მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა ევროპა უფასო ინტერნეტით უზრუნველყოს

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა, გადაწყვიტა ევროპა უზრუნველყოს უფასო ინტერნეტით. ამის შესახებ იუწყება The Telegraph. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარებას მიიღებს ყველა, ვისაც ესაჭიროება. მე უზრუნველვყოფ ევროპას ინტერნეტთან უფასო წვდომით განაცხადა მარკ ცუკერბერგმა და დაამატა, რომ უკვე არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ამ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას იძლევა. მილიარდერი კვირაში 50-60 საათი მუშაობს ახალ პროექტზე Internet.org. მისი […]
Facebook-ს სურს ტექნოლოგიური სიახლეების ცენტრი გახდეს
Facebook ცდილობს იყოს ტექნოლოგიური სიახლეების წყარო და არა უბრალოდ ბავშვების სურათებისა და მეგობრების ნახვის საშუალება. FB Newswire -ის გამოშვებიდან 7 თვის შემდეგ გიგანტურმა სოც. ქსელმა წარმოადგინა ბრენდული დამატება, რომელიც ყურადღებას ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილებს. FB Newswire -სა და Techwire -ს Storyful მართავს, ის გააზიარებს საინტერესო კონტენტს ტექნოლოგიის სფეროდან Facebook -ზე, რომლებზეც მიმაგრებული იქნება სურათები და ვიდეობი , რომელთა გამოყენებასაც ჟურნალისტებიც შეძლებენ. […]
ბრაუზერის 6 დამატება, რომელიც გააუმჯობესებს Facebook -ზე თქვენს გამოცდილებას

ბრაუზერის დამატების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სიახლეების ზოლი, გაუგზავნოთ მესიჯები თქვენს მეგობრებს და განაახლოთ სტატუსი თქვენი ბრაუზერის ხელსაწყოთა პანელიდან. დამატებებს ასევე შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი გამოცდილება Facebook -ზე სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად სურათის გადიდება უბრალოდ კურსორის სურათთან მიტანით. იხილეთ მოსახერხებელი Facebook დამატებების სია : 1. Social Fixer Social Fixer , როგორც დამატება ხელმისაწვდომია ძირითადი ბრაუზერებისთვის Internet Explorer -ის გარდა, […]
Facebook-ში ებოლას დასამარცხებლად შემოწირულობის ღილაკი გამოჩნდა

მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოჩნდა ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი შეძლებს ებოლას დასამარცხებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებში თავისი წვლილის შეტანას – იტყობინება Facebook. Facebook გვერდის კედელზე, news feed -ის ზევით იქნებიან წარმოდგენილი : წინადადება-დავამარცხოთ ებოლა, ღილაკი შემოწირულობისათვის, საერთაშორისო წითელი ჯვარი და ორგანიზაცია Save the Children . ეს ფუნქცია მომხმარებლისთვის ხელმისწავდომი 6 ნოემბრიდან გახდა. Facebook ასევე უფასო რეკლამის სახით რეკომენდაციას უწევს ორგანიზაცია იუნისეფს (UNICEF) […]
მარკ ცუკერბერგმა ტიმ კუკს მადლობა გადაუხადა სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროებისთვის

Apple -ის გენერალური დირექტორ ტიმ კუკის საჯარო აღიარებას თავის სექსუალურ ორიენტაციაზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა. ”მინდა მადლობა გადავუხადო მას იმის დემონსტრირებისთვის თუ რას ნიშნავს იყო რეალური, მამაცი და ჭეშმარიტი ლიდერი” – წერს ცუკერბერგი და ჩანაწერში Bloomberg Businessweek-ისთვის მიცემულ კუკის ინტერვიუს ბმულს ამატებს. ა.შ.შ-ს დროით ხუთშაბათ დილას ტიმ კუკმა პირველად გაასაჯაროვა თავისი არატრადიციული […]
Facebook-მა “ბნელი ვებ-საიტი გაუშვა”

Facebook-ის მომხმარებელი არ არის განებივრებუილი იმით, რომ სოციალური ქსელი მათ იდენტობას მალავდეს. მაგრამ ახლა უკვე მსოფლიოს ყველაზე არაანონიმური ვებ-საიტი ყველაზე ანონიმურ ქსელში გახდა ხელმისაწვდომი. სილიკონის ველის გიგანტის მიერ პარასკევს გადადგმული ნაბიჯი ეხება მისი ქსელის ჩართვას Tor-ის დაფარულ სერვისში, რომელიც სპეციალური ბრაუზერით ხორციელდება. ახალი საიტი, რომელიც ხელმისაწვდომია TorBrowser-ის მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს დამატებით დაშიფრულ წვდომას ინტერნეტში ჩართული სხვა […]
ევროკომისიამ WhatsApp -სა და Facebook -ს გაერთიანების ნება დართო

სოციალური ქსელი Facebook-ის სურვილს ეყიდა WhatsApp ევროკომისიამ თანხმობა მისცა, მიუხედავად ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანიების პროტესტისა, ამერიკელი კომპანიების შემაშფოთებლად მზარდი კონკურენციის გამო. ამის შესახებ AFP რეგულატორის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გვატყობინებს. ევროკომისიის თქმით Facebook და WhatsApp არ არიან ახლო კონკურენტები, ასე რომ 9 მილიარდიანი გარიგების დადების შემდეგ მომხმარებელს ფართო არჩევანი ექნება ალტერნატიული საურთიერთობო საშუალებების თვალსაზრისით. რას წერს Wall Street Journal : ევროკავშირში შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა […]
Facebook-ს რეალური სახელების პოლიტიკის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოც. ქსელმა Facebook – მა რეალური სახელების გამოყენების პოლიტიკის გამო სახალხოდ მოიხადა ბოდიში, სწორედ ამ პოლიტიკის გამო ლგბტ საზოგადოების გამოჩენილმა წევრებმა საკუთარი Facebook- ის ანგარიშზე წვდომა დაკარგეს. კომპანიის ტოპ – მენეჯერმა კრის კოკსმა საჯარო ბოდიშის წერილი Facebook -ის სახელით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გასული ორი კვირის განმავლობაში ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა თავიანთი Facebook – ის […]
მარკ ცუკერბერგმა მიმდინარე წელს ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა

უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook – ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Forbes – ის ყველაზე მდიდარი IT – ბიზნესმენების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მან ერთ წელიწადში Microsoft – ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა, ეს უკანასკნელი სიის სათავეში დგას. ამ ინფომაციას გვამცნობს forbes.com. გასულ წელს ცუკერბერგი ამერიკელ IT – ბიზნესმენებს შორის ფინანსური მდგომარეობით მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადში მან სხვა […]
Facebook – HTC First
Facebook-მა თავისი მოწყობილობა წარმოადგინა, რაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის პირველი სოციალური სმარტფონია. რა თქმა უნდა ის Android საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს და აქვს შესაბამისი სრულიად სოციალური სამომხმარებლო ინტერფეისი. როგორც მარკ ცუკერბერგმა თქვა Facebook Home შექმნილია ადამიანებთან ურთიერთობისთვის. პრიაქტიკულად დეველოპერებმა მეორე პლანზე გადაწიეს სტანდარტული სატელეფონო ფუნქციები და წინ წამოსწიეს სოციალური მხარე.
