სმარტფონების კვარტალური გაყიდვების მოცულობამ 100 მლნ ერთეულს მიაღწია

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა. Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში […]
ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია. ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს. Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, […]
Google Android სწრაფი ტემპებით იძენს პოპულარობას პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში […]
AMD და nVidia ავიწროებენ Intel-ს გარფიკული ჩიპების ბაზარზე

Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა 2010 წელს გარფიკული პროცესორების მსოფლიო ბაზარზე ძალების გადანაწილება შეაფასეს. მეოთხე კვარტალში, პლანეტას 113 მლნ ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეოადაფტერი მიეწოდა. 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით ზრდამ 7,8% შეადგინა, ხოლო წლიური გამოთვლებით — მხოლოდ 4,3 %, სულ 432,2 მლნ ერთეული. შედარებისთვის: 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, ბაზრის მოცულობა 11%–ით გაიზარდა. გარფიკული პროცესორების ბაზარზე, […]
Android ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა გახდა

კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა. Symbian-მოწყობილობების […]
Microsoft-მა Windows Phone 7–ის ორ მილიონზე მეტი ასლის გაყიდვა შეძლო

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა. კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone […]
კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა ახალ რეკორდს ამყარებს

კომპანია IDC-იმ პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მეოთხე კვარტლისა და მთლიანი, 2010 წლის მდგომარეობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, წინა კვარტალში, დესკტოპების, ნოუთბუქების, ნეტბუქებისა და პლანშეტების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა — დაახლოებით 92,1 მლნ. ეს მაჩვენებელი 2,7%-ით მეტია 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით. მიწოდების მოცულობით Hewlett-Packard ლიდერობს — 18 მლნ რეალიზებული PC და ბაზრის 19,5%. ერთი წლით ადრე კომპანია […]
iPhone 4 — 2010 წლის ყველზე გაყიდვადი eBay-პროდუქტი

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული. მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა […]
Android-ისა და iOS-ის საბაზრო წილები 2012 წელს გათანაბრდება

სტივ ჯობსი და მისი ქმნილება (2010 წლის იანვარი; პოლ საკუმის ფოტო, ასოშიეთედ პრესი). Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით, Apple iOS-ისა და Google Android-ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილი 2012 წელს თითქმის გათანაბრდება. მიმდინარე წელს, წინასწარი შეფასებებით, 14,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება მთელს მსოფლიოში. აქედან, დაახლოებით 90%-ს Apple iPad-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია იკავებს. iPad-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის Samsung Galaxy Tab-ის […]
IDC: მიკროპროცესორების გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი შენელდა

კრემნიუმის ფირფიტა Xeon-ის პროცესორით (Intel-ის ფოტო). კომპანია IDC-იმ х86-არქიტექტურის მიკროპროცესორების მსოფლიო ბაზარის, მესამე კვარტლის, კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IDC-ის მიერ მოწოდებული მასალები იუწყებიან, რომ მიკროპროცესორების გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი შენელდა. მეორე კვარტალთან შედარებით, მესამე მეოთხედში ბაზრის მოცულობა 2,1%-ით გაიზარდა, ხოლო ფინანსური შემოსავალი — 2,5%-ით. შედარებისთვის: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, ზრდამ შესაბამისად 3,6 და 6,2% შეადგინა. […]
