სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]
Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]
Microsoft-მა Windows Phone 7–ის ორ მილიონზე მეტი ასლის გაყიდვა შეძლო

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა. კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone […]
Android-ისა და iOS-ის საბაზრო წილები 2012 წელს გათანაბრდება

სტივ ჯობსი და მისი ქმნილება (2010 წლის იანვარი; პოლ საკუმის ფოტო, ასოშიეთედ პრესი). Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით, Apple iOS-ისა და Google Android-ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილი 2012 წელს თითქმის გათანაბრდება. მიმდინარე წელს, წინასწარი შეფასებებით, 14,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება მთელს მსოფლიოში. აქედან, დაახლოებით 90%-ს Apple iPad-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია იკავებს. iPad-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის Samsung Galaxy Tab-ის […]
«გუგლფონების» პოპულარობა აგრძელებს ზრდას

კვლევითი კომპანია Nielsen-ის თანახმად, ოპერაციული სისტემა Google Android აგრძელებს კომუნიკატორების ბაზარზე პოზიციების გამყარებას. მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, ა.შ.შ-ში სულ რეალიზებული სმარტფონებიდან «გუგლფონების» წილმა დაახლოებით 32% შეადგინა. შედარებისათვის: აპრილში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 26%-ს, ხოლო წლის დასაწყისში — 14%-ს. კონკურენტი პროგრამული პატფორმები — RIM BlackBerry OS და Apple iOS — თმობენ პოზიციებს. იანვარში BlackBerry OS-მა მოახერხა ბაზრის 34%-ის დაკავება, […]
