Samsung Galaxy S III-ის სმარტფონზე წინასწარი შეკვეთების რიცხვმა 9 მილიონს მიაღწია

Samsung Galaxy S III-ს აქვს 4-ბირთვიანი პროცესორი Exynos ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11a/b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, NFC-მიკროჩიპი, აქსელერომეტრი, განათების და მიახლოვების სენსორები, ბარომეტრი, ციფრული კომპასი, გიროსკოპი და MicroSD სლოტი. სენსორულ HD Super AMOLED დისპლეის გააჩნია 4,8-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (720p). გარდა ამისა, არის ორი კამერა: […]
Galaxy Note ICS განახლება N7000 მოდელისათვის

როგორც იქნა გამოვიდა Galaxy Note-ის ანდროიდის უახლეს ვერსიამდე განახლება, როგორც ჩვენს წინა პოსტში ვიტყობინებოდით მან მიიღო Premium Suite-ის სრული განახლებული პაკეტი და Android 4.0.4 ვერსიის საბაზისო ფუნქციონალი. რა თქმა უნდა უკვე განვაახლე ჩემი Note და მინდა აღვნიშნო, რომ მოწყობილობა გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და სტილუსით მუშაობა უფრო კომფორტულია ვიდრე წინა ვერსიებში. განახლების […]
Samsung Galaxy S III – მესამე გალაქტიკა

სმარტფონი Samsung Galaxy S III, რომლის გარშემოც იყო უამრავი საუბრები, ჭორები და ინფორმაციის გაჭონვები, წუხელ იქნა ოფიციალურად წარმოდგენილი ლონდონში. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ ეს აღმოჩნდა სენსორული მონობლოკი ერთი აპარატული ღილაკით და ორი სენსორით ეკრანის ქვეშ (რაც Samsung-ის გუგლოფონებისთვის ჩვეულებრივი ამბავია) Super AMOLED ეკრანის დიაგონიალი 4,8 დიუმს შეადგენს და მისი გარჩევადობა HD 720p ანუ 1280×720 წერტილია. კამერის მატრიცა […]
RIM: BlackBerry 10

BlackBerry World 2012-ის სცენაზე გამოვიდა RIM-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი ტორსენ ჰეინსი (Thorsten Heins), რომელმაც გარდა იმისა, რომ მოახდინა RIM-ის ახალი მობილური პლატფორმის ელემენტების დემონსტრირება, ასევე აჩვენა მსოფლიოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს დანებებას. RIM თავის იმედებს ამყარებს BlackBerry 10-ზე სრულიად ახალ პლატფორმაზე, რომელიც არის კონცენტრირებული ვირტუალურ კლავიატურაზე და უარს ამბობს ფიზიკურ კლავიატურის მემკვიდრეობაზე და BlackBerry 7-ზე. […]
წარმოდგენილია სმარტფონი LG Optimus True HD LTE

კომპანია LG Electronics-მა ევროპულ ბაზარზე დააანონსა «გუგლფონი» Optimus True HD LTE (მოდელი P936) მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით. მობილურ აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი დისპლეი IPS-მატრიცით; ეკრანის გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (ფორმატი 720p). არის ორი კამრა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესალებლობის მხარდაჭერა. სმარტფონი აღჭურვილია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორით ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული […]
სმარტფონები Mozilla-ს დამზადებული მობილური ოპ. სისტემით გამოვა წლის ბოლოსკენ

პლანშეტების და კომუნიკატორების ოპ. სისტემების ბაზარზე გამოჩნდება ახალი მოთამაშე, Mozilla-ს საზოგადოებამ განაცხადება, რომ 2012 წლის დასარულს ან 2013 წლის დასაწყისში გამოვა პირველი მოწყობილობები Boot to Gecko-ს აპარატულ პლატფორმაზე. მობილური OS-ში მოთავსებულია Gecko ძრავი, რომელიც გამოიყენება კერძოდ ბრაუზერ Firefox-ში. პლატფორმა მიიღებს საკუთარ ინტერფეისს Web API, რომელსაც გააჩნია სტანდარტული ტელეფონის ფუნქციების მხარდაჭერა: ზარები, SMS, უკაბელო Bluetooth-კავშირი, NFC და […]
Samsung Galaxy S III-ის ნიმუში

წარმოდგენილია, Samsung Galaxy S III-ის ნიმუში, რომლის ანონსიც შედგება 3 მაისს ლონდონში. ჭორების თანახმად, კორპუსი, რომელიც გააჩნია მოწყობილობას, დროებითია და მას შეცვლიან ანონსამდე. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებლს საკამოდ მძლავრად გამოიყურება და სავრაუდოდ არ შეიცვლება: CPU: Samsung Exynos Quad-Core, 1.4 GHZ GPU: Mali-400 RAM: 1 GB ROM: 16 GB Battery: 2050 მა/სთ სლოტი მეხსიერების ბარათისთვის, NFC-მიკრო-ჩიპი და ა.შ. ეკრანი — […]
Samsung Galaxy Note Premium Suite (Ice Cream Sandwich) [ვიდეო]

Samsung-ის 5.3 დიუმიანი GALAXY Note სმარტფონი, რომელის გაყიდვებმაც მოლოდინს გადააჭარბა, მალე მიიღებს Ice Cream Sandwich-ზე განახლებას. კომპანიამ აჩვენა ამ პროდუქტის განახლებაში შემავალი ფუნქციონალი ვიდეო რგოლის სახით, რომელზეც მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. [youtube]http://www.youtube.com/watch?v=FvH6vbhOs6Y[/youtube]
Samsung წარმოადგენს Galaxy S III-ს ლონდონში 3 მაისს

შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა ჭორი და ყალბი სურათები და მოსაწვევები, რადგან Samsung Mobile-მა უკვე გაუგზავნა ბრიტანეთის პრესას მოსაწვევები 3 მაისს დაგეგმილ “Samsung Unpacked” ღონისძიებაზე. გზავნილი შემდეგნაირია “მოდით და შეხვდით შემდეგ Galaxy-ს”. ასევე ცნობილი გახდა, რომ იქნება ამ ღონიძიების ლაივ სტრიმინგი 11 საათზე თბილისის დროით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. წყარო: SlashGear
LG ამზადებს მძლავრ სმარტფონს D1L-ს

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით კომპანია LG მაისში დააანონსებს კომუნიკატორს D1L-ს, რომელიც კონკურენიცას გაუწევს Galaxy S III-ს, რომელსაც გამოშავებად ამზადებს კომპანია Samsung. სავარაუდო მონაცემებით, D1L-ს ექნება 28-ნანომეტრიანი «სისტემა ჩიპზე» Snapdragon S4, რომელიც აერთიანებს ორ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც და გრაფიკულ კონტროლერს Adreno 225-ს. პროცესორი იძლევა მუშაობის საშუალებას: 3D-კონტენტთან, მაღალი გარჩევადობის ვიდეოსთან 1080p ფორმტაში, 8-არხიან (7.1) ხმასთან და კამერებთან გარჩევადობით […]
