შუთერი, F.E.A.R. 3 დასაბეჭდად გაიგზავნა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ «ნოვი დისკის» განცხადებით პირველი სახის შუთერი, F.E.A.R. 3 დასაბეჭდად გაიგზავნა, პროექტი დათქმულ დორს გამოვა. შიდა რელიზი 2011 წლის 23 ივნის შედგება, ხოლო ჩრდილო–ამერიკული და ევროპული, შესაბამისად, 21 და 24 ივნისს. ვერაფერს ვიტყვით, შესანიშნავი ინფორმაციაა იმის შემდეგ, რაც Warner Bros. Interactive–ის გამომცემლებმა და Day 1–ის დეველოპერებმა პროექტის რელიზი რამდენჯერმე გადადეს. თამაში PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვა. […]

E3 2011: Ubisoft ამზადებს ახალ შუთერს სახელწოდებით Killer Freaks From Outer Space

Е3-ის ჩვენებაზე, გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა პირველი სახის შუთერი, Killer Freaks From Outer Space, რომელიც კონსოლ Nintendo Wii ,,U–სთვის მუშავდება. პროექტის შექმნაზე, რომელიც 2012 წლის რომელიმე კვარტალში გამოვა, სტუდია Ubisoft Montpelier ზრუნავს. თამაში სიუჟეტი ლონდონში ვითარდება: უცნაური გაქრობები, უცხოპლანეტელი მონსტრების თავდასხმა… ჩვენ მოგვიწევს დედამიწაში დამზადებული და უცხოპლანეტელების იარაღებით შეიარაღება და რაც შეიძლება მეტი ურჩხულის განადგურება, რომლებიც მხოლოდ ადამიანის ხორცს ჭამენ. თამაშის თრილერი: […]

E3 2011: Insomniac მუშაობს კოოპერატიულ შუთერზე, OverStrike–ზე

სტუდია Insomniac Games–მა წარმოადგინა თავისი ახალი პროექტი — ექშენი OverStrike. გასულ კვირას დეველოპერები აცხადებდნენ, რომ მუშავდება სრულიად ახალი თამაში, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს უკვე გამოსულ პროექტებთა. გუშინ ჩვენ გავიგეთ, რომ OverStrike — ეს არის ოთხ მოთამაშეზე გათვლილი კოოპერატიული შუთერი. პროექტი წარმოადგენს ახლო მომავალს, სადაც რომელიღაც საიდუმლო ორგაიზაცია, გადატრიალებითა და კანონის დაუმორჩილებლობით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს. მოთამაშეს მოუწევს ერთ–ერთი […]

E3 2011: Ubisoft წარადგინა Far Cry 3

კომპანია Ubisoft–მა Far Cry 3–ის არსებობის ფაქტი დაადასტურა. შუთერის დამუშავებაზე სტუდია Ubisoft Montreal ზრუნავს. ასვე, მას ეხმარება ორი დეველოპერული განყოფილება — Ubisoft Shanghai და Massive Entertainment. იუწყებიან, რომ პროექტი 2012 წლის რომელიმე კვარტალში დასრულდება და PC-ზე, PS3–ზე, Xbox 360–ზე გამოვა მესამე ნაწილის მოქმედების ადგილი ტროპიკებული ზონა გახდება. შეგახსენებთ, რომ Far Cry 2–ის სიუჟეტი აფრიკაში ვითარდება, ჯეისონ ბროდი ხვდება «ქვეყნის დასალიერში». მწარმოებლები გვპირდებიან ექსკურსიას «საიდუმლო ტროპიკულ […]

E3 2011: ახალი Halo, Xbox Live Television და შუთერი Halo: Combat Evolved Anniversary

პრეს–კონფერენციაზე, რომელიც წინ უძღვოდა Е3 2011–ის გახსნას, კომპანია Microsoft–მა Xbox 360–სთვის განკუთვნილ ახალ პროექტებზე ისაუბრა. მთავარი ანონსი: დამუშავების პროცესშია შუთერი Halo 4. მეოთხე ნაწილი მასტერ ჩიფის თავგადასავლის საფუძველზე შექმნილ ახალ ტრილოგიას წარმოადგენს. თამაშის რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება. რაც შეეხება თამაშის სიუჟეტს, მასზე სიტყვაც არ თქმულა, თუმცა მასტერ ჩიფი — ეს განა არ არის სიუჟეტი? სიახლე №2 — Xbox Live Television–ის ანონსი. […]

Uncharted 3: Drake’s Deception-ის ღია ბეტა–ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება

Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა. გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება. ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის […]

BioShock 2: Minerva’s Den-ის PC–ვერსია 31 მაისს გამოჩნდება

BioShock 2–ის გადმოსაწერი დამატების, Minerva’s Den–ის PC-ვერსია, როგორც ჩანს, მაინც გამოვა. გამომცემლობა 2K Games–მა რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა — მიმდინარე წლის 31 მაისი. პირველი სახის შუთერი Games For Windows Live–ის სისტემაში გამოჩნდება და $10 ეღირება. შეგახსენებთ, რომ თამაშის კონსოლური ვერსია 9 თვის წინ გამოვიდა. Minerva’s Den — ეს არის სრულფასოვანი სიუჟეტის მქონე დამატება, საკუთარი გმირებითა და ისტორიით. თამაში დიდი მამიკოს […]

Ghost Recon: Future Soldier-ის რელიზი ერთი წლით გადაიდო

ტაქტიკური შუთერის, Tom Clancy’s Ghost Recon: Future Soldier–ის (PC, PS3, Wii, DS, PSP და Xbox 360) რელიზი ისევ გადაიდო, აცხადებს Ubisoft. დამუშავება, რომელზეც «უბის» პარიზული განყოფილება ზრუნავს, საკმაოდ პრობლემატურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის რელიზი 2012 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი, Ubisoft–ის განცხადებით, მისი რელიზი 2013 წლის პირველ კვარტლამდე გადაიდო. თუმცა, Ub–ის აღმასრულებელი დირექტორი, ივ გილმო «გვაჯერებს», რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს: «უბრალოდ […]

კონსოლური შუთერი Binary Domain 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა SEGA–მ გამოაქვეყნა პირველი კონკრეტული ინფორმაცია კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის შესახებ. გასული წლის მიწურულს ანონსირებული თამაში, იქმნება SEGA Japan–ის შიდა სტუდიაში PS3 და Xbox 360 პლატფორმებისთვის. იუწყებიან, რომ პროექტი 2012 წლის დასაწყისში გამოვა. მას იაპონელი გეიმ–დიზაინერი, ტოსიჰირო ნაგოსი (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობს, რომელიც თქვენთვის Yakuza–ს სერიიდან არის ცნობილი. Binary Domain — ეს არის ისტორია ადამიანებისა და რობოტების ომზე, რომელიც 2080 წელს მიმდინარეობს […]

Portal 2 — ბრიტანული ჩარტის ლიდერი

Aperture Science Labs–ის კომპლექსი გასული კვირის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა. შეჯამებულია მონაცემები კომპიუტერული და ვიდეოთამაშების გაყიდვების მოცულობის შესახებ დიდ ბრიტანეთში. სენსაცია არ დაფიქსირებულა — სივრცითი თავსატეხი Portal 2, როგორც მოსალოდნელი იყო, მულტოპალტფორმულ ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. კომპანია Valve–ის მიერ დამუშავებულმა თამაშმა, ა.შ.შ–ს ზეცა პირველად 19 აპრილს იხილა, ხოლო ევროპაში 21 აპრილს გამოჩნდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მთავარ გმირს, […]