ცნობილია HTC Desire 2-ის მახასიათებლები

ინტერნეტში გამოჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია HTC Desire 2-ის მახასიათებლების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იქნება Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე (14–17 თებერვალი, ბარსელონა, ესპანეთი). მოდელი ექბება: 3,7-დიუმიან სენსორულ დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800, რომელიც შესრულებულია Super TFT ტექნოლოგიით, 512 მბ ოპერატიული მეხსიერება, 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში, ასევე 4-გიგაბაიტი მეხსიერება, Wi-Fi, Bluetooth 2.1+EDR, GPS […]

ფოტოკამერა Casio Tryx არასტანდარტული კონსტრუქციით

Casio-მ ოფიციალურად წარმოადგინა არასტანდარტული ტრანსფორმირებადი ფოტოკამერა Tryx (მოდელი EX-TR100), რომლის დემონსტირებაც პირველად შედგა CES 2011-ის გამოფენაზე. Tryx-ის მთავარი განსაკუთრებულობაა კორპუსის ორიგინალური კონსტრუქცია. მოდულს დისპლეით, ობიექტივთან მიმართბაში, შეუძლია 270 გრადუსიანი კუთხით შემოტრიალება, რისი საშუალებითაც უფრო ადვილია გადაღება სხვადასხვა პოზიციიდან. გარდა ამისა, კამერას აქვს ჩარჩო რომელიც ბურნავს 360 გრადუსით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ფოტოაპარატის ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაყენება, მაგალითად: კედელზე. […]

Sony Ericsson Xperia Play

ამ დრომდე, Sony Ericsson-ის სათამაშო კონსოლის შესახებ ინფორმაცია არსებობდა მხოლოდ ჭორის დონეზე. ოფიციალური ანონსი შედგება 13 თებერვალს Mobile Word Congress-ის გამოფენაზე ბარსელონაში (ესპანეთი).თუმცა, უკვე გამოჩნდა Xperia Play-ის სარეკლამო რგოლი, ხოლო ოფიციალური ინფორმაცია მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ ცნობილი გახდება, Mobile Word Congress-ის დასრულებისთანავე. httpvhd://www.youtube.com/watch?v=M4lxuoGgbxs გამოყნებულია Sony Ericsson-ის და Engadget-ის მასალები.

იაპონიის, რიგით მეთოთხმეტე, მედია–არტ ფესტივალი

ამომავალი მზის ქვეყანაში ჩატარებულ მედია–ხელოვნების როგით მეთოთხმეტე ფესტივალზე პროფესიონალებმა და მოყვარულებმა სიფრული ტექნოლოგია ნამდვილ ხელოვნებად აქციეს. ღონისძიების ერთ–ერთი საინტერესო პროექტი i3DG–ის შესაძლებლობები გახდა. ის სამი ფენის სარკისგან შემდგარ «ხუფს» წარმოადგენს, რომელიც iPhone–ის ან iPod touch–ის ზედა ნაწილზე მაგრდება. ჰორიზონტალურად მოთავსებულ მოწყობილობაზე სურათის ან ვიდეოჩანაწერის ჩართვის შემთხვევაში მომხმარებელს სამი განზომილების ილუზია ექმნება. ასე რომ, Apple–ის პროდუქციის […]

Android-სმარტფონის Motorola Droid X2-ის ანონსი შედგება გაზაფხულზე

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია ფლაგმანურ «გუგლფონზე» Motorola Droid X2-ზე (Daytona), რომელიც გაზაფხულზე შეცვლის მოდელს Droid X-ს. სიახლე სავარაუდოდ მიიღებს 4,3-დიუმიან სენსორულ დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობით 540×960 ( ზუსტად ისეთს როგორიც აქვს Atrix 4G-ს და Droid Bionic-ს) და nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმას, რომელსაც აქვს 2 ბირთვიანი CPU. სავარაუდოდ პროგრამული პლატფორმად გამოყნებული იქნება Android 3.0. გარდა ამისა, აღსანიშნავია 8-მეგაპიქსელიანი […]

წარმოდგენილია სათამაშო კონსოლი Sony NGP (PSP2)!

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს 27 იანვარს, კომპანია Sony Computer Entertainment-მა დააანონსა თავისი მეორე თაობის პორტატული სათამაშო კონსოლი. სიახლის კოდური სახელია NGP (Next Generation Portable); ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახელით გამოვა სიახლე ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ მისი სახელი იქნება PSP2 (PlayStation Portable 2). მოდელის აპარატული პლატფორმაა ოთხბრითვიანი (!) პროცესორი ARM Cortex-A9-ის არქიტექტურით და გრაფიკული ამაჩქარებელი PowerVR […]

სამხრეთ კორეაში დაანონსებულია სმრატფონი Samsung Galaxy S Hoppin

კორეულმა კომპანია Samsung-მა და ადგილობრივმა ფიჭურმა ოპერატორმა SK Telecom-მა წარმოადგინეს «გუგლფონი»  Galaxy S Hoppin (SHW-M190S). სიახლის განსაკუთრებულობა –– ინტეგრაცია Hoppin-ის სერვისთან, რომელიც განავითარა ხსენებულმა ტელეკომ-კომპანიამ. მისი გამოყენებით შესაძლებელია წვდომის მიღება მედიაკონტენტზე, რომელიც მოთავსებულია SK Telecom-ის სერვერებზე. გარდა ამისა, Samsung Galaxy S Hoppin-ს შეუძლია ვიდეოს ტრანსლირება ტელევიზორებზე და კომპიუტერებზე; ამისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან უკაბელო შეერთება, […]

პლანშეტი Motorola Xoom-ის, სავარაუდო ღირებულება — $700

პლანშეტური კომპიუტერის Motorola Xoom-ის  გაყიდვები სავარაუდოდ დაიწყება 2011 წლის 17 თებერვალს. ამ დღეს გამოჩნდება პლანშეტი Best Buy-ის სუპარკეტების ქსელში. მოდელის ღირებულებაა $700, რაც საკმაოდ ძვირია. შეგახსენებთ, რომ პლანშეტი წარმოდგენილი იყო CES 2011-ის გამოფენაზე  (6–9 იანვარი, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ). მოდელის არსენალში შედის: nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმა, 10,1-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1280×800, ადაპტერი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ, […]

ცნობილია პლანშეტური კომპიუტერის Samsung Galaxy Tab 2-ის მახასიათებლები!

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ Samsung ამზადებს მეორე თაობის პლანშეტურ კომპიუტერს Galaxy Tab-ს. მოწყობილობას გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი ARM-ის არქიტექტურაზე. მიახლოებით ეს იქნება ან საკუთარი ჩიპი «სამსუნგი», ან nVidia Tegra-ს პლატფორმა. ოპრატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ; ხოლო ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 64 გბ-მდე. 7-დიუმიან ეკრანს აქვს, მაღალი გარჩევადობა, რომელიც შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით. აღსანიშნავია ორი კამერა: 8-მეგაპიქსელიანი […]

Samsung-მა, შესაძლოა, გამოუშვას სმარტფონი Galaxy S Mini

Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე  (14–17 თებერვალი, ბარსელონა, ესპანეთი) კომპანია Samsung წარმოადგენს სმარტფონს S5830. სიახლე არის «Samsung I9000 Galaxy S-ის შემცირებული ვერსია». არ არის გამორიცხული, რომ აპარატი ბაზარზე წარმოდგენილი იქნება დასახელებით Galaxy S Mini. S5830-ის ფუნქციონალური ნაკრები სტანდარტულია: მოწყობილობას ექნება 5-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით და შუქდიოდური გაელვებით, Bluetooth მოდული ( სავარაუდოდ 3.0 ვერსია), Wi-Fi კონტროლერი, სლოტი […]