადებს რომ დღეისათვის […]
Intel გამოუშვებს MeeGo-პლანშეტებს

კორპორაცია Intel მიმდინარე წელს გეგმავს პლანშეტების გამოშვებას სხვადასხვა პროგრამულ პლატფორმებზე. «ინტელი» 2011 წლის შუანახევრისკენ, წარმოადგენს პლანშეტებს MeeGo-ს ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ ეს გაჯეტების დემონსტრირება შედგება Computex 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ტაივანში ივნისის დასაწყისში. MeeGo-კომპიუტერების ძირითადი რაოდენობის გამოშვება სავარაუდოდ იგეგმება მესამე კვარტალში. ამ პლანშეტების მფლობელებს აპლიკაციების დაყენება შეეძლებათ ონლაინ სერვისით AppUp Center. აღსანიშნავია, რომ «ინტელის» გეგმებში […]
Android ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა გახდა

კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა. Symbian-მოწყობილობების […]
Microsoft-მა Windows Phone 7–ის ორ მილიონზე მეტი ასლის გაყიდვა შეძლო

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა. კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone […]
წარმოდგენილია «გუგლფონი» Samsung Galaxy Gio

კომპანია Samsung-მა დააანონსა სმარტფონი Galaxy Gio, რომელიც მუშაობს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. მოდელს აქვს 3-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, 3,2-დიუმიანი სენსორული TFT-დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობა 320×480 (HVGA), GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Bluetooth, Wi-Fi, FM-რადიო და 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 158 მბ და ასევე სლოტი MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათისთვის. აკუმულატორის მოცულობა — 1 350 მა/სთ. პროგრამული მახასიათებლებიდან […]
სამხრეთ კორეაში დაანონსებულია სმრატფონი Samsung Galaxy S Hoppin

კორეულმა კომპანია Samsung-მა და ადგილობრივმა ფიჭურმა ოპერატორმა SK Telecom-მა წარმოადგინეს «გუგლფონი» Galaxy S Hoppin (SHW-M190S). სიახლის განსაკუთრებულობა –– ინტეგრაცია Hoppin-ის სერვისთან, რომელიც განავითარა ხსენებულმა ტელეკომ-კომპანიამ. მისი გამოყენებით შესაძლებელია წვდომის მიღება მედიაკონტენტზე, რომელიც მოთავსებულია SK Telecom-ის სერვერებზე. გარდა ამისა, Samsung Galaxy S Hoppin-ს შეუძლია ვიდეოს ტრანსლირება ტელევიზორებზე და კომპიუტერებზე; ამისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან უკაბელო შეერთება, […]
