ცნობილია Dungeons & Dragons: Daggerdale–ის რელიზის ზუსტი თარიღი

სტუდია Bedlam Games–მა დაასრულა RPG თამაშის, Dungeons & Dragons: Daggerdale–ის ყველა ვერსიაზე მუშაობა, იუწყება გამომცემლობა Atari. PC-სა და Xbox 360–ზე თამაში ხვალ, 25 მაისს გამოჩნდება, ხოლო PS3–ზე — 31 მაისს. მოქმედება Forgotten Realms–ის გამოგონილ ქალაქში ვითარდება, რომელიც Dungeons & Dragons–ის წესების შესაბამისად არის შექმნილი. მოკლედ, არც ეცადოთ მოდუნებას ან ტაქტიკურ ბრძოლას: ჩვენს წინაშეა ჩვეულებრივია ექშენ–RPG, სადაც საჭიროა რაც შეიძლება რითმულად და სწრაფად […]

Dungeon Siege III-ის დემო ვერსია შემდეგ კვირას გამოვა

როლური თამაშის, Dungeon Siege III–ის მწარმოებლები იუწყებიან, რომ პროექტის გაცნობას მის რელიზამდე შევძლებთ. გასაგებია, რომ საუბარია მის დემოვერსიაზე. Obsidian Entertainment დემოს გამოშვებას ყველა პლატფორმაზე აპირებს, თუმცა არა ერთდროულად. გამომცემოლობა Square Enix–ში აცხადებენ, რომ კონსოლ Xbox 360–ის მფლობელები დემოვერსიის ჩამოტვირთვას 31 მაისიდან შეძლებენ, ხოლო PS3–სა და PC-ის — 7 ივნისიდან. რაც შეეხება თამაშის სრული ვერსიის რელიზს: 17 ივნისი — ევროპა, 21 — ა.შ.შ და […]

Guild Wars 2-ის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MMORPG თამაშის, Guild Wars 2–ის თაყვანისმცემლებს თამაშით გართობა მიმდინარე წლის მიწურულს შეეძლებათ. აქციონერებთან გამოსვლისას, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯაო ლიმ (Jaeho Lee) თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა. NCsoft–ის შვილობილი ArenaNet უკვე ტესტავს პროექტის ალფა–ვერსიას და «ბეტას» გამოსაშვებად ემზადება. თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ასევე, რამდენიმე სიტყვა ითქვა თამაშის რელიზის შესახებ. მიუხედავად […]

ექშენ–RPG Dark Souls ოქტომბერში გამოჩნდება

როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა. თამაშის სიუჟეტი […]

Diablo III შესაძლოა 2011 წელს გამოვიდეს

ექშენ–RPG, Diablo III შესაძლოა მიმდინარე წელს გამოვიდეს, განაცხადა კომპანია Blizzard–ის პრეზიდენტმა, მაიკლ მორჰეიმმა (Michael Morhaime)… ასევე, ხნობილი გახდა, რომ თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მესამე კვარტალში დაიწყება. «გასულ კვირას ჩვენ პროექტის შიდა ტესტირება დავიწყეთ, სადაც Blizzard–ის თანამშრომელთა უმეტესობა მონაწილეობს, — აცხადებს მორჰეიმი. — თამაში შთამბეჭდავია. ვფიქრობ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ ღია ბეტა–ტესტირების დაწყებას შევძლებთ». შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც სტრატეგია Starcraft II: Wings of […]

Mass Effect 3-ის რელიზი 2012 წლამდე გადაიდო

როგორც ჩანს, მიმდინარე წელს ჩვენ ვერ გავიგებთ, უცხო პლანეტელ რასებთან ბრძოლაში, გაიმარჯვებს თუ არა კაპიტანი შეპარდი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექშენ–RPG თამაშის, Mass Effect 3–ის რელიზი ცოტა ხნით გადაიდო. Facebook–ის გვერდზე სტუდია BioWare–ს დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თამაში «2012 წლის პირველ კვატალში გამოვა». შეგახსენებთ, რომ პროექტი 2011 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო. პლატფორმები: PC, Xbox 360 და PS3. «ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, […]

RPG თამაში The Witcher 2: Assassins of Kings დასაბეჭდად გაიგზავნა

როლური თამაშის, The Witcher 2: Assassins of Kings–ის ლოკალიზაცია დასრულებულია და პროექტი დასაბეჭდად გაიგზავნა, აცხადებს გამომცემლობა «1С-სოფთქლაბი». რელიზი 17 მაისს შედგება. პოლონური სტუდიის, CD Projekt RED–ის მიერ დამუშავებული RPG მხოლოდ PC-ზე გამოვა. შესაძლოა მომავალში Xbox და PS3 ვერსიებიც გამოჩნდეს, თუმცა დღეისათვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. The Witcher 2–ის სიუჟეტი აგრძელებს პირველი ნაწილის ისტორიას. სკანდინავიის სამეფოში ბოროტებამ […]

MMORPG თამაშის, Rift–ის რელიზი შედგა

მრავალმომხმარებლიანი როლური თამაში Rift გაყიდვაში გამოჩნდა. დღეს შედგა ჩრდილო–ამერიკული რელიზი, ხოლო ევროპელებისთვის სერვერზე წვდომა 4 მარტიდან იქნება შესაძლებელი. სტუდია Trion Worlds–ის პროექტი მხოლოდ PC-ზე გამოვიდა. თამაშის ევროპულ რელიზზე ფრანგული კომპანია Ubisoft ზრუნავს. Rift — ეს არის ისტორია ტელარას ჯადოსნურ ქალაქზე. დღეისათვის ის განადგურების პირას არის, რადგან ქალაქის დამცველი ბეჭედი შესუსტდა, რის შედეგადაც გაჩნდა პორტალები, საიდანაც საშინელი მონსტრები გამოდიან. […]

RPG თამაში, Two Worlds III–სი 2012 წელს გამოვა

მორიგი კეთილის გამარჯვება ბოროტის წინააღმდეგ: კომპანია Reality Pump (პოლონეთი) Two Worlds III–ს ამუშავებს, იუწყება გამომცემლობა Topware Interactive. Topware–ის ოპერაციული დირექტორის, ჯეიმს სიმენის თქმით თამაშის რელიზი 2012 წელს შედგება ზუსტად იმავე პლატფორმებზე რაზეც მეორე ნაწილი: PC, «მაკინტოში», Xbox 360 და PS3. «სპეციალურად Two Worlds III–თვის ჩვენ გავაფართოვეთ დეველოპერთა ჯგუფი და ავიყვანეთ ხალხი ახალი 3D–მოდელების, ანიმაციებისა და CG-რგოლების […]

ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება

ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება, იუწყება გამომცემლობა Deep Silver. პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, რის შემდეგაც თამაში უბრალოდ გაქრა. თუმცა 2009 წელს პოლონურმა სტუდია Techland–მა მოულოდნელად განაცხადა, რომ «დამუშავება სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პროექტი მშვენივრად გრძნობს თავს». რა თქმა უნდა! ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ისევ ჩამოწვა «მდუმარება», და ბოლოს: ჩვენ ისევ მოგვაწოდეს ინფორმაციის ნაგლეჯი. […]