nVidia Apple-ის, HP-ისა და Dell-ის ნოუთბუქების მფლობელებს გადაუხდის ფულად კომპენსაციას

nVidia-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი. nVidia-მ დაარეგულირა სარჩელი, რომელიც შეტანილ იქნა მისი უხარისხო გრაფიკული პროცესორების ბაზარზე გამოტანის გამო. კონფლიქტის მიზეზი: მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ პორტატული კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილია nVidia-ს ვიდეო ბარათებით (მოდელი GeForce 8600M), უხარისხოდ ამუშავებს გრაფიკას. პრობლემა გამოიხატება დამახინჯებული გამოსახულებით, ცარიელი ეკრანით და სხვ. უხარისხო ვიდეო ბარათები გამოყენებულია Hewlett-Packard-ისა და Dell-ის ძალიან ბევრ კომპიუტერში, რომლებიც […]

Toshiba-მ და Fujitsu-მ მობილურის მწარმოებელი განყოფილებები გააერთიანეს

იაპონური კორპორაციებმა Fujitsu-მ და Toshiba-მ განაცხადეს ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად ორივე კომპანია გააერთიანებს მობილური აპარატების მწარმოებელ განყოფილებებს. დღეს «ტოშიბამ» მობილურების ბიზნესი გადასცა გაერთიანებულ კომპანიას, რომელსაც ეწოდება Fujitsu Toshiba Mobile Communications Limited, ხოლო მეორე კონცესიონერმა, Fujitsu-მ, დაასრულა აქციების შესყიდვა. ახალი ბიზნესის მმართველი იქნება Fujitsu, რადგან მას ეკუთვნის საკონტროლო პაკეტი — 80,1%. ერთობლივი საწარმოს საერთო კაპიტალი შეადგენს 450 მლნ […]

Adobe Systems-მა რეკორდული მოგება ნახა

Adobe Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი Web 2.0-ის სამიტზე. კომპანია Adobe Systems-მა გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა 2010 წლის მესამე კვარტალში ნახა რეკორდული მოგება, — $990,3 მლნ. გასული წლის მესამე მეოთხედთან შედარებით, როდესაც კომპანიამ მიიღო $697,5 მლნ, მოგება გაიზარდა 42%-ით. ასევე სუფთა მოგება გაიზარდა 69%-ით. თუ ერთი წლის წინ Adobe-მ გამოიმუშავა […]

Oracle აპირებს მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიის შესყიდვას

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Oracle აპირებს საკუთარი ბიზნესის გაზრდას. დღეისათვის Oracle-ის აპარატული პლატფორმები იქმნება კომპანია Sun Microsystems-ში. ლაპარაკია SPARC-ის არქიტექტურის პროცესორებზე და მის ბაზაზე შექმნილ სერვერებზე. «ჩვენ შევისყიდით მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიას», — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი ელისონმა. მისი თქმით, კორპორაცია აპირებს აპარატული ბიზნესის […]

2013 წლისათვის სმარტფონს ეყოლება მილიარდი მომხმარებელი

2015 წლისათვის OS Android-ს ეყოლება მილიარდნახევარი მომხმარებელი. 2013 წლისათვის მსოფლიო ხმარებაში იქნება მილიარდზე მეტი სმარტფონი, იუწყება კვლევითი კომპანია Informa Telecoms & Media. სმარტფონების რაოდენობის კოლოსალური ზრდა განპირობებულია ორი მიზეზით: პირველი ის, რომ უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს იძულებულნი არიან კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს და მეორე ახლად ფეხადგმული კომპანიები იბრძვიან ბაზრის დასაკავებლად. დღეისათვის, სტატისტიკის მიხედვით, მობილურ […]

RIM BlackBerry ამყარებს ახალ რეკორდს

RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ბოლსილი. კანადურმა კომპანიამ Research In Motion-მა (RIM) გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო $4,62 მლრდ შემოსავალი, თუმცა ანალიტიკოსები $4,47 მლრდ-ს პროგნოზირებდნენ. წლიური გამოთვლებით RIM-ის მოგება გაიზარდა თითქმის მესამედით: 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტლში ვენდორმა გამოიმუშავა $3,53 მლრდ. საერთო ჯამში მოგება მობილური მოწყობილობებიდან გაიზარდა 79%-ით, მასთან დაკავშირებული […]

Oracle-ის კვარტალური მოგება გაიზარდა 20 პროცენტით

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი. მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. Oracle-ის შემოსავალმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიაღწია $7,5 მლრდ-ს, რაც 48%-ით მეტია 2010 ფინანსური წლის პირველ მეოთხედთან შედარებით — $5,07 მლრდ. კვარტალური მოგება წლიური გამოთვლებით გაიზარდა 20%-ით, დაახლოებით $1,35 მლრდ, ანუ 27 ცენტი ერთი […]

Intel ამაგრებს პოზიციებს მიკროპროცესორების ბაზარზე

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე. კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში. iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს. AMD-ს […]

ტიმ ბერნერს-ლი: ინტერნეტი უნდა გახდეს უფასო

საერთაშორისო ქსელის გამომგონებელმა ტიმ ბერნერს-ლიმ განაცხადა, რომ კავშირი თავის ქმნილებასთან უნდა გახდეს უფასო. Nokia World-ის კონფერენციაზე, რომელიც ლონდონში ტარდებოდა, მან თქვა, რომ ინტერნეტით სარგებლობს მხოლოდ ყოველი მეხუთე დედამიწელი. ქსელში მობილურით დაკავშირების გავრცელება იძლევა იმის იმედს, რომ დანარჩენ 80%-საც ექნება შესაძლებლობა შეეხოს ქსელურ მომსახურეობას, თუმცა ძალიან ბევრს ამის საშუალებაც არა აქვს. «ადრე მე ვამბობდი, რომ ადამიანს […]

Gartner: 2014 წლისათვის Symbian და Android დაიპყრობენ მსოფლიო ბაზარს

ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს… 2014 წლისათვის მობილური ოპერაციული სისტემის მსოფლიო ბაზარზე იქნება მხოლოდ ორი დომინანტური პლატფორმა Symbian და Android, თვლის ანალიტიკური კომპანია Gartner. ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ორივე ოპერაციული სისტემის წილი, ერთად, იქნება 59,8%. ხოლო თავიანთ წილს საბაზრო ტორტის ნაჭერზე გაიყოფენ თანაბრად: 30,2% ექნება Symbian-ს, 29,6% — Android-ს. კომპანია Google-ის OS გულმოდგინედ ცდილობს არ […]