Shift 2: Unleashed: Legends-ის დამატება 26 აპრილს გამოვა

გამომცემლობა Electronic Arts–მა (ЕА) წარმოადგინა, სარბოლო თამაშის, Shift 2: Unleashed–ის პირველი გადმოსაწერი დამატება. ადდონი, სახელწოდებით The Legends Pack, კონსოლურ ქსელებში — Xbox Live–სა და PlayStation Network–ში — 26 აპრილს გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ Shift 2: Unleashed PC-ზეც გამოვიდა, თუმცა დამატების ამ პლატფორმაზე გადატანის შესახებ, ЕА ჯერჯერობით არაფერს არ ამბომს. ადდონის ღირებულება $10–ს შეადგენს. ამ ფასად თქვენ გაემგზავრებით «ავტორბოლის ოქროს ხანაში, 1960–70–იანი წლებში», აღიჭურვებით იმ ეპოქის საუკეთესო ბოლიდებით და […]
ინტერნეტში მოხვდა ინფორმაცია Nintendo–ს ახალი თაობის სათამაშო მანიპულატორის მახასიათებლებზე

Nintendo–ს ახალი სათამაშო მანიპულატორის კონცეპტ–არტი (ComputerAndVideoGames.com–ის სურათი). ინფორმაცია Nintendo–ს ახალი თაობის სათამაშო კონსოლის შესახებ, რომელიც გავრცელებული ჭორის თანახმად E3 2011–ის ჩვენებაზე იქნება წარდგენილი, დეტალების დაგროვებას იწყებს. არაოფიციალური ინფორმაციით, კონსოლის ფუძე, რომელიც Wii–ს შეცვლის, IBM–ის სამბირთვიანი პროცესორი PowerPC გახდება. გრაფიკას R700 სერიის ATI–ის ვიდეობირთვი დაამუშავებს. სავარაუდოდ, სიახლის მწარმოებლობა გაუტოლდება ან შესაძლოა გაასწოროს კიდევაც კონსოლ Xbox 360–სა და PlayStation 3–ს. ასევე, «ცნობილი გახდა», რომ კონსლოს […]
სარბოლო ექშენის, Driver: San Francisco–ს რელიზი სექტემბერში შედგება

თამაში Driver: San Francisco მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Ubisoft. მაინცდამაინც ზუსტი თარიღი არ არის, მაგრამ მუდმივ გადატანას ჯობია: თავიდან პროექტის რელიზი 2010 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ გამოცხადდა, რომ თამაში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე გამოვიდოდა… როგორც იუწყებიან, სიახლე ერთდროულად ყველა პლატფორმაზე გამოვა, ესენია: PC, «მაკი», PS3, Xbox 360 და Wii. Ubisoft Reflections–ის მიერ დამუშავებული თამაში, […]
Nintendo–ს ახალი თაობის კონსოლები, შესაძლოა, ივნისში გამოჩნდეს

ვებ–წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nintendo–მ, შესაძლოა, E3 2011–ის (7–9 ივნისი, ლოს–ანჯელესი, ა.შ.შ) ჩვენებაზე ახალ სათამაშო კონსოლს წარმოადგენს, რომელიც Wii–ს ჩაანაცვლებს. როგორც ცნობილი გახდა, სიახლის მწარმოებლობა გაუტოლდება ან შესაძლოა გაასწოროს კიდევაც კონსოლ Xbox 360–სა და PlayStation 3–ს. გავრცელებული ჭორის თანახმად, მომავალ Nintendo-კონსოლს ექნება 1080р–ს (1920×1080 პიქსელი) მხარდაჭერა და მიიღებს HDMI–ს ციფრულ ინტერფეისს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლეს ექნება 3D–კონტენტის მხარდაჭერა. Nintendo–ს […]
Guitar Hero III: Legends of Rock — ყველაზე წარმატებული პროექტი ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში […]
შუთერი Homefront დასაბეჭდად გაიგზავნა

პირველი სახის შუთერის Homefront–ის დაგეგმილ დროზე გამოსვლას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლის: «თამაში დასაბეჭდად გაიგზავნა», — იუწყება გამომცემლობა THQ. «Homefront ჩვენი ყველაზე წარმატებული პროექტი უნდა გახდეს, რადგან Kaos–ის დეველოპერებმა სამი წელიწადი დახარჯეს იმისთვის, რომ დაძაბული ერთმომხმრებლიანი კამპანია და მულტიფლეიერი რეჟიმი შეექმნათ», — აცხადებს გამომცემლობა. პროექტი PS3–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა (გადატანაზე Digital Extremes–მა იზრუნა) და OnLive–ის სერვისისთვის გამოვა. 15–ში Homefront ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, 17–ში — ავსტრალიაში, […]
Operation Flashpoint: Red River-ის რელიზი აპრილში შედგება

ტაქტიკური შუთერის, Operation Flashpoint: Red River–ის ევროპული რელიზი 21 აპრილს დაიწყება, ხოლო ჩრდილო–ამერიკული 26 აპრილს, იუწყება გამომცემლობა Codemasters. თამაშის სიუჟეტი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი შუთერისგან: ა.შ.შ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი მიემართება ტაჯიკეთში, სადაც 2013 წელს სამოქალაქო ომი უნდა დაიწყოს. ასევე, მეზობელ ჩინეთში ხმა აიმაღლეს იანკებმაც, ამიტომაც საჰაერო ძალები იძულებული არიან შევიდნენ დანგრეულ ქალაქში. Red River ხასიათდება როგორც საბრძოლო […]
როგორ გავხდეთ მილიონერები?!

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური […]
კონსოლური შუთერი Inversion 2012 წლის თებერვალში გამოვა

პირველი სახის შუთერი, Inversion 2012 წლის 7 თებერვალს გამოვა, იუწყება გამომცემლობა Namco Bandai Games. თამაში მხოლოდ PlayStation 3–სა და Xbox 360–კონსლებისთვის მუშავდება. დეველოპერი — 2007 წელს გამოსული TimeShift–ის შემქმნელი, ამერიკული სტუდია Saber Interactive. თამაშის აღწერა შეიძლება მარტივად: Gears of War გრავიტაციული იარაღებით. თუმცა თამაში მთავარი ღირსშესანიშაობა, მაინც დახვეწილი ფიზიკური მოდელია, რის საფუძველზეც აიგება პროექტის ძირითადი […]
Torchlight 2-ის რელიზი ივლისამდე გადაიდო

სტუდია Runic Games ექშენ-RPG თამაშის, Torchlight 2–ის დამუშავებას დაგეგმილ დროში ვერ ასწრებს: მაისის ნაცვლად თამაში ივლისში გამოვა. Runic Games–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქს შეფერმა (Max Schaefer) განმარტა, რომ შეფერხება Xbox 360–თან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, დეველოპერები Torchlight 2–ის დამუშავების პარალელურად თამაშის პირველი ნაწილის კონსოლ Xbox 360–ში «პორტირებით» არიან დაკავებული. «თამაშის Xbox Live–ის სისტემაში გადატანას იმაზე მეტი დრო […]
