Electronic Arts-მა ორი Facebook-თამაში დააანონსა

სოციალურ ქსელ Facebook–ში «სიმპსონები» გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. ცნობილი გახდა, რომ EA ამ ქსელისთვის ერთდროულად ორ თამაშს შექმნის. პირველ პროექტს სამშენებლო სიმულატორი SimCity წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ფლეშ–თამაში, რომელიც მულტ–სერიალის, The Simpsons–ის მოტივებზე არის შექმნილი; გავბედავ გაუწყოთ, რომ ორივე თამაში, სტუდია Playfish–ში იქმნება, რომელიც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ЕА–ს საკუთრება გახდა. აი რა არის ცნობილი პირველ […]
Gaijin Entertainment ავია–სიმულატორზე, Birds of Steel–ზე მუშაობს

რუსული სტუდია, Gaijin Entertainment კონსოლურ ავია–სიმულატორს, Birds of Steel–ს ამუშავებს. ცნობილი გახდა, რომ Gaijin–მა და Konami–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის PS3 და Xbox 360 ვერსიების შექმნის შესახებ. რელიზი 2012 წლის პირველ კვარტალში შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სითბური ჭურვები, მახის სიჩქარე (1225 კმ/სთ), დახვეწილი აეროდინამიკა და მსგავსი «კომფორტი» არ ექნება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშე ნამდვილად არ მოიწყენს. მოკლედ, თამაში «ყველაზე ცნობილ და სასტიკ საჰაერო […]
Hellgate-ის დახურული ბეტა–ტესტირება ივნისში დაიწყება

მიმდინარე წლის დასრულებამდე, შესაძლოა, ონლაინ RPG თამაშის, Hellgate–ის «ტრიუმფალური დაბრუნება» ვიხილოთ. პროექტის ორიგინალი, Hellgate: London, შეგახსენებთ Flagship Studios–ის და Namco Bandai–ს პროდუქტს წარმოადგენს, რომლის რელიზი 2007 წლის 31 ოქტომბერს შედგა. თუმცა თამაში არ აღმოჩნდა მომგებიანი, როს გამოც 2009 წლის იანვარში ყველა სათამაშო სერვერი გაითიშა. საწყის ეტაპზე მოსალოდნელია თამაშის დახურული ბეტა–ტესტირება, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაეწეროს და 3–დან 5 ივნისამდე […]
ცნობილია Dungeons & Dragons: Daggerdale–ის რელიზის ზუსტი თარიღი

სტუდია Bedlam Games–მა დაასრულა RPG თამაშის, Dungeons & Dragons: Daggerdale–ის ყველა ვერსიაზე მუშაობა, იუწყება გამომცემლობა Atari. PC-სა და Xbox 360–ზე თამაში ხვალ, 25 მაისს გამოჩნდება, ხოლო PS3–ზე — 31 მაისს. მოქმედება Forgotten Realms–ის გამოგონილ ქალაქში ვითარდება, რომელიც Dungeons & Dragons–ის წესების შესაბამისად არის შექმნილი. მოკლედ, არც ეცადოთ მოდუნებას ან ტაქტიკურ ბრძოლას: ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივია ექშენ–RPG, სადაც საჭიროა რაც შეიძლება რითმულად და სწრაფად […]
Dungeon Siege III-ის დემო ვერსია შემდეგ კვირას გამოვა

როლური თამაშის, Dungeon Siege III–ის მწარმოებლები იუწყებიან, რომ პროექტის გაცნობას მის რელიზამდე შევძლებთ. გასაგებია, რომ საუბარია მის დემოვერსიაზე. Obsidian Entertainment დემოს გამოშვებას ყველა პლატფორმაზე აპირებს, თუმცა არა ერთდროულად. გამომცემოლობა Square Enix–ში აცხადებენ, რომ კონსოლ Xbox 360–ის მფლობელები დემოვერსიის ჩამოტვირთვას 31 მაისიდან შეძლებენ, ხოლო PS3–სა და PC-ის — 7 ივნისიდან. რაც შეეხება თამაშის სრული ვერსიის რელიზს: 17 ივნისი — ევროპა, 21 — ა.შ.შ და […]
«აკელა» Trainz Simulator 12–ს გამოუშვებს

ძალაინ საინტერესო თამაში იმათთვის, ვინც დაინტერესებულია სარკინიგზო ქსელის მუშაობის პრინციპით: «აკელამ» Trainz Simulator 12 დააანონსა. პროექტის ლოკალიზაცია, რომლის დამუშავებაზე ავსტრალიური სტუდია Auran ზრუნავს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება დასავლურ რელიზს, მასზე პასუხს N3V Games აგებს. ალბათ, თამაშის სახელწოდებიდანაც მიხვდებით, რომ ჩვენ მოგვიწევს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია: ლოკომოტივები, ათასობით სარკინიგზო ობიექტი და შენობა–ნაგებობები, რეალურად არსებული […]
Guild Wars 2-ის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MMORPG თამაშის, Guild Wars 2–ის თაყვანისმცემლებს თამაშით გართობა მიმდინარე წლის მიწურულს შეეძლებათ. აქციონერებთან გამოსვლისას, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯაო ლიმ (Jaeho Lee) თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა. NCsoft–ის შვილობილი ArenaNet უკვე ტესტავს პროექტის ალფა–ვერსიას და «ბეტას» გამოსაშვებად ემზადება. თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ასევე, რამდენიმე სიტყვა ითქვა თამაშის რელიზის შესახებ. მიუხედავად […]
BioShock 2: Minerva’s Den-ის PC–ვერსია 31 მაისს გამოჩნდება

BioShock 2–ის გადმოსაწერი დამატების, Minerva’s Den–ის PC-ვერსია, როგორც ჩანს, მაინც გამოვა. გამომცემლობა 2K Games–მა რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა — მიმდინარე წლის 31 მაისი. პირველი სახის შუთერი Games For Windows Live–ის სისტემაში გამოჩნდება და $10 ეღირება. შეგახსენებთ, რომ თამაშის კონსოლური ვერსია 9 თვის წინ გამოვიდა. Minerva’s Den — ეს არის სრულფასოვანი სიუჟეტის მქონე დამატება, საკუთარი გმირებითა და ისტორიით. თამაში დიდი მამიკოს […]
Ghost Recon: Future Soldier-ის რელიზი ერთი წლით გადაიდო

ტაქტიკური შუთერის, Tom Clancy’s Ghost Recon: Future Soldier–ის (PC, PS3, Wii, DS, PSP და Xbox 360) რელიზი ისევ გადაიდო, აცხადებს Ubisoft. დამუშავება, რომელზეც «უბის» პარიზული განყოფილება ზრუნავს, საკმაოდ პრობლემატურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის რელიზი 2012 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი, Ubisoft–ის განცხადებით, მისი რელიზი 2013 წლის პირველ კვარტლამდე გადაიდო. თუმცა, Ub–ის აღმასრულებელი დირექტორი, ივ გილმო «გვაჯერებს», რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს: «უბრალოდ […]
ექშენ–RPG Dark Souls ოქტომბერში გამოჩნდება

როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა. თამაშის სიუჟეტი […]
