Hewlett-Packard-ის კვარტალურმა შემოსავალმა $31,6 მლრდ–ს გადააჭარბა

HP-ის ხელმძღვანელი, ლეო აპოტეკერი (2011 წლის მარტი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Hewlett-Packard–მა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის (იანვარი–აპრილი) მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. სამი თვის განმავლობაში, პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მწარმოებელმა $31,6 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3%–ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. სუფთა მოგებამ $2,3 მლრდ შეადგინა, ანუ $1,05 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი. შედარებისთვის: 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $2,2 […]

სარეკლამო ვიდეორგოლები YouTube–ზე

როგორც ჩანს YouTube–საც «შემოაკლდა» ფული 🙁 ვიდეოს დაწყების წინ, ავტომატურად ირთვება სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გამორთვაც შეუძლებელია. რეკლამის ჩვენების დროს თუ ფლეერს დავაკლიკებთ ბრაუზერში იხსნება ახალი ფანჯარა, რომელსაც დამკვეთის საიტზე გადავყავართ. PS: რეკლამა შეიძლება ჯერ ბევრს არც უნახავს, რადგან ასეთი ტიპის რეკლამების დამკვეთთა რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა.

Dell-მა კვარტალური მოგება, თითქმის, გაასამმაგა

Dell–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მაიკლ დელი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Dell–მა 2011 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება ნახა — 49 ცენტი აქციაზე. კომპიუტერებლის უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, $15 მლრდ შეადგინა, ანუ გასული წლის მონაცემს 1%–ით გადააჭარბა. ამასთან სუფთა მოგება, პრაქტიკულად, გასამმაგად: თუ 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება $341 მლნ–ს არ […]

Microsoft, როგორც ჩანს, Nokia–ს შეიძენს

Nokia–ს ხელმძღვანელი, სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Microsoft–ის ფოტო). თუ ანალიტიკოს ელდარ მურტაზინის განცხადებას ვენდობით, Nokia და Microsoft, ერთ კვირაში, ბიზნესის ნაწილობრივ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ბატონი მურტაზინი იუწყება, რომ საუბარია «მაიკროსოფტის» მიერ Nokia–ს ტელეფონების ქვეგანყოფილების შეძენაზე. «ჯერჯერობით ამ მოლაპარაკების რეზულტატები საჯარო არ იქნება, თუმცა შეთანხმება, შესაძლოა, 2011 წლის ბოლომდე დაიხუროს: ორივე კომპანია ძალიან […]

Microsoft — «ბრძოლას გადარჩენისათვის»

Microsoft ისევ აგრძელებს «ბრძოლას გადარჩენისათვის» და ამჯერად ის აპირებს კომპანია Google–ის შევიწროებას ჩინეთის საძიებო სისტემის ბაზარზე. ჩინეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია (Google Translate), რომ Microsoft ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემა Baidu–სთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც Bing–ის სარეკლამო პარტნიორი გახდება, ხოლო თავად Bing ჩინელი მომხმარებლებისთვის ძიების შედეგების ინგლისურ ენაზე გაცემას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft–მა Research in Motion–თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად Bing Blackberry–ის სმარტფონებში […]

სმარტფონების ბაზარის მოცულობა სწრაფი ტემპებით იზრდება

Apple–მა შესაძლოა Nokia–ს გაასწროს (Wu Kaixiang / Xinhua Press / Corbis–ის ფოტო). კომპანია International Data Corporation–მა (IDC) სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლების, პირველი კვარტლის, საბაზრო წილები შეაფასა. იანვრიდან მარტის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა OS-ის, 99,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%–ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 55,4 მლნ ერთეულს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ Nokia […]

Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით  Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც,  Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]

Galaxy S II-მა, კორეაში, წინასწარი გაყიდვების მოცულობით, iPhone 4–ს გაასწრო

ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung Galaxy S II–ის გაყიდვები, სამხრეთ კორეაში, 25 აპრილს დაიწყო. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, სამი სამხრეთ–კორეული ოპერატორისგან, Samsung–მა 200 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. პირველ 30 წუთში, დაახლოებით, 10 ათასი შეკვეთა გაფორმდა, ხოლო მომდევნო 64 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის: აგვისტოში Apple–მა კორეელებისგან iPhone 4–ის, მხოლოდ, 110 ათასი შეკვეთა მიიღო. როგორც ჩანს, Galaxy S II–ის რეკორდს, საკმაოდ დიდი […]

ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20 პროცენტით გაიზარდა

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო. კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა. «ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი […]

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Motorola–მ 250 ათასზე მეტი პლანშეტური კომპიუტერის, Xoom–ის, რეალიზება მოახერხა

Motorola Mobility–ს ხელმძღვანელი, სანჯაი ჯა (Market Playground–ის ფოტო). კომპანია Motorola Mobility–იმ 2011 წის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. ფიჭური აპარატებისა და პლანშეტების უმსხვილესმა მწარმოებელმა სამი თვის განმავლობაში $3,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო. 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ზრდამ 22% შეადგინა. მობილური მოწყობილობებიდან მიღებული შემოსავალი, თითქმის, მესამედით გაიზარდა — $2,1 მლრდ–მდე; საოჯახო ელექტრონიკამ კომპანიას $904 მლნ მოუტანა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 8%–ით […]