სმარტფონების ბაზარის მოცულობა სწრაფი ტემპებით იზრდება

Apple–მა შესაძლოა Nokia–ს გაასწროს (Wu Kaixiang / Xinhua Press / Corbis–ის ფოტო). კომპანია International Data Corporation–მა (IDC) სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლების, პირველი კვარტლის, საბაზრო წილები შეაფასა. იანვრიდან მარტის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა OS-ის, 99,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%–ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 55,4 მლნ ერთეულს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ Nokia […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
Galaxy S II-მა, კორეაში, წინასწარი გაყიდვების მოცულობით, iPhone 4–ს გაასწრო

ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung Galaxy S II–ის გაყიდვები, სამხრეთ კორეაში, 25 აპრილს დაიწყო. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, სამი სამხრეთ–კორეული ოპერატორისგან, Samsung–მა 200 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. პირველ 30 წუთში, დაახლოებით, 10 ათასი შეკვეთა გაფორმდა, ხოლო მომდევნო 64 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის: აგვისტოში Apple–მა კორეელებისგან iPhone 4–ის, მხოლოდ, 110 ათასი შეკვეთა მიიღო. როგორც ჩანს, Galaxy S II–ის რეკორდს, საკმაოდ დიდი […]
დასახელდა The Webby Awards–ის გამარჯვებულები

LEGO.com-ის სასტარტო გვერდი. როგორც იქნა, ცნობილი გახდა ვებბის (The Webby Awards) ყოველწლიური პრემიის (რიგით მეთხუთმეტე) ლაურეატები. The Webby Awards — ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული დაჯილოება, რომელიც ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო ინტერნეტ–პროექტებს. პროექტის ორგანიზატორია ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემია (International Academy of Digital Arts and Sciences). ლაურეატების არჩევა ხდება როგორც ჟიურის, ასევე გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების დათვლით. […]
ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20 პროცენტით გაიზარდა

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო. კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა. «ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი […]
Portal 2 — ბრიტანული ჩარტის ლიდერი

Aperture Science Labs–ის კომპლექსი გასული კვირის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა. შეჯამებულია მონაცემები კომპიუტერული და ვიდეოთამაშების გაყიდვების მოცულობის შესახებ დიდ ბრიტანეთში. სენსაცია არ დაფიქსირებულა — სივრცითი თავსატეხი Portal 2, როგორც მოსალოდნელი იყო, მულტოპალტფორმულ ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. კომპანია Valve–ის მიერ დამუშავებულმა თამაშმა, ა.შ.შ–ს ზეცა პირველად 19 აპრილს იხილა, ხოლო ევროპაში 21 აპრილს გამოჩნდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მთავარ გმირს, […]
წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]
Guitar Hero III: Legends of Rock — ყველაზე წარმატებული პროექტი ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში […]
პორტატული კომპიუტერების მსოფლიო ბაზარზე Apple ლიდერობას არავის უთმობს

კომპანია DisplaySearch–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის პორტატული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მოფლიოში, დაახლოებით, 59,6 მლნ მობილური PC გაიყიდა, რაც კვარტალური გამოთვლებით 8%–ით მეტია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 17%–ით. ლიდერის პოზიციას, 17,2 %–ითა და 10,2 მლნ გაყიდული მოწყობილობით, Apple არავის უთმობს. თუ არ ჩავთვლით პლანშეტ iPad–ს, რომლის გაყიდვების მოცულობამ, წინა კვარტალში, 7,33 […]
Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]
