სმარტფონი BlackBerry Krypton

ინტერნეტში გამოქვეყნდა BlackBerry-ს სმარტფონის «ცოცხალი» ფოტოები, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ: გვარწმუნებენ, რომ გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილია აპარატი კოდური დასახელებით Krypton. ფოტოსურათებზე მოწყობილობის მხოლოდ უკანა მხარეა ნაჩვენები. როგორც ჩანს, Krypton-ის უკანა პანელი კარბონით არის შესრულებული. ზედა მარცხენა მხარეს განათავსებულია სტანდარეტული კამერის ობიექტივი და LED-ფლეში. გავრცელებულ ჭორებს თუ დაუჯერებთ, BlackBerry Krypton-ის აღჭურვილობაში პროცესორი Qualcomm Snapdragon 625 ან Snapdragon 626 […]
BlackBerry Leap – კომპანიის ახალი სენსორული სმარტფონი

რესურსმა CrackBerry გაამღჟავნა ინფორმაცია მოსალოდნელი ახალი სმარტფონის BlackBerry Leap-ის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარადგინონ MWC 2015-ის გამოფენაზე. ამ მოწყობილობის შესახებ ხმები უკვე დადიოდა და და ვრცელდებოდა სახელით BlackBerry Rio, დღეს ეს ხმები დადასტურდა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებაც გავრცელა ინფორმაცია. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე BlackBerry 10. დივაისი აღჭურვილი იქნება მთლიანი სენსორული ეკრანით. თუმცა, გავრცელებული იყო ჭორები, რომ […]
Android-მა iOS ძალიან შორს ჩამოიტოვა
Android პლატფორმას უკვე ტოლი არა ყავს სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. IDC-ის ანალიტიკოსების მონაცემებით სმარტფონების მიწოდება ანდროიდის ბაზაზე 2013 წლის მეორე კვარტალში 73,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის სულ მიწოდებული 187,4 მილიონი Android სმარტფონი. ეს ბაზარზე მიწოდებული ჭკვიანი ტელეფონების 79,9 % შეადგენს. LG G2-ის ანონსი კი უფრო გააძლიერებს ინტერესს ლიდერი საოპერაციო სისტემის მიმართ.
ყოველ 10 წელიწადში მობილური ბრენდების უმრავლესობა კრახს განიცდის
დაახლოებით 1994 წელს უმრავლესობა მობილური ბრენდებისა, რომელბსაც ჰქონდათ პრეტენზია გლობალურ ლიდერობაზე გაქრა ან დაუბრუნდა თავის საშინაო ბაზარს. იგივე განმეორდა 2003 წელსაც და ძალიან მალე მოსალოდნელია მორიგი მსხვერპლშეწირვის, ქაოსის და ნგრევის პერიოდი, რომელსაც რამოდენიმე მწარმოებელი გადაიტანს მხოლოდ.
გამოვიდა BlackBerry PlayBook OS 2.0
როგორც მოსალოდნელი იყო გამოვიდა PlayBook OS 2.0, რომლის ჩამოტვირთვაც უკვე შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს პლანშეტისავე მენიუდან. განახლებბიდან აღასნიშნავია საკუთარი ელ-ფოსტის კლიენტი, კალენდარი და კონტაქტები, ინტეგრაცია Facebook, Twitter და LinkedIn სოციალურ ქსელებთან. ასევე არის წვდომა Android-ის აპლიკაციებთან BB App World-ის საშუალებით.
RIM BlackBerry Packager for Android
RIM-მა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ნაჩვენებია მისი პაკეტების მენეჯერი Android-თვის. ინსტრუმენტი რომელიც კონფერენციაზე განიხილა განკუთვნილია Android-ის დეველოპერებისათვის, რომლებსაც დასჭირდებათ თავიანთი პროგრამების პორტირება PlayBook პლატფორმაზე APK ფაილების კონვერტაციის გზით BAR ფაილებში.
გამოკითხვა: რომელ მობილურ პლატფორმას იყენებთ?

ჩვენს საიტზე დამთავრდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გამოგვევლინა თუ რომელ მობილურ პლატფორმას იყენებენ ჩვენი საიტის მკითხველები. გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სმარტფონების ბაზარზე Android პლატფორმა ლიდერობს. ამერიკისგან გასსხვავებით სადაც Apple-ის iOS პლატფორმაა პირველ ადგილზე, ჩვენს მომხმარებლებს შორის ის მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე გავიდა უკვე მოძველებული მაგრამ მაინც პოპულარული Nokia-ს Symbian პლატფორმა. მეოთხე ადგილზე გავიდა Windows Phone 7 […]
30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა […]
Microsoft — «ბრძოლას გადარჩენისათვის»

Microsoft ისევ აგრძელებს «ბრძოლას გადარჩენისათვის» და ამჯერად ის აპირებს კომპანია Google–ის შევიწროებას ჩინეთის საძიებო სისტემის ბაზარზე. ჩინეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია (Google Translate), რომ Microsoft ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემა Baidu–სთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც Bing–ის სარეკლამო პარტნიორი გახდება, ხოლო თავად Bing ჩინელი მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების ინგლისურ ენაზე გაცემას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft–მა Research in Motion–თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად Bing Blackberry–ის სმარტფონებში […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
