IBM-მა ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა

კორპორაცია IBM-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სამუელ პალმიზანო. კორპორაცია IBM-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა: შემოსავალმა შეადგინა $24,3 მლრდ, რაც 3%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. არ გამართლდა ანალიტიკოსების პროგნოზი, რომლებიც $24,1 მლრდ-ს ვარაუდობდნენ. ბრიჩ-ქვეყნებში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა 29%-ით, ხოლო აზია-წყნაროკეანურ რეგიონში — 14%-ით. მოგება აპარატული უზრუნველყოფიდან გაიზარდა 10%-ით […]
Sony Ericsson-ის მობილური ტელეფონების გაყიდვა მეოთხედით შემცირდა

კომპანია NTT DoCoMo-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რუძი იამადა (მარცხნივ) და Sony Ericsson-ის პრეზიდენტი ბერტ ნერდბერგი (მარჯვნივ). კომპანია Sony Ericsson-მა გამოაქვეყნა მიმდინარე ფინასური წლის მესამე კვარტლის მუშაობის რეზულტატები. Sony Ericsson-ის მობილური აპარატების გაყიდვა აგრძელებს ვარდნას. სამი თვის განმავლობაში მწარმოებელმა მოახერხა მხოლოდ 10,4 მლნ ტელეფონისა და სმარტფონის გაყიდვა. ეს მაჩვენებელი 26%-ით ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით, […]
«გუგლფონების» პოპულარობა აგრძელებს ზრდას

კვლევითი კომპანია Nielsen-ის თანახმად, ოპერაციული სისტემა Google Android აგრძელებს კომუნიკატორების ბაზარზე პოზიციების გამყარებას. მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, ა.შ.შ-ში სულ რეალიზებული სმარტფონებიდან «გუგლფონების» წილმა დაახლოებით 32% შეადგინა. შედარებისათვის: აპრილში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 26%-ს, ხოლო წლის დასაწყისში — 14%-ს. კონკურენტი პროგრამული პატფორმები — RIM BlackBerry OS და Apple iOS — თმობენ პოზიციებს. იანვარში BlackBerry OS-მა მოახერხა ბაზრის 34%-ის დაკავება, […]
საჭესთან მობილურის გამოყენება ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევისას სიკვდილიანობის რაოდენობას

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა გამოთვალეს, რომ 2001 წლიდან 2007 წლამდე, ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც საჭესთან ლაპარაკობდნენ მობილურზე ან აგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, მოკლეს 16 ათასი ადამიანი. მკვლელების უმეტესობის ასაკი არ ღემატებოდა 30 წელს. ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მონაცემებით, თუ 2002 წელს, ამერიკაში, ყოველთვიურად იგზავნებოდა მილიონი სმსი, 2008 წლისათვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა 110 მლნ-მდე. […]
2013 წლისათვის სმარტფონს ეყოლება მილიარდი მომხმარებელი

2015 წლისათვის OS Android-ს ეყოლება მილიარდნახევარი მომხმარებელი. 2013 წლისათვის მსოფლიო ხმარებაში იქნება მილიარდზე მეტი სმარტფონი, იუწყება კვლევითი კომპანია Informa Telecoms & Media. სმარტფონების რაოდენობის კოლოსალური ზრდა განპირობებულია ორი მიზეზით: პირველი ის, რომ უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს იძულებულნი არიან კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს და მეორე ახლად ფეხადგმული კომპანიები იბრძვიან ბაზრის დასაკავებლად. დღეისათვის, სტატისტიკის მიხედვით, მობილურ […]
Oracle-ის კვარტალური მოგება გაიზარდა 20 პროცენტით

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი. მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. Oracle-ის შემოსავალმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიაღწია $7,5 მლრდ-ს, რაც 48%-ით მეტია 2010 ფინანსური წლის პირველ მეოთხედთან შედარებით — $5,07 მლრდ. კვარტალური მოგება წლიური გამოთვლებით გაიზარდა 20%-ით, დაახლოებით $1,35 მლრდ, ანუ 27 ცენტი ერთი […]
Intel ამაგრებს პოზიციებს მიკროპროცესორების ბაზარზე

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე. კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში. iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს. AMD-ს […]
Gartner: 2014 წლისათვის Symbian და Android დაიპყრობენ მსოფლიო ბაზარს

ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს… 2014 წლისათვის მობილური ოპერაციული სისტემის მსოფლიო ბაზარზე იქნება მხოლოდ ორი დომინანტური პლატფორმა Symbian და Android, თვლის ანალიტიკური კომპანია Gartner. ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ორივე ოპერაციული სისტემის წილი, ერთად, იქნება 59,8%. ხოლო თავიანთ წილს საბაზრო ტორტის ნაჭერზე გაიყოფენ თანაბრად: 30,2% ექნება Symbian-ს, 29,6% — Android-ს. კომპანია Google-ის OS გულმოდგინედ ცდილობს არ […]
IDC: 2014 წელს Android დაიკავებს მსოფლიო ბაზრის მეოთხედს

IDC-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მობილური ოპერაციული სისტემის Google Android-ის პოპულარობის შემდგომ ზრდას. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს Android-ის წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 16,3%-ს; ამ მაჩვენებლით ის იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მობილურ ოპერაციულ სისტემებს შორის. 40,1%-ით პირველ ადგილზეა Symbian, მეორეზეა — BlackBerry OS 17,9%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ Apple iOS (წინათ iPhone OS) და Windows Mobile […]
Dell-ის კვარტალური მოგება საგრძნობლად გაიზარდა

კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაიკლ დელი. კომპანია Dell-ის შემოსავალი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიოში კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა მიაღწია $15,5 მლრდს, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 22%-ით მეტია ($12,8 მლრდ). მსხვილი კორპორაციული კლიენტების შეკვეთა გაიზარდა 38%-ით, მიაღწია $4,5 მლრდს. ასევე მოიმატა მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელმა და მიაღწია $3,5 […]
