Xiaomi აპირებს გამოუშვას საკუთარი კვადროკოპტერი

Xiaomi ამჟამად აწარმოებს სმარტფონებს, პლანშეტებს, სხვადასხვა სახის აქსეუარებს და ტანსაცმელსაც კი. თუმცა, ის ამით არ კმაყოფილდება და აპირებს გაზარდოს საკუთარი საქონლის ხაზი. კომპანია აპირებს თავი გამოცადოს კვადროკოპტერების სწრაფად მზარდ ბაზარზე. ბაზრისათვის დადებითად იმოქმედებს Xiaomi-ს სურვილი დაკავდეს დრონების წარმოებით. სმარტფონების შემთხვევაში, Xiaomi-ს პოპულარობა უზრუნველყო დაბალმა ფასებმა და კარგმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა. წინასწარი ინფორმაციით, Xiaomi-ს კვადროკოპტერი მსგავსი იქნება […]
სასაჩუქრე გაჯეტები

დადგა სეზონი საჩუქრები გავუკეთოთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ნათესავებს. გთავაზობთ სასარგებლო და უსარგებლო გაჯეტების ნაკრებს სხადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისათვის. Extreme Micro Drone 2.0 ეს არის პატარა დრონი დაბალი ფასით. Extreme Micro Drone 2.0-ს მოყვება კამერა და კამერის მისამაგრებელი. ბატარეის დამუხტვა შესაძლებელია USB-ს გამოყენებით. დრონს შეუძლია 360 გრადუსიანი სწრაფი მოძრაობების განხორციელება. დრონის ღირებულებაა 74.99 დოლარი. Feather Mouse მაუსი […]
ქორი დრონს დაეჯახა

ბიჭი აფრენდა დრონს კემბრიჯის ერთ-ერთ პარკში. უეცრად გამოჩნდა ქორი. გადაწყვიტა, რომ ცაში ორივესთვის საკმარისი სივრცე არ იყო და დაეჯახა დრონს. ვიდეოში ასახულია, როგორ ეჯახება ქორი დრონს და აგდებს მას მიწაზე.
დრონიდან გადაღებული საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში

ეს პატარა გასაოცარი ვიდეო გადაღებულია ორშაბათს ღამე ჰონგ-კონგში დრონის გამოყენებით. ეს საპროტესტო აქცია ცნობილია, როგორც “ქოლგის რევოლუცია”. დემონსტანტები მოითხოვენ დემოკრატიულ არჩევნებს.
მოცეკვავე დრონები

დიუ სოლეის ცირკმა დრონები ააცეკვა. მათ გადაიღეს პატარა ვიდეო, სადაც ცეკვავს ათი დრონი, რომელთაც დამაგრებული აქვთ ნათურები. დრონები კონტროლირდება კომპიუტერული პროგრამიდან, ასე რომ, მათ შეუძლიათ იმოძრაონ სინქრონულად და ამასთანავე, ინტერაქცია ჰქონდეთ მსახიობთან. ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, როგორ დადგეს ეს პერფომანსი.
2014 წლის საუკეთესო დრონები

თანამედროვე ტექნოლოგიების სასწაულების დახმარებით შენ შეგიძლია მშვიდად წამოწვე სავარძელზე და გახდე აგენტი. დაივიწყე ვარჯიში, ფიტნესი, სპეციალური უნარები. ახლა, იმისათვის, რომ გახდე აგენტი, გჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ამათგან ერთ-ერთი დრონი. მათი დახმარებით შენ შეგიძლია გაირბინო და დაათვალიერო სამეზობლო ან შენი შვილი გამოიჭირო არასაურველ ადგილას. აჰ, ასევე, თუ გინდა დრონები შეგიძლია გამოიყენო ფილმის ან სურათის გადასაღებად, ჩაატარო […]
დრონის გამოყენებით გადაღებული ფოტოები

ფოტოგრაფმა Amos Chapple-მა გადაიღო ევროპის ისტორიული ქალაქები დრონის ტექნოლოგიის გამოყენებით. გადაღებულ ფოტოებში მოხვედრილია ჭიათურა, თბილისი, აფხაზეთი. ბარსელონა, ესპანეთი ტრიესტი, იტალია ბურტანჟი, ნოდერლანდები აფხაზეთი, საქართველო კაცხის სვეტი, საქართველო ერევანი, სომხეთი პარიზი, საფრანგეთი თბილისი, საქართველო ბუდაპეშტი, უნგრეთი მაგდებურგი, გერმანია ბარსელონა, ესპანეთი სტამბული, თურქეთი ბუდაპეშტი, უნგრეთი
Google-ის მფრინავ რობოტებს შეუძლია მოგიტანოთ ამანათები

ეს რომ დაიჯერო, უნდა ნახო. გუგლის ექსპერიმენტული განყოფილება ორი წელი მუშაობდა მფრინავი რობოტების შექმნაზე, რომელთაც შეუძლიათ ამანათების მოტანა. დღეისათვის, Google მზადაა წარმოგვიდგინოს პროგრამა, რომელიც ცნობილია სახელით Project Wing. გუგლის წარმომადგენლები დრონებს ავსტრალიაში ფერმებთან ტესტავენ. პირველადი დახმარების საშუალებების ნაკრები, შოკოლადები და წყალი უკვე გაიგზავნა მფრინავი რობოტების საშუალებით. ამგვარი ტექნოლოგიები ძალიან სასარგებლო იქნება ბუნებრივი კატასტროფების დროს. […]
