Nokia წყვეტს Symbian-სმარტფონების გაყიდვას

Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელი, კრის ვებერი (All Things Digital–ის ფოტო). Nokia წყვეტს Symbian–მოწყობილობების გაყიდვას ა.შ.შ–სა და კანადის ბაზარზე. ამის შესახებ, Nokia–ს ჩრდილო ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელის, კრის ვებერის (Chris Weber) განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყებიან «სანდო ვებ–რესურსები». მისი თქმით, კომპანია Symbian–სმარტფონებისა და S40–პლატფორის მქონე აპარატების მიწოდების შეწყვეტას გეგმავს. ამასთან დასძინა, რომ ჩრდილო ამერიკული ბაზარი კომპანიისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ ბაზრად რჩება: ამ ნაწილისთვის დაგეგმილია Windows Phone 7–ის […]
სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]
ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს. ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება. გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს, […]
30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა […]
2015 წელს ნახევარგამტარული მიკროსქემების ბაზრის მოცულობა $400 მლრდ–ს მიაღწევს

Tim Pannell / Corbis–ის ფოტო. კომპანია iSuppli პროგნოზირებს ნახევარგამტარილი პროდუქციის ბაზრის მოცულობის ზრდას 2015 წლამდე. ანალიტიკოსების შეფასებით, 2010 წელს, მთელს მსოფიოში, $304,1 მლრდ–ის ნახევარგამტარული მიკროჩიპების რეალიზება მოხერხდა. 2009 წელთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი $229,5 მლრდ–ს შეადგენდა, ზრდამ 32%–ს მიაღწია, ანუ დაახლოებით $75 მლრდ, რაც ინდუსტრიის ისტორიაში აბსოლიტური რეკორდი გახდა. მიმდინარე წელს, წინასწარი პროგნოზით, ბაზრის მოცულობა 7,2%–ით გაიზრდება და $325,9 მლრდ–ს მიაღწევს. მაქსიმალური […]
სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Nokia–მ შესაძლოა დათმოს ლიდერის პოზიცია

კომპანია Nomura–ს ანალიტიკოსები სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ძალთა მნიშვნელოვან გადანაწილებას პროგნოზირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკვე მიმდინარე კვარტლაში Nokia, რომელიც 1996 წლიდან ლიდერობს სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებელთა სიას, პირველ ადგილს კომპანია Samsung–ს დაუთმობს, ხოლო 2011 წლის მესამე მეოთხედში შესაძლოა საერთოდ მესამე ადგილზე გადაინაცვლოს (ადგილი გაუცვლის Apple–ს). 2012 წელსაც, Nomura–ს აზრით, Nokia გააგრძელებს ვარდნას: მას კიდევ ერთი საფეხურით დაბლა ტაივანური კომპანია HTC დასწევს. გარდა ამისა, იმ […]
Hewlett-Packard Oracle-ს უჩივის

მოპასუხე ლარი ელისონი, Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Hewlett-Packard–მა, პირობისამებრ, წამოიწყო სასამართლო ომი კორპორაცია Oracle–ს წინააღმდეგ. დავის მიზეზე Oracle–ს არცთუ ისე დიდი ხნის წინდელი გადაწყვეტილება გახდა, როცა კორპორაციამ შეწყვიტა Intel Itanium–ის არქიტექტურის სერვერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ Itanium–ის ჩიპები «ძალიან ახლოს არის სიცოცხლის დასრულებასთან», ამიტომაც ამ პლატფორმისთვის ენერგიის ხარჯვა არ არის […]
Oracle Google–სგან «მილიარდობით დოლარს» მოითხოვს

Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ელისონი (2004 წელი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). დასახელდა კომპენსაციის მოცულობა, რომლის მიღებსაც კორპორაცია Oracle, პატენტის უფლების დარღვევისთვის, კომპანია Google–სგან გეგმავს. ზემოთხსენებული საქმის განხილვა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. საძიეობო სისტემას ბრალი ედება Oracle–ს, როგორც მინიმუმ, შვიდი პატენტის უფლების დარღევაში, რომელიც პლატფორმა Java–სთან არის დაკავშირებული. ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ დაცული ტექნოლოგია არაკანონიერად გამოიყენება მობილურ ოპეარციულ სისტემა Android–ში. […]
Android-ის წილი, სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე, 40 პროცენტს უახლოვდება

TheHotGadget.com–ის ფოტო. კომპანია comScore–მ ფიჭური აპარატების ამერიკული ბაზრის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა. მობილური ტელეფონი ან სმარტფონი 13 წელს გადაცილებულ 234 მლნ ამერიკელს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ა.შ.შ–ში ყველაზე დიდი პოპულარობით Samsung–ის მოწყობილობები სარგებლობს: მისი წილი 24,5%–ს შეადგენს. LG Electronics და Motorola რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, რომლებიც, შესაბამისად, ბაზრის 20,9 და 15,6%–ს ფლობენ. შემდეგ მოდიან Apple (8,3%) და Research In Motion (8,2%). სმარტფონით სარგებლობს 74,6 მლნ […]
2011 წელს HTC–მა, შესაძლოა, 40 მილიონი სმარტფონის რეალიზება მოახერხოს

HTC–ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, პიტერ ჩოუ (Stephen Shankland / CNET–ის ფოტო). HTC-ის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ, Qualcomm Uplinq–ის კონფერენციაზე გამოსვლისას (სან–დიეგო, კალიფორნია, ა.შ.შ), სმარტფონების ბაზარზე, კომპანიის წარმატებების შესახებ ისაუბრა. ჩოუს სიტყვებით, HTC ერთ–ერთი უმსხვილესი Android-დეველოპერი გახდა, რომელიც მხოლოდ Google–ს ჩამორჩება. გარდა ამისა, Canalys–ის შეფასებით, გაყიდული «გუგლფონების» რაოდენობით, კომპანია ლიდერობას არავის არ უთმობს. НТС–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეალიზებულმა […]
