Dell:მეორე თაობის პლანშეტი Streak

StreakSmart-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანია Dell გამოსაშვებად ამზადებს მეორე თაობის პლანშეტს Streak-ს. არსებული მონაცემებით პლანშეტი შეინარჩუნებს 5-დიუამიან დისპლეის, ხოლო წერტილოვანი გარჩევადობა 480×800-დან გაიზრდება 1280×800-მდე. სავარაუდოდ, გარდა ამისა, მოდელს ექნება Qualcomm Snapdragon-ის ორბირთვიან ჩიპი. ხოლო პროცესორის ტაქტური სიხშირე იქნება 1,2 გჰც. პლანშეტის კოდური დასახელებაა Opus One. მეორე თაობის Dell Streak-ის ანონსი შედგება შემდეგი წლის მაისში. გამოყენებულია StreakSmart-ის მასალები.
Dell-მა წარმოდგინა 7 დიუმიანი პლანშეტი

კომპანია Dell-ის მეთაურმა მაიკლ დელმა, წარმოადგინა ახალი პლანშეტური კომპიუტერის პროტოტიპი. პრეზენტაცია შედგა Oracle OpenWorld 2010-ის კონფერენციაზე (19-23 სექტემბერი, სანფრანცისკო, კალიფორნია, აშშ). Dell-ს უკვე აქვს პლანშეტი Streak 5-დიუმიანი დისპლეით, რომელიც იყენებს Qualcomm Snapdragon-ის აპარატულ პლატფორმას და ფუნქციონირებს Google Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელიც შესრულებულია სპეციალური ინტერფეისით. მოწყობილობის შესახებ ინფრომაცია საკმაოდ მწირია. გენერალურმა დირექტორმა მაიკლ დელმა […]
