წყლისმფრქვევი JetLev მზადაა კომერციალიზაციისთვის

სულ მალე გაყიდვაში გამოვა სიმპათიური მოწყობილობა, წევის ძალას მასში ქმნის საკმაოდ რეაქტიულად გამოტყორცნილი წყალი. JetLev-ის შემუშავება დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც წარმოშობით ჩინელმა კანადელმა რეიმონდ ლიმ გამოიგონა მოწყობილობა რომელიც იძლეოდა ჰაერში ცოტა ხნით გაჩერების საშუალებას. ის მუშაობდა რეაქტიული წევით, მაგრამ ჰქონდა მთავარი მინუსები, ფრენის ძალიან დაბალი ხანგრძლივობა და საწვავის დიდი ხარჯი. საწვავის მაგივრად, JetLev-ს ზევით […]

წარმოდგენილია რობოტ-ჰექსაპოდის გაუმჯობესებული ვერსია

მექანიკურ ქმნილებას ექვსი მბრუნავი ფეხით შეუძლია ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად გადაადგილება. რობოტი Х-RHex აწყობილია ლაბორატორია Kod*lab-ის მიერ, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში (ა.შ.შ)მდებარეობს. პროექტი შემქმნელებს ნულიდან არ დაუწყიათ: მასში გამოიყენეს წინა მსგავსი პლატფორმების ნიმუშები. ახალი მოდელი თავის წინა მოდელებზე ბევრად ძლიერია და შეუძლია სამჯერ მეტი მანძილი დაფაროს. გაუმჯობესების მიუხედავად, მოწყობილობას არ დაუკარგავს კომპაქტურობა. მისი ზომებია — 57×39×7,5 სმ. […]

იაპონელი და ამერიკელი მოხვდნენ გინესის რეკორდების წიგნში რიცხვ π-ის დათვლისათვის

გინესის რეკორდების წიგნმა სცნო რიცხვ π-ის გამოთვლის შედეგები, რომელიც მიიღეს ამერიკელმა სტუდენტმა ალექსანდრ იეემ (Alexander Yee) და იაპონელმა მკვლევარმა შიგერუ კონდომ (Shigeru Kondo). წინა წლის აგვისტოში იიმ და კონდომ განაცხადეს π-ის დათვლის შესახებ დიდი სიზუსტით, ამით თითქმის ორჯერ გაუმჯობესდა წინა რეკორდი, მძიმის შემდეგ 2,7 ტრილიონი ნიშანი. ეს მიღწევა ეკუთვნოდა ფრანგ ფაბრის ბელარდს (Fabrice Bellard). აღსანიშნავია, რომ […]

იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ცივი ბირთვული სინთეზის “საიმედო” ექსპერიმენტი

ბოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ანდრეა როსიმ (Andrea Rossi) და სერჟიო ფოკარდიმ (Sergio Focardi) წარმოადგინეს მუშა მოწყობილობა, რომელიც როგორც ამბობენ წარმოადგენს ნიკელ-წყალბადის თერმობირთვულ რეაქტორს. პრეზენტაცია ჩატარდა ასეთი ღონისძიებებისათვის შესაბამის ადგილას, მთელი საიდუმლოობის დაცვით: პრეს კონფერენციაზე სულ 50-ამდე ადამიანი იყო მიწვეული, რომლებსაც ბატონმა როსიმ და ფოკარდიმ, ცივი თერმობირთვული სინთეზის “პიონერებმა”, აჩვენეს მოწყობილობის პროტოტიპი. როგორც გამომგონებლები ამბობენ, დანადგარი ახდენს თერმობირთვულ […]

შექმნილია რობოტი-თევზი, რომელსაც შუძლია ყველა მიმართულებით სწრაფად გადაადგილება

მოწყობილობა აღჭურვილია მექანიკური “ფარფლებით”, მისი კონსტრუქცია იმეორებს ბუნებრივი ანალოგისას რომელიც ამაზონის მკვიდრია. პროექტის ხელმძღვანელია, სპეციალისტი ბიოტექნოლოგიების დარგში მალკოლმ მაკაივერი (Malcolm MacIver) ინჟინრობის და გამოყენებითი მეცნიერების უმაღლესი სკოლიდან. ის დიდ ხანს შეისწავლიდა თევზს სახელად Apteronotus albifrons. ეს არსება ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში და გადაადგილებისათვის იყენებს განსაკუთრებულ ფარფლებს, რომელიც განლაგებულია მუცლის ქვედა მხარეს და მოგვაგონებს ლენტას. ერთხელ ბატონი […]

მზეს შესაძლოა დიდი კომეტა უახლოვდება

მზეზე ცოტა ხნის წინ მცირე კომეტების “შტურმი” შესაძლოა დიდი კომეტის სტუმრობის წინაპირობაა. NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა SOHO (Solar and Heliospheric Observatory) თავისი გაშვების დღიდან (1995 წელი) გადაიღო ორიათასამდე მზესთან ახლოს მდებარე კომეტა. მათი უმეტესობა შედარებით პატარა ზომის სხეულებია, რომელთა დიდი ნაწილიც ქრება რამდენიმე საათში ობიექტივთან შეჯახების შემდეგ. ისინი მოფრინავენ რამდენიმე დღეში ერთხელ, მაგრამ 13 დან 22 […]

პირველად შექმნილია გენი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს!

ღვიძლის ჩხირების კოლონები (Estafilococa-ის ფოტო). წინა წლის მაისში ექიმებმა კრეიგ ვენტერას ინსტიტუტიდან(ა.შ.შ) განაცხადეს ისტორიაში პირველი “სინთეტიკური უჯრედის” შექმნის შესახებ: გენომის ხელოვნური კლონი გადანერგეს დნმ წინასწარ მოშორებულ ბაქტერიაში, რომელმაც ეს შემდეგ მემკვიდრეობით გადასცა. ეს იყო ნამდვილი გარღვევა, მაგრამ ექსპერიმენტში მაინც გენომის კლონი იყო გამოყენებული, რომელიც ბუნებაში არსებობს, ხოლო უკვე მაიკლ ხეხტმა და მისმა კოლეგებმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან […]

შესაძლოა გენები გარკვეულ როლს თამაშობენ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენები შეიძლება ტამაშობდნენ გარკვეულ როლს მეგობრულ ურთიერთობებში. კვლევისათვის მასალად გამოიყენეს ექვსი გენის მონაცემები, რომლებიც მიიღეს დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანისაგან. ყველა გენში მეცნიერებს აინტერესებდათ ერთი ერთნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი (single-nucleotide polymorphism, SNP). იმის შემდეგ, რაც ავტორებმა გაითვალისწინეს გენეტიკური მსგავსებები, რომლების გამომწვევიცაა სქესი, ასაკი, რასობრივი წარმომადგენლობა და სხვა საერთო წარმომავლობა, აღმოჩნდა საინტერესო კანონზომიერება: ადამიანები, რომლებიც […]

მამონტები შესაძლოა ხუთ წელიწადში დაბრუნდნენ

იაპონელი მეცნიერება თვლიან, რომ უძველესი ცხოველების კლონირება უკვე ფანტასტიკა აღარაა, ეს რეალობაა. კვლევები, რომელიც ჩაატარა აკირა ირიტანიიმ კიოტოს უნივერსიტეტიდან, აჩვენეს, რომ ცხოველების გაყინული ნარჩენებისაგან შესაძლებელია დნმ-ის გამოყენება, ცოცხალი ცხოველების შესაქმნელად. ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა შეძლეს თაგვის კლონირება, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში იყო 16 წლის განმავლობაში. ამასობაში მისი გენეტიკური მასალა შეუყვანეს სხვა თაგვს. იაპონელი მეცნიერები მამონტის კლონირების წარმატების […]

ასტრონომებმა “აწონეს” ერთ-ერთი შედარებით დიდი ზომის შავი ხვრელი

ამერიკელმა მეცნიერებმა გაზომეს უახლოესი ელიპტიკური გალაქტიკა М87-ის შავი ხვრელის მასა. იმდენად რამდენადაც ეს გალაქტიკა ჩვენგან დაშორებულია სულ რაღაც 50 მლნ სინათლის წელიწადით, ის სიდიდით ბევრად აღემატება სხვა დანარჩენ ობიექტებს ირმის ნახტომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი შავი ხვრელიც ძალიან დიდი უნდა იყოს. ადრე მეცნიერებმა “ჰაბლის” დაკვირვებების შედეგებზე დაყრდნობით, ხვრელის მასას აფასებდნენ, როგორც მზის 3მლრდ; შეგახსენებთ, რომ […]