შემუშავებულია მოქნილი მინი-რობოტი

ნახტომებისათვის, რომელთა სიმაღლეც ბევრად აღემატება მის საკუთარ ზომებს, მოწყობილობა იყენებს მხოლოდ ერთ ძრავას. ნახტომი მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება მარტივად. ადამიანი ასეთი მოძრაობისათვის “რთავს” კუნთების მთელს რიგს, ხოლო რობოტი, იმის მიუხედავად, რომ ის ადამიანის მსგავსი არ არის, ასრულებს სამ სხვადასხვა მოქმედებას: ირჩევს მიმართულებას, ემზადება ასახტომად და ხტება. რობოტის აღჭურვა ძრავებით და მექანიზმებით მას ძალიან დიდს ხდის — ანუ […]
წარმოდგენილია აკრობატი რობოტი-ამფიბია

მოწყობილობამ იცის “თავიდან გადატრიალება”, ამის საშუალებით ის გადაადგილდება როგორც მიწაზე ისევე წყლის ფსკერზე, ასევე მას შეუძლია წყლის ზედაპირზე ამოსვლა და ჩასვლაც. ელექტრონული და მექანიკური სისტემების მინიატურიზაციას მივყავართ ასეთი პატარა ავტონომიური მოწყობილობების გამოჩენამდე. თუმცა ასეთი მოწყობილობებისათვის უსწორმასწორო ზედაპიზე გადაადგილება შესაძლოა პრობლემა გახდეს. კონსტრუქტორები ამ პრობლემას სხვადასხვაგვარად წყვიტავენ — მაგალითად, ერთ მოწყობილობას აქვს თვითმფრინავად ტრანსფორმირების საშუალება. სპეციალისტები The Center […]
რობოტს ადამიანის ყურადღების ამოცნობა ასწავლეს

ამერიკელმა მკვლევარმა მანქანას შეაძლებინა სპეციფიური ჟესტების ამოცნობა, რომლებიც მეტყველებს ადამიანის მასთან ურთიერთობით დაინტერესებულობაზე. მიზანი, რომელიც დაისახა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა აარონ ბობიკმა, იყო ვიზუალური კომუნიკაციური სიგნალების ამოცნობა, რობოტ საიმონის მიერ. მეცნიერმა ამ მიზანს მიაღწია: საიმონმა ჩამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით 80% შემთხვევაში სწორად ამოიცნო ცოცხალი ადამიანის მიერ მის მართ მიმართული ყურადღება. აქამდე რობოტს ასწავლეს სხვადასხვა ჟესტების გამოყენება, […]
რობოტები პირველად ირბენენ მარათონს

უკვე გარკვეულ ტრადიციად ქცეულ რობოფეხბურთს დაემატება ყველაზე რთული დისციპლინა — სირბილი 42 195მ-ზე. პროექტი Robot Challenge შემოთავაზებულია იაპონური კომპანია Vstone-ის მიერ, რომელიც, სპეციალიზირდება რობოტების და მათი კომპონენტების წარმოებაზე. შეჯიბრების წესების თანახმად, ორფეხა მოწყობილობებმა უნდა იარბინონ 442 წერე 100 მეტრიან ტრეკზე. შეჯიბრება ორიენტირებულია არა იმდენად სიჩქარეზე რამდენადაც გამძლეობაზე, რადგან კონსტრუქტორებს მისცემენ რობოტების შკეთების საშუალებას, მაგრამ არა […]
რობოტი Affetto – რეალისტური სახის მიმიკებით

მოწყობილობა, რომელიც ჯერ მხოლოდ ცალკე თავის სახით არსებობს, შეუძლია ადამიანის სახის გამომეტყველების და თვალების მოძრაობის გამეორება. რობოტი Affetto წარმოადგენს 1–2 წლის ბავშვის მოდელს. ის განკუთვნილია ცოცხალ ძიძებთან სამუშაოდ, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ადამიანის და მექანიკური ქმნილების ურთიექრთქმედების შესწავლა იქნება შესაძლებელი. ეს თავისთავად მეცნიერებს მისცემს საშუალებას თვითსწავლებადი რობოტის შექმნის. Affetto-ის შექმნით დაკავებულები არიან ახალგაზრდა მკვლევარეიბი ოსაკას […]
ახალი იაპონელი რეკორდსმენი ელექტრომობილი TGMY EV Himiko

ეს ხელით აწყობილი ელექტრომობილია, რომელსაც შეუძლია 550 კმ-ის გავლა ელემენტის ერთი დამუხტვით. ეს რეკორდია ასეთი კლასის მანქანებისათვის. რეკორდსმენი ავტომობილი TGMY EV Himiko, წარუდგინეს პუბლიკის და სპეციალისტებს ელექტოძრავების ინდუსტრიის მიღწევების გამოფენაზე ტოკიოში EV & HEV Drive System Technology Expo, რომელიც ტარდებოდა 19-დან 21 იანვრამდე. ის შექმნა კერძო ავტომწარმოებელმა Mitsuoka Motors. რეკორდსმენის წინამორბედი გამოჩნდა 13 წლის წინ. […]
წყლისმფრქვევი JetLev მზადაა კომერციალიზაციისთვის

სულ მალე გაყიდვაში გამოვა სიმპათიური მოწყობილობა, წევის ძალას მასში ქმნის საკმაოდ რეაქტიულად გამოტყორცნილი წყალი. JetLev-ის შემუშავება დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც წარმოშობით ჩინელმა კანადელმა რეიმონდ ლიმ გამოიგონა მოწყობილობა რომელიც იძლეოდა ჰაერში ცოტა ხნით გაჩერების საშუალებას. ის მუშაობდა რეაქტიული წევით, მაგრამ ჰქონდა მთავარი მინუსები, ფრენის ძალიან დაბალი ხანგრძლივობა და საწვავის დიდი ხარჯი. საწვავის მაგივრად, JetLev-ს ზევით […]
წარმოდგენილია რობოტ-ჰექსაპოდის გაუმჯობესებული ვერსია

მექანიკურ ქმნილებას ექვსი მბრუნავი ფეხით შეუძლია ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად გადაადგილება. რობოტი Х-RHex აწყობილია ლაბორატორია Kod*lab-ის მიერ, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში (ა.შ.შ)მდებარეობს. პროექტი შემქმნელებს ნულიდან არ დაუწყიათ: მასში გამოიყენეს წინა მსგავსი პლატფორმების ნიმუშები. ახალი მოდელი თავის წინა მოდელებზე ბევრად ძლიერია და შეუძლია სამჯერ მეტი მანძილი დაფაროს. გაუმჯობესების მიუხედავად, მოწყობილობას არ დაუკარგავს კომპაქტურობა. მისი ზომებია — 57×39×7,5 სმ. […]
ინგლისურის მასწავლებელი რობოტები შეუდგნენ მუშაობას სამხრეთ კორეის სკოლებში

მოწყობილობას სახელად EngKey შეუძლია ლაპარაკი, წიგნების კითხვა, ინგლისური სიმღერების სიმღერა და მუსიკაზე ცეკვა. ერთი მეტრის სიმაღლის კვერცხის ფორმის რობოტი შექმნილია კორეის მეცნიერების და ტექნოლოგიის ინსტიტუტში (KIST). მანქანა გადაადგილდება ბორბლებზა, ხოლო თავის ნაცვლად მას აქვს დისპლეი, რომელზეც ევროპელი ქალის სახეა გამოსახული. მოწყობილობას დისტანციურად მართავს “ცოცხალი” ინგლისურის მასწავლებელი. კამერა აფიქსირებს ოპერატორის მიმიკას და დაუყოვნებლის ახდენს დისპლეიზე მის […]
მეცნიერებმა შექმნეს ისტორიაში პირველი ეგზოჩონჩხი, რომელიც იმართება ტვინით

სამეცნიერო მიღწევებში, იდეების ჩამოყალიბებაში ხშირად დიდ როლს სამეცნიერო ფანტასტიკა თამაშობს. საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც აღწერილი იყო სამეცნიერო ფანტასტიკაში, მაგრამ დღესდღეობით უკვე რეალობაა. მეცნიერების მორიგი შედევრიც “ფანტასტიკის სფეროდანაა”, კონკრეტულად ვიდეოთამაშების სერია Crysis-იდან. ეს არის ეგზოჩონჩხი რომელიც იმართება აზრებით, გონების იმპულსებით. გამოგონება ეკუთვნის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფს ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. კვლევების დროს მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებდნენ კომპიუტერის ინტერფეისით, […]
