E3 2011: Battlefield 3-ის რელიზი ოქტომბერში შედგება

ცნობილია, პირველი სახის შუთერის, Battlefield 3–ის რელიზის ზუსტი თარიღი — მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი. გარდა ამისა, გამომცემლობა Electronic Arts–მა განაცხადა, რომ გამოუშვებს ყველასათვის ხელმისაწვდომ მულტიფლეერულ ბეტა–ვერსიას ყველა პლატფორმისთვის, ანუ PC, PlayStation 3 და Xbox 360. სიახლე სექტემბერში გამოჩნდება; მოთამაშეებს მოუწევთ «რამდენიმე ქსელური რუკისა და რეჟიმის» დატესტვა. თამაში EA–ს შვილობილ სტუდიაში, Digital Illusions CE–ში იქმნება Frostbite 2.0–ის ძრავაზე, რომელშიც რეალიზებულია «რეალურ დროზე გათვლილი დიფუზური გამოსახულება, […]

E3 2011: Mass Effect 3 2012 წლის 6 მარტს გამოვა

როლური ექშენი, Mass Effect 3, რომელიც სტუდია BioWare–ში იქმნება, 2012 წლის 6 მარტს გამოვა. რა თქმა უნდა სასიამოვნოა გამოსვლის ზუსტი თარიღის ცოდნა, მაგრამ მთავარი სიახლე სულ სხვაა: BioWare–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი მუზიკამ (Ray Muzyka) განაცხადა, რომ კონსოლ Xbox 360–სთვის გამოსულ ვერსიას Kinect–ის მხარდაჭერა ექნება. არაფერი არ გეჩვენებათ, საუბარია მოწყობილობაზე რომელიც აანალიზებს თქვენს სხეულს, იმეორებს თქვენს მოძრაობას და ამ ყველაფერს გამოსახავს ეკრანზე. […]

E3 2011: ახალი Halo, Xbox Live Television და შუთერი Halo: Combat Evolved Anniversary

პრეს–კონფერენციაზე, რომელიც წინ უძღვოდა Е3 2011–ის გახსნას, კომპანია Microsoft–მა Xbox 360–სთვის განკუთვნილ ახალ პროექტებზე ისაუბრა. მთავარი ანონსი: დამუშავების პროცესშია შუთერი Halo 4. მეოთხე ნაწილი მასტერ ჩიფის თავგადასავლის საფუძველზე შექმნილ ახალ ტრილოგიას წარმოადგენს. თამაშის რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება. რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მასზე სიტყვაც არ თქმულა, თუმცა მასტერ ჩიფი — ეს განა არ არის სიუჟეტი? სიახლე №2 — Xbox Live Television–ის ანონსი. […]

Armored Core V–ის დასავლური რელიზი 2012 წელს შედგება

ექშენ–თამაში, უზარმაზარი საბრძოლო რობოტების მონაწილეობით, Armored Core V იაპონიაში 20 ოქტომბერს გამოვა. პროექტი, PS3–სა და Xbox 360–სთვის, სტუდია From Software–ში (ტოკიო) მუშავდება. იაპონიაში მის გამოსვლაზე თავად From იზრუნებს, ხოლო დასავლურ რელიზზე პასუხს Namco Bandai აგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ამ წელს ვერაფრით გაგვახარებს: «ლოკალიზაცია იმაზე მეტ დროს მოითხოვს, რამდენიც გვსურს, ამიტომ სხვა დანარჩენ რეგიონს 2012 წლამდე მოუწევს ლოდინი», — […]

Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება 7 ივნისს გამოვა

ჩვენი მთავარი მტერი Resurrection-ში. Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება, Resurrection, მომავალ კვირას გამოვა. მრავალჯერ  გადადებული რელიზი (ჯერ კიდევ 2010 წლიდან) 7 ივნისს Xbox Live-ის კონსოლურ ქსელში, ხოლო 8 ივნისს PSN-ში შედგება. სტუდია MercurySteam და Kojima Productions «დამუშავების დროს წარმოქმნილი ხარვეზების» გამოსწორებისთვის $10-ს ითხოვენ. პროექტის გამოსვლაზე გამომცემლობა Konami ზრუნავს. ექშენის ორიგინალი ვამპირების აურაცხელ ლაშქარზე, დემონებეზე და მსგავს ურჩხულებზე მოგვითხრობს, რომელთა დამარცხება და განადგურება ჩვენი […]

Tomb Raider-ის სრულიად ახალი ნაწილი 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა Square Enix, 2012 წლის შემოდგომისთვის, სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider–ის გამოშვებას გეგმავს. ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დეველოპერებმა სტუდია Crystal Dynamics–ს ანდეს, რომელიც თამაშს PC–სთვის, PS3–სთვის და Xbox 360–სთვის დაამუშავებენ. «ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ ლარას, უნიკალური ბიოგრაფიით!» — პირობას დებს Crystal–ის ხელმძღვანელი, დარელ გალაჰერი (Darrell Gallagher). სწავლის დამთავრებისთანავე, 21 წლის ლარა იაპონიის სანაპიროს ერთ–ერთი კუნძულისკენ მიემართება, სადაც ის დაკარგული რელიქვიებისა და არტეფაქტების ძიებას გეგმავს. […]

Sony-მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინა

E3–ის ჩვენებაზე, კომპანია Sony-მ NGP–ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მოწყობილობის შესაძლებლობები და მონაცემები საკმაოდ მძლავრი და საინტერესოა. მოკლედ, მოდით ერთად ვნახოთ თუ რა შეუძლია Sony NGP–ს: ცენრტალური პროცესორი: ARM Cortex-A9–ის 4 ბირთვიანი პროცესორი გრაფიკული პროცესორი: SGX543MP4+, OpenGL 2.0–ის მხარდაჭერით დისპლეი: 5–დიუმიანი მულტითაჩ OLED-დისპლეი, 960 × 544, TrueColor ზომები: დაახლოებით 182 x 83,55 x 18,6 მმ ღილაკები/გადამრთველები: ღილაკი PS, ჩამრთველ–გამომრთველი ღილაკი, […]

Might & Magic: Heroes VI-ის ბეტა–რელიზი ივნისის ბოლოს შედგება

Might & Magic: Heroes VI–ის ღია ბეტა ტესტირება 28 ივნისს დაიწყება, გვპირდება ფრანგული გამომცემლობა Ubisoft. სტრატეგიით გართობას, სხვებზე ადრე, ისინი შეძლებენ, რომლებიც თამაშის წინასწარ შეკვეთას მისცემენ. რა თქმა უნდა, «ბეტაზე» წვდომას სხვებიც აიცულებლად მიიღებენ, მაგრამ აი როდის? — უცნობია. თქვენ მოგიწევთ სამი ერთმომხმარებლიანი მისიის, ქსელური ბრძოლების ერთი რუკისა და რამდენიმე გმირის დატესტვა. სრულფასოვანი რელიზი 8 სექტემბერს შედგება […]

Uncharted 3: Drake’s Deception-ის ღია ბეტა–ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება

Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა. გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება. ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის […]

ხვალ Hunted: The Demon’s Forge–ის რელიზი შედგება

ხვალ, 31 მაისს, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება როლური თამაში Hunted: The Demon’s Forge. ევროპული პრემიერა 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი. პროექტი, რომელიც სტუდია inXile–ში შეიქმნა, PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. შეგახსენებთმ, რომ inXile დაარსებულია ბრაიან ფარგოს მიერ, რომელიც ადრე Interplay–ში მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის ისეთი კლასიკები, როგორებიც არის Fallout, თუ Bard’s Tale. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ახალი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას […]