Tadpole TOPAZ: «დაჯავშნული» ნოუთბუქი 15-დიუმიანი ეკრანით

კომპანია General Dynamics-მა წარადგინა ნოუთბუქი Tadpole TOPAZ, რომელიც გათვლილია არასტანდარტულ პირობებში სამუშაოდ. კომპიუტერი დამზადებულია ამერიკული სამხედრო MIL-STD-810F და MIL-STD-461E სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობა უძლებს: 90-სმდან მყარ ზედაპირზე ვარდნას, მაღალ სინესტეს, მტვერს, ჭუჭყს და აგრესიულ გარემოს. ნოუთბუქი მუშაობს მინუს 18-დან პლიუს 50 ცელსიუსზე. ლეფტოპი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Intel Core 2 Duo სიხშირით 2,93 გჰც. ოპერატიული […]
