Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით  Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც,  Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]

WiFi ტრანსლაცია ცარიელ ტელესიხშირეებზე

ამერიკელმა სტუდენტმა რაიან გიერამ (Ryan Guerra)  შექმნა მოწყობილობა, რომელიც გადასცემს WiFi-სიგნალს 1600 მეტრზე უფრო მეტ მანძილზე. თვითნაკეთი კონსტრუქცია, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, შედგება ჩვეულებრივი WiFi ადაპტერისგან, კომპიუტერისაგან Linux-ის მართვის ქვეშ და ექსპერიმენტული კონვერტორით, რომელიც ამცირებს სიხშირეს 2,4 გიგაჰერციდან (არხის სიგანე 20 მეგაჰერცი) 560 მეგაჰერცამდე (სატელევიზიო არხი, 5 მეგაჰერცი სიგანით). გამოსასვლელში კონვერტერზე მიერთებულია ჩვეულებრივი ანტენა, რომელის შეიძლება […]

წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]

ორი ირონიული დასასრული?

როგორც Engadget-ის ერთ-ერთი წამყვანი რედაქტორის Ross Rubin-ის სტატიაშია მოხსენიებული: თუ კარგად დავუკვირდებით შევამჩნევთ, რომ დღევანდელი მოვლენები მობილური ოპ. სისტემების და კომპანიების გარშემო საკმაოდ ირონიულ ელფერს ძენს. ყველაფერი კი PDA-დან (პერსონალური ინფორმაციული ასისტენტი) დაიწყო. კომპანია HP გახდა Palm-ის მესაფლავე და Nokia-მ გააკეთა ანონსი, რომ Symbian-ოპ სისტემა დარჩება, მაგრამ არა სმარტფონებისთვის – აქ უკვე Windows Phone 7 იქნება გამოყენებული. შეიძლება […]

Nokia + Microsoft. Here we go!

გამოჩნდა პირველი ვიდეო პრეს–კონფერენცია Nokia–სა და Microsoft–ის გაერთიანების საპატივცემლოდ: დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Nokia და Microsoft სტრატეგიულ თანამშრომლობას აცხადებენ

Nokia და Microsoft, მობილურ ბაზარზე სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ იუწყებიან. Microsoft საიტზე განთავსებულ პრეს–რელიზში შეთანხმების ძირითად კომპონენტებზე საუბრობენ: კომპანიები ერთიანდებიან ახალი, გლობალური, მობილური ეკოსისტემის შესაქმნელად; Nokia გადავა Windows Phone–ზე, როგორც ძირითად მობილურ ოპერაციულ სისტემაზე და დაამატებს საკუთარ ინოვაციებს, მაგალითად ფოტოკამერის სფეროში, სადაც Nokia ინდუსტრიის ლიდერია; Nokia მომავალ Windows Phone–ის პლატფორმებს დაეხმარება განვითარებაში, დაამატებს ენების მხარდაჭერას, ბაზრისა […]

Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]

ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია. ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს. Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, […]

Android ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა გახდა

კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა. Symbian-მოწყობილობების […]

Microsoft: 60 დღეში 8 მლნ Kinect გაიყიდა

6 იანვარს, CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარი, ლას-ვეგასი. ნევადა, აშშ.) Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა ოფიციალურ გამოსვლაში განაცხადა, რომ Kinect-ის ბაზარზე გამოჩენიდან (2010 წლის ნოემბერი) სამოც დღეში კორპორაციამ, მთელს მსოფლიოში, 8 მლნ მოწყობილობის რეალიზება შეძლო. ბალმერმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის სულ 50 მლნ Xbox 360 არის გაყიდული, აქედან 30 მლნ (ყოველ ორ წამში ერთი ახალი […]