Disgo Tablet 6000: კიდევ ერთი «გუგლპლანშეტი»

კომპანია Disgo-მ დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Tablet 6000, რომელსაც აქვს Google Android 2.1-ის ოპერაციული სისტემა. სიახლეს გააჩნია 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი WVGA გარჩევადობით (800×480 წერტილი); გარე მონიტორზე ან ტელევიზორზე გამოსახულების გადმოსაცემად გათვალისწინებულია HDMI ინტერფეისი. ოპერატიული მეხსიერბის მოცულობა — 256 მბ; ასევე არის 2 გბ-ანი ფლეშ-მოდული (MicroSD ბარათების საშუალებით, შესაძლებელია მოცულობის გაზრდა 32 გბ-მდე). პლანშეტს აქვს ინტეგრირებული უკაბელო კავშირის Wi-Fi […]
